ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ჰაკერების შემოსავალი იკლებს, რადგან დაზარალებულები გამოსასყიდის გადახდაზე უარს ამბობენ

მკვლევრების თქმით, კიბერდანაშაულის ბანდების შემოსავალი 40%-ით შემცირდა, რადგან დაზარალებულები გამოსასყიდის გადახდაზე უარს ამბობენ.

კომენტარის დატოვება

კრიპტოვალუტის ექსპერტები ამბობენ, რომ 2022 წელს ბანდებმა მსხვერპლებს დაახლოებით 457 მილიონი აშშ დოლარი გამოსძალეს, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 311 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია.

რეალური მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი იქნება, თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ ბანდების შემოსავლები, ცასლახად, შემცირებულია.

კრიმინალური შემოსავლის შემცირების პარალელურად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავდასხმების რიცხვი გაიზარადა.

კომპანიები, მთავრობები, სკოლები და საავადმყოფოებიც კი ჰაკერების მსხვეპლნი რეგულარულად არიან. ბანდები პერსონალს, გამოსასყიდის გადახმამდე, IT სისტემებიდან ბლოკავენ ან მოპარული მონაცემების გამოქვეყნებით ემუქრებიან.

ბოლო პერიოდში, გახმაურებულ მსხვერპლთა შორის გაზეთი The Guardian, მიწოდების კომპანია Royal Mail და კანადის ბავშვთა საავადმყოფო Sick Kids არიან.

ბანდების უმრავლესობა რუსეთშია დაფუძნებული, თუმცა ქვეყნის ოფიციალური პირები ფაქტს, რომ რუსეთი ჰაკერების თავშესაფარია, უარყოფენ.

ანალიტიკოსები თვალყურს ადევნებენ იმ ფულს, რომელიც Bitcoin-ის საფულეებში ტრიალებს. მათი დიდი ნაწილი სწორედ ჰაკერებს ეკუთვნით. 

მკვლევრები ამბობენ, რომ კრიმინალური შემოსავალი გაცილებით მეტი იქნება, რადგან ჰაკერები, უდიდესი ალბათობით, სხვა საფულეებსაც იყენებენ.

ბილ სიგელი, რომელიც კრიმინალურ ბანდებთან მოლაპარაკებაშია სპეციალიზირებული, ამბობს, რომ მისი კლიენტები, წინა წლებთან შედარებით, ჰაკერებთან აღარ თანამშრომლობენ და დიდი თანხების გადახდაზეც უარს ამბობენ.

მისი თქმით, გამოსასყიდი 2022 წელს კლიენტების 41%-მა გადაიხადა, ხოლო, მაგალითად, 2020 წელს — 70%-მა.

კიბერუსაფრთხოების კომპანიის, Emsisoft-ის საფრთხეების მკვლევარმა, ბრეტ კალოუმ, ტენდენცია ორგანიზაციებში ცნობიერების ამაღლებასა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებას დაუკავშირა.

«ჰაკერებს თავდასხმებით ფულის მიღება ნამდვილად უჭირთ. თითქმის ყველა წარმატებულ ორგანიზაციაში კიბერუსაფრთხოება მაღალ დონეზეა განვითარებული. ამასთან ერთად, თავდასხმები იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რომ ისინი კომპანიებისთვის პიარ კატასტროფა უკვე ნაკლებადაა» — განაცხადა კალოუმ.

როგორც ჩანს, ჰაკერებმა ტაქტიკა შეცვალეს და უფრო მეტ მცირე თავდასხმას ანხორციელებენ, ნაცვლად იმისა, რომ დიდ კომპანიებზე ინადირონ. 

«მიუხედავად იმისა, რომ დიდ კომპანიებზე ნადირობა გაცილებით რთულია, ის მაინც ყველაზე მომგებიანია» — თქვა კიბერ საფრთხის დაზვერვის ხელმძღვანელმა, ჯეკი ბერნს კოვენმა.

მისი თქმით, გამოსასყიდი პროგრამა ჰაკერებისთვის ჯერ კიდევ მომგებიანია, ამიტომ, ყველა, განსაკუთრებით მცირე ორგანიზაციები, ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ბანდები საკუთარ ქსელს უფრო ფართოდ ავრცელებენ.

8 კურსი კიბერუსაფრთხოებაზე Coursera-სგან
8 კურსი კიბერუსაფრთხოებაზე Coursera-სგან
თემის მიხედვით
8 კურსი კიბერუსაფრთხოებაზე Coursera-სგან
2022 წლის ყველაზე მსხვილი კიბერდანაშაულები
2022 წლის ყველაზე მსხვილი კიბერდანაშაულები
თემის მიხედვით
2022 წლის ყველაზე მსხვილი კიბერდანაშაულები

ასევე წაიკითხეთ
ირანთან დაკავშირებული კიბერშეტევები აშშ-ის წყლის სისტემებსა და ქარხნებს საფრთხეს უქმნის
ირანთან დაკავშირებული კიბერშეტევები აშშ-ის წყლის სისტემებსა და ქარხნებს საფრთხეს უქმნის
ირანთან დაკავშირებული კიბერშეტევები აშშ-ის წყლის სისტემებსა და ქარხნებს საფრთხეს უქმნის
როგორ ავარიდოთ თავი QR კოდით დაჰაკვას
როგორ ავარიდოთ თავი QR კოდით დაჰაკვას
როგორ ავარიდოთ თავი QR კოდით დაჰაკვას
100-ზე მეტმა ბრიტანულმა კომპანიამ აღიარა, რომ რუსეთის მიმართ სანქციებს გვერდი აუარა
100-ზე მეტმა ბრიტანულმა კომპანიამ აღიარა, რომ რუსეთის მიმართ სანქციებს გვერდი აუარა
100-ზე მეტმა ბრიტანულმა კომპანიამ აღიარა, რომ რუსეთის მიმართ სანქციებს გვერდი აუარა
თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდის გამოცდილება საერთაშორისო ტურნირზე
თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდის გამოცდილება საერთაშორისო ტურნირზე
თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდის გამოცდილება საერთაშორისო ტურნირზე
SANS CEE კიბერუსაფრთხოების შესახებ ტურნირზე, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის 23 ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ, საქართველოს სახელით თიბისის კიბერუსაფრთხოების ტექ გუნდი გამოვიდა. 2-ეტაპიანი ტურნირის პირველ ეტაპზე დაახლოებით 800 ადამიანი მონაწილეობდა, მეორე, ფინალურ ეტაპზე მათგან 250 გადავიდა. თიბისის გუნდმა საქართველოდან მონაწილე გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, უშუალოდ შეჯიბრზე კი — მე-15.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.