ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგანათლება
7 მარტი 2024, 17:22
2024-03-07
ინჟინერია მოსწავლეებისთვის — ალტე უნივერსიტეტის ტრენინგების სერია მოსწავლეებისთვის
ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ტრენინგების სერია «ინჟინერია მოსწავლეებისთვის» რიგით მეორე შეხვედრა 22 მარტს ჩატარდება. ხოლო 29 მარტს ონლაინ, მოსწავლეები გაეცნობიან Calliope mini პროგრამირებად დაფას.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, იყო X, XI, XII კლასის მოსწავლე და გაიარო რეგისტრაცია ბმულზე 👈
22 მარტს, ალტე უნივერსიტეტში, შეხვედრა ჩატარდება ორ ეტაპად: 11:00 და 15:00 საათზე, 409A აუდიტორიაში;
29 მარტს, ონლაინ შეხვედრა იქნება ზუმის მეშვეობით, 15:00 საათზე;
თემა: Calliope Mini და მისი შესაძლებლობები
მოსწავლეები გაეცნობიან პროგრამირებად დაფაზე ჩაშენებულ სენსორებს, შეისწავლიან ვიზუალური დაპროგრამირების საწყისებს და Calliope mini -ის გამოყენებით შექმნიან სახალისო პროექტებს
ტრენერი: ასოცირებული პროფესორი სალომე ონიანი
ტრენინგის ასისტენტი: ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტი, ლუკა ლომინაძე
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
ტრენინგის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
EPAM-ს საქართველოში 126 ახალი ვაკანსია აქვს — გაეცანით
სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კომპანია EPAM-ს საქართველოში 126 ახალი ვაკანსია აქვს.
EPAM, რომელიც საქართველოში 2020 წელს შემოვიდა, 30-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და 35 ათასზე მეტი თანამშრომელი ყავს. EPAM პარტნიორებს სთავაზობს როგორც პროგრამული უზრუნველყოფის სერვისს, ასევე კონსულტაციას.
გაეცანით ვაკანსიებს 👇
გაიცანით სტეფანე გურგენიძე — 23 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი Amazon-დან
ახალგაზრდების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ტექნოლოგიებს უკავშირებს, რაც, თავის მხრივ, კონკურენციას საგრძნობლად ზრდის. 23 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა, სტეფანე გურგენიძემ, ასეთ კონკურენტულ გარემოში უკვე დიდი გამოცდილება დააგროვა — ის ჯერ Microsoft-ში მუშაობდა, ახლა კი Amazon-ის გუნდის წევრია.