ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Magti მომხმარებლებს ახსენებს, რომ 1 მარტიდან სარეკლამო sms-ების მიღების წესები იცვლება

ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია, Magticom მომხმარებლებს შეახსენებს, რომ 1 მარტიდან, პერსონალურ მონაცემთა ახალი კანონის მიხედვით, სააბონენტო ხელშეკრულების პირობები იცვლება, მათ შორის, იცვლება პირდაპირი მარკეტინგის (სარეკლამო შეთავაზებების მიღება) წესები.

კომენტარის დატოვება

Magti მიუთითებს, რომ იცვლება მომსახურების ხელშეკრულებების პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ხოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების არსებითი პირობები (ტარიფები, მომსახურების მიწოდების/შეზღუდვის ვადები, შეწყვეტის პირობები და ა.შ.), უცვლელი რჩება.

კერძოდ, ახალი კანონის მიხედვით, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, უარი თქვან სარეკლამო შეტყობინებებზე და შესაბამისად, ისინი მათ აღარ მიიღებენ. 

რა ცვლილებებია სააბონენტო ხელშეკრულების პირობებში:

  • ხელშეკრულებაში ცალკე იქნება გამოყოფილი თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხები, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავება;
  • ხელშეკრულებაში ასევე ცალკე იქნება გამოყოფილი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის მიღების/უარის თქმის ფორმა.

    შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებისას თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, განაცხადოთ თანხმობა ან უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავებაზე;
  • თუ თქვენ უკვე ხართ ჩვენი აბონენტი, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა ან უარი შეგიძლიათ  განაცხადოთ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით — მაგთიკომისგან,  ნომრით 110011, გამოგზავნილ შეტყობინებაზე პასუხით.

«თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, შეტყობინებების/შეთავაზებების მიღება მხოლოდ მაგთიკომისგან გსურთ თუ მაგთიკომისა და მისი პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისაგან, ან საერთოდ უარი თქვათ მათ მიღებაზე. თუ თქვენ უარს იტყვით ან გამოიხმობთ თანხმობას, ჩვენ აღარ დავამუშავებთ თქვენს მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის და აღარ მიიღებთ შეტყობინებებს/შეთავაზებებს, მათ შორის, ჩვენი პროდუქტების შესახებ». — წერს მაგთიკომი. 

პერსონალურ მონაცემთა კანონში ცვლილებები შეეხებათ «სილქნეტს» და სელფისაც». 

სარეკლამო SMS-ებს წინასწარი თანხმობის გარეშე არ გამოგიგზავნიან
სარეკლამო SMS-ებს წინასწარი თანხმობის გარეშე არ გამოგიგზავნიან
თემის მიხედვით
სარეკლამო SMS-ებს წინასწარი თანხმობის გარეშე არ გამოგიგზავნიან
რა არის როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ სპამ შეტყობინებებს
რა არის, როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ სპამ შეტყობინებებს
თემის მიხედვით
რა არის, როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ სპამ შეტყობინებებს

ასევე წაიკითხეთ
2023-ში მაგთის შემოსავალი 42 მლნ ლარით გაიზარდა, სილქნეტის — 35 მლნ-ით, სელფის — 14 მლნ-ით
2023-ში მაგთის შემოსავალი 42 მლნ ლარით გაიზარდა, სილქნეტის — 35 მლნ-ით, სელფის — 14 მლნ-ით
2023-ში მაგთის შემოსავალი 42 მლნ ლარით გაიზარდა, სილქნეტის — 35 მლნ-ით, სელფის — 14 მლნ-ით
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.