How? — 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის მასშტაბური კონფერენცია გაიმართა
8 ოქტომბერს ProdAct Community-ის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი კითხვა იყო — How? როგორ? კონფერენციის მონაწილეებმა მას მაქსიმალურად უპასუხეს.
8 ოქტომბერს ProdAct Community-ის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი კითხვა იყო — How? როგორ? კონფერენციის მონაწილეებმა მას მაქსიმალურად უპასუხეს.
ProdAct Community საზოგადოებაა, რომელიც ციფრული პროდუქტების შემქმნელებს ერთმანეთთან აკავშირებს. მიმდინარე წელს ProdAct-მა რამდენიმე ღონისძიება გამართა — შეხვედრა, meetup. თუმცა, 8 ოქტომბრის კონფერენციის მასშტაბი განსხვავებული იყო — Raddison Blu Iveria-ს მთავარ დარბაზში თავი სფეროს ათობით პროფესიონალმა მოიყარა.
კონფერენცია How? 12:00 საათზე დაიწყო და 21 საათამდე გაგრძელდა. თუმცა, დამსწრეთა ინტერესი არ განელებულა.
აუდიტორიის წინაშე წარდგა 20-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივ მომხსენებელი.
ProdAct Community-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ლომიძემ dev.ge-ს უთხრა:
კონფერენციაზე გაიმართა სტარტაპ კონკურსიც. გამარჯვებული Quickshipper/ქუიქშიფერი გახდა. ქუიქშიფერი არის ონლაინ შეკვეთების სამართავი პლატფორმა ბიზნესებისთვის. იმშემთხვევაში, თუ ობიექტებს აქვთ მიტანის სერვისი, ქვიქშიფერი მათ კურიერების ოპტიმალურ მართვასა და მარშრუტების დაგეგმვაში ეხმარება. Ხოლო მოცემული სერვისის არ ქონის შემთხვევაში, პლატფორმა სხვადასხვა საკურიერო მომსახურების ბიზნესებს სთავაზობს.
Quickshipper/ქუიქშიფერის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ ახვლედიანი 2023 წლის 27 ოქტომბერს აშშ-ში გაემგზავრება და Globalize Silicon Valley კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს.