ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კასრაძე: GITA-ს დაარსებიდან დღემდე სტარტაპებზე 42 მილიონი ლარი გაიცა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარსდგა და საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. 

კომენტარის დატოვება

ავთანდილ კასრაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 240-მდე სტარტაპია დაფინანსებული. 

«შედეგად შეიქმნა 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი». — თქვა კასრაძემ. 

მისი თქმით, დაფინანსებულმა სტარტაპებმა 500 მილიონ ლარამდე კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 42 მილიონი ლარია. GITA 2014 წელს შეიქმნა.

ავთანდილ კასრაძემ ასევე აღნიშნა, რომ GITA-ს მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა 500 Global ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპების საქართველოში გადამზადებას უზრუნველყოფს.

აქსელერაციის პროგრამა უკვე მიმდინარეობს. ამასთან ერთად, საქართველოში პირველი ვენჩურული ფონდი შეიქმნა 20 მილიონი ლარის მოცულობით, სადაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 25%- ის თანამონაწილეობით არის წარმოდგენილი. 

რაც შეეხება 25-ათასლარიან საგრანტო პროგრამას რეგიონებისთვის — ავთანდილ კასრაძის თქმით, მის ფარგლებში, საერთო ჯამში, 80 პროექტი დაფინანსდა. ქვეყნის მასშტაბით, ყველა ტექნოპარკი (ბათუმი, კასპი, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ზუგდიდი, ოზურგეთი) სრული დატვირთვით მუშაობს დ  ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით, არაერთ პროგრამას, ტრენინგსა თუ ვორქშოფს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.

კასრაძის განცხადებით, 2023 წლის ბოლომდე დაგეგმილია ტექნოპარკის გახსნა სენაკში, 2024 წელს კი — ქუთაისში. 

GITA-ს ხელმძღვანელის ცნობით, კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, საქართველოში 113 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდაა, რომელთაც, 2023 წლის 10 თვის მონაცემებით, ხელფასის სახით 830 მილიონი ლარი გასცეს, ამასთან შეიქმნა 10 000 — ზე მეტი სამუშაო ადგილი.   

როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი
როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი
თემის მიხედვით
როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი

ასევე წაიკითხეთ
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150-ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტის მორიგი 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოავლინა. 
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.