ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ვინ გახდა Social Impact Award-ის გამარჯვებული

Impact Hub Tbilisi-ის საერთაშორისო პროგრამის, Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ 6 გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი გუნდი, ხმის მიცემის შედეგად, საზოგადოების რჩეული გახდა. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გამარჯვებულებიბიზნესიდეის განსახორციელებლად  ფულად ჯილდოს მიიღებენ და ბელგრადში Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გაემგზავრებიან.

კომენტარის დატოვება

2023 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:

LitKid — საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი პლატფორმა, რომელიც მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე მორგებული, პერსონალიზებული საბავშვო წიგნების შესახებ.

Cloudcrop — ციფრული აგრონომი, რომელიც თვითსწავლებადი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩამოაყალიბებს სამოქმედო გეგმას ფერმერისთვის, რითიც ხელს შეუწყობს საუკეთესო ხარისხისა და რაოდენობის პროდუქციის მოყვანას მინიმალური რესურსების გამოყენებით.

Alioni — რეგიონში პირველი ონლაინ აპლიკაცია, რომელიც მომხარებელს ლაივ რეჟიმში აწვდის გამჭვირვალე ინფორმაციას ხის ნარჩენის გადამუშავებული მოცულობის, წარმოების პროცესისა და გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ და ამ ზიანის შესამცირებლად ალტერნატივად სთავაზობს ნარჩენების რაციონალურ გამოყენებას.

Social Impact Award-ის ფარგლებში წელს 70-მდე აპლიკაცია შემოვიდა, ჟიურიმ კი 6 ფინალისტი შეარჩია. გუნდებმა ორი თვის განმავლობაში პროექტების განვითარებაზე აქტიურად იმუშავეს და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით სოციალური ბიზნესიდეების განვითარების გეგმა შეიმუშავეს.

გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები (ვორქშოფები) გაიმართა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომელშიც საერთო ჯამში 150-მდე მსურველი დარეგისტრირდა. სამუშაო სესიებზე ახალგაზრდებმა იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე იმუშავეს. 

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე.

Impact Hub Tbilisi-მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეშვიდე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1700+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 170-მდე ახალგაზრდამ (51 გუნდი), გამოვლინდა 25 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

«განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც უამრავი სოციალური პრობლემა არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. გვიხარია, რომ პროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით, ამ კონცეფციას ძალიან ბევრი ქართველი ახალგზარდა გაეცნო და მათი ინტერესიც სოციალური მეწარმეობის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა». —  აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ. 

«ახალგაზრდებისა და მათი ბიზნესსაქმიანობების მხარდაჭერა ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წამყვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, ისეთ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულობა, როგორიც Social Impact Award-ია, ჩვენთვის ძალიან საამაყოა. გვჯერა, რომ მასში მონაწილე თუ გამარჯვებული ახალგაზრდებისთვის პროექტი ღირებული გამოცდილება იქნება და სამომავლოდ განსაკუთრებულ როლს შეასრულებს მათი სოციალური ბიზნესსაქმიანობების განვითარებაში». — განაცხადა ტერაბანკის მარკეტინგის მენეჯერმა, ქეთა ვაშაყმაძემ.

«მოხარული ვართ კვლავ მხარი დავუჭიროთ, საერთაშორისო Social Impact Award-ის ფარგლებში, ქართველი ახალგაზრდების ინიციატივებს. ევროპის ფონდს მიაჩნია, რომ თუ ახალგაზრდებს, საჭირო უნარებით გავაძლიერებთ და სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებაში მხარს დავუჭერთ, მათ ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა პრობლემების გადასაჭრელად, ახლებური გზები მოიძიონ». —  აღნიშნა ევროპის ფონდის პრეზიდენტმა, ქეთევან ვაშაკიძემ.  

პროგრამა ტერაბანკისა და ევროპის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
თემის მიხედვით
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

ასევე წაიკითხეთ
იმფაქთ ჰაბ თბილისი Startup Wise Guys-სთან თანამშრომლობას იწყებს
იმფაქთ ჰაბ თბილისი Startup Wise Guys-სთან თანამშრომლობას იწყებს
იმფაქთ ჰაბ თბილისი Startup Wise Guys-სთან თანამშრომლობას იწყებს
ქვიზი — რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ? — ნაწილი II
ქვიზი — რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ? — ნაწილი II
ქვიზი — რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ? — ნაწილი II
საქართველოს ეკონომიკაში ინოვაციური სტარტაპების ეკოსისტემა დღითიდღე ვითარდება. დღეს დაფუძნებულია, მუშაობს და ვითარდება არაერთი სტარტაპი. მათ შესახებ dev.ge-იც ხშირად წერს. გთავაზობთ კიდევ ერთ ქვიზს, რათა გაიგოთ, რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ 👇
ქართული სტარტაპი Artisio „სტარტაპების მსოფლიო თასის” ფინალში გავიდა
ქართული სტარტაპი Artisio „სტარტაპების მსოფლიო თასის” ფინალში გავიდა
ქართული სტარტაპი Artisio „სტარტაპების მსოფლიო თასის” ფინალში გავიდა
ქართული სტარტაპი Artisio «სტარტაპების მსოფლიო თასის» ფინალში გავიდა
აქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები შეიმუშავა
აქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები შეიმუშავა
აქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები შეიმუშავა
აქსელმა — საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები (ე.წ. Guidelines) წარადგინა.   პროექტი, რომლის ფარგელბშიც სახელმძღვანელოები შეიქმნა, მიზნად ისახავს ანგელოზი ინვესტირებისა და სტარტაპ საინვესტიციო გარემოს გაძლიერებას. აქსელის მუდმივი განვითარება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გახდეს. ინიციატივის მხარდამჭერია USAID — ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.