ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სკოლებში — რა ვიცით

2022-2023 სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის II–VI კლასის  მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო გახდა. კერძო სკოლებს არჩევანის თავისუფლება აქვთ.  განათლების სამინისტროში dev.ge-ს უთხრეს, რომ მოსწავლეებს შესაბამისი გაკვეთილები უკვე უტარდებათ. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად მზად არიან სკოლები ამისთვის და რა განასხვავებს ახალ საგანს ე.წ. ისტ-ისგან?

კომენტარის დატოვება

ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ე.წ. ისტ, ICT) სკოლებში აქამდეც ისწავლებოდა — ბავშვებს ასწავლიან კომპიუტერის გამოყენებას, ჩართვა-გამორთვას, სხვადასხვა ტიპის ფაილის შექმნას, კლავიატურას, ინტერნეტ ბრაუზერებთან მუშაობას და ა.შ. ანუ ყველაფერს იმას, რაც ადამიანებს 21-ე საუკუნეში ყოველდღიურად გვჭირდება.

რაც შეეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს — აქ, როგორც განათლების სამინისტროს მიერ სასწავლო წლის დაწყებამდე გავრცელებულ განცხადებაში წერია, შეისწავლება პროგრამირების ელემენტები, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გაძლიერებას.

განცხადების მიხედვით, სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია STEAM კლუბები, რომლის ფარგლებშიც ისინი სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტს ქმნიან და შესაძლებლობა აქვთ, სასკოლო პროექტები STEAM კონფერენციაზე წარმოადგინონ.

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების სამმართველოს უფროსი, ქეთი ჩხობაძე, dev.ge-სთან ინტერვიუში ახალი წამოწყების მნიშვნელობასა და აქამდე არსებულ პროგრამებთან განსხვავებებზე ლაპარაკობს.

ქეთი ჩხობაძე
«მოსწავლეებს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მაგალითად, ისწავლონ კოდის წერა, რაც «ისტ”-ის ფუნქციებში არ შედიოდა. ამასთან, მეექვსე კლასის შემდეგაც შეეძლებათ, სურვილისამებრ აირჩიონ კომპიუტერული ტექნოლოგიების კურსები. გარკვეულწილად, II–VI კლასები იქნება მოსამზადებელი პერიოდი უფრო დიდი მიზნებისთვის».

ქეთი ჩხობაძის თქმით, წინა წლებში, პანდემიიდან გამომდინარე, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება საჯარო სკოლებისთვის სავალდებულო არ იყო, რადგან სკოლები ამისთვის მზად არ იყვნენ. 

მზად არიან სკოლები? 

განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო ირწმუნება, რომ ქართული სკოლები გამოწვევისთვის სრულყოფილად არიან მზად.

«მუშაობა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ვიდრე ეს ცვლილება შევიდოდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდებოდა ვებინარები. გარდა ამისა, მასწავლებლების სახლი ცალკე ტრენინგებს ატარებდა და ახლაც პერმანენტულად აგრძელებს. გვყავს „ქოუჩები“, რომლებიც მიმაგრებულნი არიან კონკრეტულ სკოლებს. ყველამ იცის პრობლემის ან კითხვის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ», — ამბობს ქეთი ჩხობაძე.

 მის ამ ოპტიმიზმს ნაკლებად იზიარებენ განათლების ექსპერტები. მათი აზრით, სკოლების უმრავლესობა ახლოსაც არ არის იმასთან, რომ მაღალ დონეზე შეასწავლონ კომპიუტერული ტექნოლოგიები. სიმონ ჯანაშიას აზრით, დიდი შანსია, ეს იყოს კიდევ ერთი ფუჭად დახარჯული რესურსი და დრო. ის ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება ცოტა დაუფიქრებელია.

სიმონ ჯანაშია
«არ მგონია, რომ რამე კვლევა იყოს ჩატარებული. ძირითადად, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ხოლმე გარკვეული ინტერესთა ჯგუფების შეთავაზების საფუძველზე და არა დამოუკიდებლად, მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. სკოლები არ არიან მზად, შეასწავლონ სრულყოფილად კომპიუტერული მეცნიერებები. არ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და არ გვყავს კომპეტენტური პერსონალი». — ამბობს სიმონ ჯანაშია.

