ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კატასტროფების აღმოჩენისა და დახმარების ტოპ 8 ტექნოლოგია

მსოფლიოში უკვე არსებობს მრავალი ტექნოლოგია, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების დროს იყენებენ. 

კომენტარის დატოვება
კატასტროფების  აღმოჩენისა და დახმარების ტოპ 8 ტექნოლოგია

მსოფლიოში უკვე არსებობს მრავალი ტექნოლოგია, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების დროს იყენებენ. 

8. Apple-ის Emergency SOS​

Apple-ის Advanced Manufacturing Fund-მა 450 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოახდინა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაში, რომელსაც აქვს გადაუდებელი დახმარების SOS სიგნალის მხარდაჭერა სატელიტის მეშვეობით iPhone 14 მოდელებისთვის.

სერვისი საშუალებას მისცემს ამ მოდელებს, პირდაპირ დაუკავშირდნენ თანამგზავრს და სასწრაფო დახმარების სამსახურებს ფიჭურ კავშირისა და ინტერნეტთან წვდომის გარეშე. 

კალიფორნიის შტატი მრავალი სტიქიური უბედურების საფრთხის ქვეშაა, მათ შორის, მიწისძვრების, ტყის ხანძრის და ცუნამის. 

«სატელიტის საშუალებით გადაუდებელი SOS სიგნალის მიწოდება მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც გადაარჩენს სიცოცხლეს», — თქვა მარკ გილარდუჩიმ, კალიფორნიის გუბერნატორის სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორმა. — «Apple-ის მიერ შესრულებული კრიტიკული სამუშაო ახალი, ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნისა 911 პროვაიდერებისა და პირველი რეაგირების მხარდასაჭერად არის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი კალიფორნიელებისა და ფართო საზოგადოების დასაცავად საგანგებო სიტუაციის დროს.

7. JAXA Japan

იაპონიის საჰაერო კოსმოსური კვლევის სააგენტო (JAXA) შედგება კოსმოსური და ასტრონავტური მეცნიერების ინსტიტუტის (ISAS), იაპონიის ნაციონალური კოსმოსური ლაბორატორიის (NAL) და იაპონიის კოსმოსური განვითარების ეროვნული სააგენტოსგან (NASDA) და მიზნად ისახავს იაპონიის დაცვას  სტიქიური უბედურებებისგან

JAXA იყენებს თანამგზავრებს მონაცემების შესაგროვებლად და მის გასაზიარებლად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რაც დიდ როლს ასრულებს კატასტროფებისგან დაზიანებული ტერიტორიების აღდგენაში.

6. Centauro

რობოტები ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.

პროექტი CENTAURO, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი სვენ ბენკე ბონის უნივერსიტეტიდან, მიზნად ისახავს ადამიანისა და რობოტის სიმბიოზური სისტემის შექმნას, რომელსაც შეუძლია «მძლავრი მოძრაობა და ოსტატური მანიპულირება» სტიქიური უბედურების ან ბირთვული კატასტროფის პირობებში.

CENTAURO რობოტებს შეეძლებათ, შეაღწიონ ბირთვული ავარიის ადამიანისთვის უკიდურესად საშიში ადგილებში, შეაკეთონ დაზიანება, შეაგროვონ მონაცემები და გადაარჩინონ ხაფანგში ჩარჩენილი ადამიანები — ან სხვა რობოტები.

5. Pano AI

Pano AI არის სისტემა, რომელიც მეხანძრეებს ისეთი ტექნოლოგიით უზრუნველყოფს, რომელიც მათ სჭირდებათ სიცოცხლის გადასარჩენად და გარემოს დასაცავად.

კომპანია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, სატელიტურ არხებს და 360-გრადუსიან კამერებს, რომლებიც განლაგებულია სტრატეგიულ წერტილებში, რათა მეხანძრეებს კატასტროფის ზონის სწრაფ დაზვერვასა და რეაგირებაში დაეხმაროს. 

