ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა ჩატარდა

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა ჩატარდა. მასში მონაწილეობა 18-მა გუნდმა მიიღო.

კომენტარის დატოვება

ორგანიზატორების თქმით, პროგრამა მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, ინვესტიცია ადრეულ ეტაპზე მათთვის სასურველ ინდუსტრიაში განახორციელონ.

პრე-აქსელერატორში მონაწილეობა 18-მა გუნდმა მიიღო. 

თითოეულმა მათგანმა 12 კვირის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. 

სტარტაპებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები, ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება. 

დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 12 გუნდი წარსდგა:  

e-Consul — მოგზაურების ციფრული სივრცე, რომელიც ყველა სამოგზაურო ინფორმაციას აერთიანებს და ახდენს სავიზო აპლიკაციების შევსების ავტომატიზაციას.

LitKids — საბავშვო ლოტერატურის ციფრული გზამკვლევი მშობლებისთვის, რომელიც მშობელს ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე მორგებულ წიგნებს უგენერირებს და მათი ყიდვის შესაძლებლობას იქვე აძლევს.

MLbee — SaaS მომხმარებლების შენარჩუნების საპროგნოზო ხელსაწყოები, ელ-კომერციის პლატფორმებისთვის.

Tradetkt — სხვადასხვა ღონისძიებისა თუ აქტივობის ბილეთების გაყიდვა/გადაცვლის უსაფრთხო და კომფორტული პლატფორმა.

Tao Technology — მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ვებ.აპლიკაციის ფაიერვოლი, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის.

Georgian Wine Club — პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ღვინის შერჩევის პროცესის სრულ ავტომატიზებას და ღვინის სადეგუსტაციო ნაკრებების საბსქრიფშენს.

Cartune — ავტოსახელოსნოების შესადარებელი პლატფორმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის.

DiFlex — ვებ აპლიკაცია, რომელიც ამარტივებს სატელეფონო კვლევების ჩატარების და ანალიზის პროცესს.

Base2 — მობილური თავსატეხი (ფაზლ) თამაში, რომელიც ეხმარება მოთამაშეებს პროგრამირების საფუძვლების შესწავლაში.

SOS Auto — სასწრაფო დახმარება შენი ავტომობილისთვის, ევაკუატორის და ავტო ასისტენტის მომსახურებისთვის.

 Happykids — საბავშვო ნივთების მარკეტფლეისი.

 Carusell — მანქანების ყიდვა/გაყიდვის ონლაინ პლატფორმა. 

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა.  ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში 60-მდე სტარტაპი  ჩაერთო.  მთლიანობაში გუნდებმა 2 მილიონ ლარამდე ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

«აღსანიშნავია, რომ პრე-აქსლერატორის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, ვფიქრობთ, ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ Impact Hub Tbilisi ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.» — აღნიშნა  Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ. 

ასევე წაიკითხეთ
GITA: 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო
GITA: 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო
GITA: 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
Social Impact Award 2023-ის საკონკურსო განაცხადებების მიღება იწყება
Social Impact Award 2023-ის საკონკურსო განაცხადებების მიღება იწყება
Social Impact Award 2023-ის საკონკურსო განაცხადებების მიღება იწყება
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
Azry საქართველოს ICT ბაზარზე ვეტერანი კომპანიაა — ის 2004 წელს დაფუძნდა და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო პროექტი განახორციელა — Azry საბანაკო და სატრანსპორტო სფეროში ტექნოლოგიური ცვლილებების მთავარი შემოქმედი იყო. კომპანიას სათავეში დავით ჯაფარიძე უდგას. მან dev.ge-სთან ინტერვიუში განვლილ გზაზე, აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.  
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.