მზაობასთან დაკავშირებით სიმონ ჯანაშიას პოზიციას იზიარებს განათლების მკვლევარი რეზო აფხაზავაც. მისი თქმით, ამ რესურსით წარმატებაზე ფიქრი თითქმის წარმოუდგენელია.

რეზო აფხაზავა
«ელემენტარულად, მოსწავლეებს არ ექნებათ კომპიუტერების დამუხტვის საშუალება, რადგან საკლასო ოთახებში სულ რამდენიმე დენის წყაროა. ეს ყველაფერი, პატარა დეტალები გასააზრებელია, დაწყებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დამთავრებული მასწავლებელთა კომპეტენციებით». 

რეზო აფხაზავას არც საგნის სავალდებულოობა მოსწონს. მისი აზრით, სკოლები თავად უნდა წყვეტდნენ, რისი სწავლების შესაძლებლობა აქვთ და სამინისტრო ცენტრალიზებულად არ ნერგავდეს ისეთ რამეს, რასაც, საბოლოოდ, ხარისხიანად ვერ შეასწავლის.

კომპიუტერული მეცნიერებების სკოლებში სწავლების გამოცდილება სხვა ქვეყნებშიც არსებობს, მაგალითად, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, იაპონიაში და ა.შ. განათლების ექსპერტები ფიქრობენ, რომ მთავარი სირთულე ყველაფრის სწორად დანერგვა და განხორციელებაა. 

«თუ ამას სწორად დაგეგმავენ და განახორციელებენ, ნამდვილად, ცუდი არ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მსოფლიო გამოცდილება ამ კუთხით. ბავშვები კოდირების შესწავლას პატარა ასაკიდანვე იწყებენ, რაც მათ განვითარების მეტ საშუალებას აძლევს, როგორც იმ კონკრეტულ მომენტში, ასევე მომავალში». — ამბობს რეზო აფხაზავა. 
«ყველაფერი რომ დავივიწყოთ, საერთო ჯამში, წამოწყება საინტერესოა. საჭიროა დაფიქრებული ნაბიჯების გადადგმა, სხვა ქვეყნებისგან მაგალითის აღება. თუმცა, ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული”- აცხადებს სიმონ ჯანაშია. 
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება - რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
თემის მიხედვით
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის

ასევე წაიკითხეთ
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
IT-ში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესია UX-დიზაინერია. მოგიყვებით კურსზე, სადაც Google-ის სპეციალისტები თქვენგან (თითქმის) პროფესიონალებს შექმნიან.
ლონდონში შემთხვევით იპოვეს მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერი
ლონდონში შემთხვევით იპოვეს მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერი
ლონდონში შემთხვევით იპოვეს მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერი
როგორ გავხდეთ შესამჩნევი და შევქმნათ პერსონალური ბრენდი, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარება
როგორ გავხდეთ შესამჩნევი და შევქმნათ პერსონალური ბრენდი, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარება
როგორ გავხდეთ შესამჩნევი და შევქმნათ პერსონალური ბრენდი, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარება
როგორ გავხდეთ შესამჩნევები პროფესიულ საზოგადოებაში, მოვიპოვოთ აუდიტორიის ნდობა, ავაწყოთ ნეთვორქინგი და ეს ყველაფერი შემოსავლად გარდავქმნათ? — გიყვებით და გიზიარებთ წამყვანი ექსპერტების რჩევებს ამ ყველაფრის შესახებ.
Codecademy Pro გთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას და ბიზნეს-უნარების უფასო კურსს Skillsoft-ისგან
Codecademy Pro გთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას და ბიზნეს-უნარების უფასო კურსს Skillsoft-ისგან
Codecademy Pro გთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას და ბიზნეს-უნარების უფასო კურსს Skillsoft-ისგან
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.