«ეს არის ყველაზე მოწინავე პროდუქტი ბაზარზე,» — თქვა ენდრიუ პროლოვმა, Pano-ს ავსტრალიის ოფისის ხელმძღვანელმა. — «ჩვენი კამერების ქსელი მუდმივად იკვლევს ლანდშაფტს, ჩვენ ვუთავსებთ ამ სურათებს სატელიტური და სხვა მონაცემების არხებთან, რაც ანალიზდება ჩვენი AI ალგორითმებით. როდესაც პანო აღმოაჩენს ხანძრის საფრთხეს, ჩვენი 24/7 სადაზვერვო ცენტრი ადასტურებს ხანძარს და აფრთხილებს ჩვენს მომხმარებლებს რამდენიმე წუთში.Pano ეხმარება ხელისუფლებას სწრაფად გაუზიარონ რეალურ დროში დაზვერვა თავიანთ გაფართოებულ და დისტანციურ გუნდს, რაც საშუალებას აძლევს სწრაფ და კოორდინირებულ რეაგირებას.»

4. UAV Navigation

დრონები გასაოცარი ტექნოლოგიაა. მათი საშუალებით დედამიწის სხვადასხვა წერტილის ისეთი ფოტოები გვაქვს, რომელზე წვდომაც სხვაგვარად და თანამგზავრის გარეშე არ გვექნებოდა.

2004 წლიდან UAV Navigation-ის უპილოტო  დრონები დაფრინავენ და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ხმელეთსა და ზღვაზე მოულოდნელ დაბრკოლებებს აწყდებიან. 

UAV Navigation-მა თანამშრომლობა დაიწყო ახალ ზელანდიურ კომპანია Martin Aircraft Company-სთან (MACL), რათა შექმნან პირველი პრაქტიკული jetpack, რომელიც მოახდენს უსწრაფესს რეაგირებას ბუნებრივი კატასტროფებისგან მიყენებული ზიანის აღდგენისას.

3. Solight Design

დიზაინისა და კულტურის პროფესორზე Parsons New School for Design-დან, ალისა მინ-სუ ჩუნზე ძალიან იმოქმედა ჰაიტის 2010 წლის დამანგრეველმა მიწისვძრამ. 

2022 წლის განმავლობაში ალისა მინ-სუ ჩუნ მუშაობდა მზის წრის პანელების ინტეგრირებაზე თხელი ფირის სუბსტრატებით, როგორც მზის გასაბერი ნათურის პირველი პროტოტიპი.

ჰაიტის მიწისძვრის შემდეგ მან იცოდა, რომ ჰაიტელებს გამოჯანმრთელებისთვის ერთი რამ დასჭირდებოდათ — ეს იყო სინათლეზე წვდომა. მაგრამ ჩვეულებრივმა ნათურებმა შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ გადარჩენილთა ჯანმრთელობას.

«ეს არის წიაღისეული საწვავი, ის ტოქსიკურია, ყოველწლიურად მილიონზე მეტი ბავშვი იღუპება ჰაერის ცუდი ხარისხის გამო». — განმარტავს ჩუნი. «წარმოიდგინეთ, თუ ამ ადამიანებს შეეძლებათ მზის ფარანის გამოყენება. სინათლე იქნება თავისუფალი და ჯანსაღი!»

ახლა Solight Design ყიდის და ავრცელებს მზის ენერგიაზე მომუშავე პროდუქტებს, რომლებიც არის მსუბუქი, კომპაქტური და მდგრადი.

ისინი განკუთვნილია ყოველდღიურობისთვის და ასევე მათთვის, ვინც რეაბილიტაციას გადის ბუნებრივი კატასტროფისგან.

2. Apopo

ბევრი პოსტ-კონფლიქტური ზონა სავსეა ნაღმებით, რაც იწვევს დაუცველი ცოცხალი ორგანიზმების განადგურებას.

მეცნიერთა ჯგუფმა ბელგიაში დააარსა Apopo ნაღმების გაწმენდის მარტივი და ეკონომიური ტექნოლოგიის შესაქმნელად, სპეციალურად დაბალშემოსავლიან ქვეყნებში გამოსაყენებლად. 

ვირთხებს, ამ მსუბუქ და მკვეთრი თვალების მქონე არსებებს აქვთ სუნის ამოცნობის შესანიშნავი უნარი.

სწორედ ვირთხები აღჭურვეს მაღალტექნოლოგიური ზურგჩანთით და კამერით, რათა Apopo-ს გუნდს აქტიური ნაღმების პოვნაში დაეხმარონ. 

Apopo-ს ახლა აქვს ნაღმების მოქმედების ოპერაციები კამბოჯაში, ზიმბაბვეში, ანგოლასა და მოზამბიკში.

Apopo-ს ვირთხებს ასევე გაწვრთნიან სტიქიური უბედურების ადგილებში გამოსაყენებლად, სადაც მათ შეუძლიათ ადვილად იპოვონ ნანგრევებში გადარჩენილი ადამიანები.

ასეთ შემთხვევებში, ვირთხებს ასევე უყენებენ ორმხრივ რადიოს, რაც გადარჩენილებს საშუალებას აძლევს, დაუკავშირდნენ სამაშველო ჯგუფს

1. NASA Finder tool

NASA-ს FINDER ხელსაწყოს (Finding Individuals for Disaster and Emergency Response) შეუძლია იგრძნოს გულისცემა 30 ფუტი ნანგრევების ქვეშ.

ეს ტექნოლოგია გამოიყენეს არაერთი კატასტროფის დროს მექსიკიდან ნეპალამდე, ნანგრევებსა და სხვა «ხაფანგებში» გამომწყვდეულების მოსაძებნად.

ნანგრევებში დაბალი სიმძლავრის მიკროტალღური სიგნალი იგზავნება, რათა მოძებნოს ცვლილებები უკან გამოგზავნილ, არეკლილ სიგნალებში. 

FINDER ტექნოლოგიას შეუძლია აღმოაჩინოს პატარა მოძრაობები ალგორითმების გამოყენებით და შეუძლია განასხვავოს ადამიანის და ცხოველის გულისცემა.



ასევე წაიკითხეთ
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ავტორი: თაკო ჟიჟილაშვილი, Space International Space International ფინტექ კომპანიაა, რომელიც მოწინავე საბანკო პროდუქტებს ქმნის და სრულად ციფრულ საბანკო პლატფორმას უზრუნველყოფს, საქართველოდან უზბეკეთის ბაზარზე. ჩვენი გუნდი, რომელიც ამ დინამიურ,  ტექნოლოგიურ ეპოქაში მუშაობს, მუდმივი პროგრესის მნიშვნელობას აცნობიერებს. სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ თანამშრომლობა დავიწყეთ ThoughtWorks-თან.
საქართველოში ტექ ტალანტების საერთაშორისო კომპანია, ALLSTARSIT გამოჩნდა
საქართველოში ტექ ტალანტების საერთაშორისო კომპანია, ALLSTARSIT გამოჩნდა
საქართველოში ტექ ტალანტების საერთაშორისო კომპანია, ALLSTARSIT გამოჩნდა
საქართველოში 2024 წლიდან ტექ ტალანტების საერთაშორისო კომპანია, ALLSTARSIT იწყებს მუშაობას. ქვეყანაში კომპანიის მიზნებისა და იდეების უკეთ გასაცნობად 13 თებერვალს ღონისძიება, AI&Wine Networking გაიმართება.
დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტი პიკის საათის დროს მოძრაობას გააანალიზებს
დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტი პიკის საათის დროს მოძრაობას გააანალიზებს
დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტი პიკის საათის დროს მოძრაობას გააანალიზებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.