ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
23 იანვარი 2023, 12:44
2023-01-23
კრიპტოვალუტის ბირჟა Genesis-მა გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა
კრიპტოვალუტის ბირჟა Genesis-მა სასამართლოში გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა. კომპანია ახლახან აშშ-ის მარეგულირებელმა — ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) კრიპტოვალუტის უკანონო გაყიდვაში დაადანაშაულა.
კრიპტოვალუტის ბირჟა Genesis-მა სასამართლოში გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა. კომპანია ახლახან აშშ-ის მარეგულირებელმა — ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) კრიპტოვალუტის უკანონო გაყიდვაში დაადანაშაულა.
Genesis-ის გადახდისუუნარობა FTX-ის გაკოტრებასთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთმა ყველაზე დიდი კრიპტო ბირჟა 2022 წლის ნოემბერში ჩამოიშალა.
Genesis თავდაპირველად მხოლოდ Bitcoin-ის სავაჭრო პლატფორმა იყო, რომელიც მომხმარებლებს დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტით ვაჭრობის საშუალებას აძლევდა.
ამ თვის დასაწყისში კომპანიამ პერსონალის 30% — 145 თანამშრომელი გაათავისუფლა.
«ჩვენ ჩვენი კრედიტორების მრჩევლებთან დიალოგს მოუთმენლად ველით, რადგან ვცდილობთ, სწორი გზა ვიპოვოთ, რათა ჩვენი ღირებულება მაქსიმალურად გავზარდოთ და მომხმარებლებს ვაჭრობის საუკეთესო შესაძლებლობა მივცეთ». — თქვა Genesis-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დერარ ისლიმმა.
დომინოს ეფექტი
Genesis-ის გაკოტრებაზე დიდი გავლენა სხვა კრიპტო ბირჟის, Three Arrows Capital-ის დაშლამ იქონია.
როგორც ცნობილია, Three Arrows Capital-ს Genesis-ისთან 1.2 მილიარდი აშშ დოლარის დავალიანება ჰქონდა გადასახდელი. თუმცა, მაისში კრიპტოვალუტების, Luna-სა და TerraUSD-ის კოლაფსის შემდეგ თავადაც დაზარალდა და გადახდა ვეღარ შეძლო.
Genesis-ის კრიზისი კრიპტო სექტორში დაწყებული გაკოტრებების ნაწილია, რომელსაც ანალიტიკოსები «კრიპტოზამთარს» უწოდებენ.
Genesis-ს კიდევ ერთ კრიპტოვალუტის ბირჟასთან, Gemini-სთან აქვს გახმაურებული დავა 900 მილიონი დოლარის აქტივების ბედის შესახებ. Gemini-ს ყოფილი ოლიმპიური ნიჩბოსნები, ტყუპები, კამერონ და ტაილერ ვინკლევოსები ფლობენ.
გასულ კვირას SEC-მა Genesis და Gemini ინვესტორებისთვის კრიპტო აქტივების უკანონო მიყიდვაში დაადანაშაულა. ტყუპებმა განაცხადეს, რომ ბრალდება აბსურდულია.
FTX-ის კოლაფსით გამოწვეული შედეგები კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლებზე ჯერ კიდევ მოქმედებს.
FTX-მა, რომელიც ერთი წლის წინ 32 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, სასამართლოში გაკოტრების შესახებ განცხადება 11 ნოემბერს შიტანა.
კომპანიის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორთან, სემ ბაკმან-ფრიდთან ერთად, ბრალი FTX-ის თანადამფუძნებელს გარი ვანგსა და Alameda-ს ყოფილ ხელმძღვანელს, კეროლაინ ელისონს წაუყენეს, კომპანიის კოლაფსში შესაძლო სავარაუდო როლის გამო. გამოძიებასთან ორივე ბრალდებული თანამშრომლობს.
დეკემბრის ბოლოს ბენკმენ-ფრიდი პატიმრობიდან 250 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, იმ პირობით, რომ იგი შინაპატიმრობას კალიფორნიაში, მშობლების სახლში გაატარებს.
FTX-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ რეის კი პლატფორმის აღორძინება და მისი ბაზარზე დაბრუნება სურს.
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტამ ფულის აღქმისა და გამოყენების რევოულიცია მოახდინა. დეცენტრალიზირებული ბუნებით, უსაფრთხო ტრანზაქციებითა და ანაზღაურების პოტენციალით, კრიპტომ ინვესტორების, ტექნოლოგიების ენთუზიასტებისა და ბიზნესის ყურადღება მთელ მსოფლიოში მიიპყრო.
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
კრიპტო ვალუტა, ბიტკოინი, ბლოკჩეინი, კრიპტო ბირჟა, კრიპტო საფულე — ტერმინები, რომლებიც დღევანდელ ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებს აერთიანებს თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან ტენდენციას წარმოადგენს.
ბევრისთვის ეს თაღლითობაა, ბევრისთვის — გამდიდრების გზა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ფაქტია, ციფრული ვალუტა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
ჩვენ გიხსნით, რა არის კრიპტოვალუტა, როგორ მუშაობს და როგორაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.