ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კრიპტო ბირჟის, Bitzlato-ს თანადამფუძნებელი აშშ-ში ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დააკავეს

აშშ-ში, მაიამიში, კრიპტოვალუტის ბირჟის, Bitzlato-ს თანადამფუძნებელი დააკავეს.

კომენტარის დატოვება
კრიპტო ბირჟის, Bitzlato-ს თანადამფუძნებელი აშშ-ში ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დააკავეს

აშშ-ში, მაიამიში, კრიპტოვალუტის ბირჟის, Bitzlato-ს თანადამფუძნებელი დააკავეს.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის ჩინეთში მცხოვრებ მოქალაქეს, ანატოლი ლეგკოდიმოვს ბრალი ბიზნესის თაღლითურად წარმართვისთვის წარუდგინა. 

ბრალდების მხარის განცხადებით, Bitzlato-მ 700 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკანონო თანხებით დაამუშავა და დაარღვია წესები, რომლებიც ფულის გათეთრების თავიდან ასაცილებლადაა შექმნილი.

«ინსტიტუციები, რომლებიც კრიპტოვალუტით ვაჭრობენ, კანონზე მაღლა არ დგანან და მათი მფლობელები ჩვენთვის სრულიად ხელმისაწვდომები არიან. სავარაუდოდ, Bitzlato-მ საქმე კრიმინალებთან დაიჭირა და შედეგად ასობით მილიონი დოლარის სარგებელს ნახეს. ბრალდებული ახლა საფასურს იმ როლისთვის იხდის, რომელიც მისმა კომპანიამ კრიპტოვალუტის ეკოსისტემაში ითამაშა». — განაცხადა პროკურორმა ბრეონ პისმა.

საჩივრის მიხედვით, 2018 წლიდან, ჰონგ კონგში რეგისტრირებულმა კომპანიამ დაახლოებით 4.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციები დაამუშავა.

პროკურორები აცხადებენ, რომ კრიპტო ბირჟამ მომხმარებლებისგან მინიმალური იდენტიფიკაცია მოითხოვა, რამაც მათი დანაშაულებრივი საქმიანობა, ცალსახად, გაამარტივა.

მათი თქმით, კომპანიამ «ბინძური ფულის» შესახებ ყველაფერი იცოდა და ამის დასამტკიცებლად Bitzlato-ს შიდა დოკუმენტიც საკმარისია, რომელშიც კლიენტების შემოწმების სტანდარტული პორცედურების გარეშე, ფულის გათეთრების სქემაა აღწერილი.

აშშ-მ ასევე განაცხადა, რომ კომპანიას მჭიდრო კავშირი ჰქონდა შავ ბაზართან — Hydra Market-თან, რომელიც გასულ წელს დახურეს. 

Bitzlato ამტკიცებდა, რომ ამერიკელ მომხმარებლებს არ ემსახურებოდა, თუმცა პროკურორებმა თქვეს, რომ კომპანიას ამერიკელებთან «არსებითი» ბიზნესი ჰქონდა.

აშშ-ის მარეგულირებლები ბანკებს კრიპტოვალუტის რისკების შესახებ აფრთხილებენ

თემის მიხედვით

FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს
FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს
თემის მიხედვით
FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს

ასევე წაიკითხეთ
აშშ-ის საჰაერო ძალები უარყოფს, რომ მათი AI დრონი გამოცდის დროს ოპერატორს თავს დაესხა

RightsCon სამიტზე Freedom House თავისუფალი და ღია ინტერნეტის დაცვისთვის იბრძოლებს

iPhone ინდოეთში: Foxconn Iphone-ების წარმოებას კარნატაკაში მომავალი წლის აპრილიდან დაიწყებს

FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.