ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

27 იანვარს 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის დემო დღე გაიმართა

2023 წლის 27 იანვარს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით,  500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა.

კომენტარის დატოვება

დემო დღე 12-კვირიანი ინტენსიური პროგრამის კულმინაცია იყო, რომლის განმავლობაშიც სტარტაპერებმა მიიღეს ინდივიდუალური მენტორობა ბიზნეს სტრატეგიის, ფონდების მოზიდვისა და კომპანიის ზრდის მიმართულებით.

დემო დღეზე 13 კომპანიის დამფუძნებელი წამყვანი კორპორაციებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე წარსდგა.

ეს კომპანიებია: Bonpara, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme, QuickShipper, TASS VISION, Text’nPayMe და Voiceloft.

ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შეირჩნენ: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია, უზბეკეთი და სხვა.

500 Global გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც 2.7 მილიარდიან აქტივებს მართავს. 2010 წელს დაარსების დღიდან, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც წარმოადგენენ 2700-ზე მეტ კომპანიას. მისი პორთფოლიო მოიცავს 49 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია.

ჯიტას, საქართველოს ბანკსა და 500 Global-ს შორის ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა.

500 Georgia-ს სააქსელერაციო პროგრამა სტარტაპებს საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ გადაამზადებს.

შერჩეულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, განივითარონ ცოდნა კომპანიის ზრდის საფუძვლებში, ჩაატარონ ექსპერიმენტები, რომლებიც ორიენტირებულია ძირითადი ბიზნეს მაჩვენებლების ზრდაზე, იმუშაონ ფონდების მოზიდვის სტრატეგიაზე და მიიღონ საერთაშორისო აქსელერაციის გამოცდილება.

500 Georgia-ს სააქსელერაციო პროგრამის მე-4 ნაკადზე განაცხადების მიღება უკვე გახსნილია.

20 სტარტაპი რომლებმაც GITA-ს ₾150 000-იან პროგრამაში გაიმარჯვეს
20 სტარტაპი, რომლებმაც GITA-ს ₾150 000-იან პროგრამაში გაიმარჯვეს
თემის მიხედვით
20 სტარტაპი, რომლებმაც GITA-ს ₾150 000-იან პროგრამაში გაიმარჯვეს
რას სთავაზობენ ბიზნესებს სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში
რას სთავაზობენ ბიზნესებს სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში
თემის მიხედვით
რას სთავაზობენ ბიზნესებს სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში

ასევე წაიკითხეთ
Wempler — პლატფორმა, რომელიც ყოველდღიური საქმეების შესრულებაში შეგვეხიდება
Wempler — პლატფორმა, რომელიც ყოველდღიური საქმეების შესრულებაში შეგვეხიდება
Wempler — პლატფორმა, რომელიც ყოველდღიური საქმეების შესრულებაში შეგვეხიდება
საყიდლებზე წასვლა გჭირდებათ და ვერ ასწრებთ? მანქანაა გასარეცხი? იქნებ თეატრის ან კინოს ბილეთების ყიდვა გჭირდებათ და არ გცალიათ? სანტექნიკა გაგიფუჭდათ? —  ყოველდღიური საქმეების შესრულებაში ქართული სტარტაპი, Wempler დაგეხმარებათ. 
გაეროს ქალთა სტატუსის კომისიაზე BTU-ს რექტორი, ნინო ენუქიძე სიტყვით გამოვიდა
გაეროს ქალთა სტატუსის კომისიაზე BTU-ს რექტორი, ნინო ენუქიძე სიტყვით გამოვიდა
გაეროს ქალთა სტატუსის კომისიაზე BTU-ს რექტორი, ნინო ენუქიძე სიტყვით გამოვიდა
PHARAO — ქართული სტარტაპი თქვენი ციფრული უკვდავებისთვის
PHARAO — ქართული სტარტაპი თქვენი ციფრული უკვდავებისთვის
PHARAO — ქართული სტარტაპი თქვენი ციფრული უკვდავებისთვის
GITA — 17 მარტს თბილისსა და ბათუმში Web3 ჰაკათონი ჩატარდება
GITA — 17 მარტს თბილისსა და ბათუმში Web3 ჰაკათონი ჩატარდება
GITA — 17 მარტს თბილისსა და ბათუმში Web3 ჰაკათონი ჩატარდება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.