ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Hacks Day Georgia 2023 — კონფერენცია ნიკო კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად

შემოდგომა დატვირთულია მრავალი საინტერესო ტექნოლოგიური ღონისძიებებით. Hacks Day Georgia კი ერთ-ერთი გამორჩეული ივენთი იქნება.

კომენტარის დატოვება
Hacks Day Georgia 2023 — კონფერენცია ნიკო კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად

შემოდგომა დატვირთულია მრავალი საინტერესო ტექნოლოგიური ღონისძიებებით. Hacks Day Georgia კი ერთ-ერთი გამორჩეული ივენთი იქნება.

ტექ-ანტრეპრენერის, ნიკო კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი და Gagra Ventures-ი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას — Hack Days Georgia 2023 ოფიციალურად აანონსებენ.

ეს ღონისძიება გააერთიანებს არაერთ აქტივობას — იდეათონს, ჰაკათონს, პრე-აქსლერაციას, აქსელერაციას და სხვა.

ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი სტარტაპ შეჯიბრი იქნება. კონკურსში მონაწილეობას 20-მდე გუნდი მიიღებს, რომლებიც ჟიურის წევრების წინაშე უახლესი ინოვაციური იდეებით წარსდგებიან, გამარჯვებულს კი საჩუქრად $30 000 გადაეცემა.

ღონისძიება 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, საიდანაც პირველი ორი დღე სამუშაო პროცესს, მენტორინგს და ტრენინგებს დაეთმობა, სადაც უამრავი საინტერესო ადამიანი წარსდგება საზოგადოების წინაშე. მესამე დღეს დემო დღე გაიმართება, სადაც გუნდები ჟიურის წინაშე საკუთარ იდეებს წარადგენენ.

თუ თქვენ ტექნოლოგიურ უნარებს მოცემული სფეროებიდან ერთ ერთს უკავშირებთ: აგრიტექი, ხელოვნური ინტელექტი, სამომხმარებლო ტექნოლოგიები, Web3, ინფრასტრუქტურა, ვიდეო თამაშები. მაშინ Hacks Georgia 2023 თქვენთვისაა.

ღონისძიებაზე 10 000 დოლარი გამარჯვებული აგრიტექ იდეისთვის გამოიყოფა, ხოლო ტექ მიმართულებებზე პრიზის მოცულობა 5000$-ს შეადგენს. რომელიც ღონისძიების პარტნიორებმა, ნიკო კვარაცხელიას ფონდმა, Gagra Ventures-მა და Feedc-მა დააწესეს.

დამატებითი დეტალებისთვის გადადით ამ ლინკზე

Hack Days Georgia 2023 წარმოგიდგენთ ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზს — «The Nico Kvar Prize», რომელიც წელს პირველად და შემდეგ უკვე ყოველწლიურად გადაეცემათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო დამწყებ ტექ-ენტრეპრენერებს საქართველოდან;

ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი — The Nico Kvar Prize ნიკოს სახელობის ფონდისა და Gagra Ventures-ის მიერ არის ინიცირებული და მიზნად ისახავს ყველაზე ამბიციური და ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველების ტექნოლოგიური მიმართულებით გაძლიერებას. ნიკოს პრიზი არის შესაძლებლობა, მიიღოთ გრანტი და პერსპექტივა, მოიზიდოთ შემდგომი დაფინანსება გლობალური ე.წ. venture capital ფირმებისგან.

InTech Georgia 2023 — 22 სექტემბერს ტექ კონფერენცია გაიმართება
InTech Georgia 2023 — 22 სექტემბერს ტექ კონფერენცია გაიმართება
თემის მიხედვით
InTech Georgia 2023 — 22 სექტემბერს ტექ კონფერენცია გაიმართება


ასევე წაიკითხეთ
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგ ღონისძიებას გამართავს
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგ ღონისძიებას გამართავს
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგ ღონისძიებას გამართავს
25 მარტს Startup Grind Tbilisi ბათუმში მორიგი ღონისძიებით ბრუნდება  მათთვის, ვისაც სტარტაპის მართვის შიდა სამზარეულოსა და მამაკაცების მიერ დომინირებულ ტექნოლოგიების სფეროში ქალი დამფუძნებლის მოღვაწეობის თავისებურებებზე მეტის გაგება სურს.
Google-მა 1000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა
Google-მა 1000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა
Google-მა 1000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა
შესაძლოა, 2024-ში სტარტაპერები „უპრეცედენტო“ მენტალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ
შესაძლოა, 2024-ში სტარტაპერები „უპრეცედენტო“ მენტალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ
შესაძლოა, 2024-ში სტარტაპერები „უპრეცედენტო“ მენტალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ
11 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეული გაიხსნა, ის 15 დეკემბერს დაიხურება
11 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეული გაიხსნა, ის 15 დეკემბერს დაიხურება
11 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეული გაიხსნა, ის 15 დეკემბერს დაიხურება
11-15 დეკემბერს საქართველოში Techstars-ის სტარტაპ კვირეული (Techstars Startup Week Georgia) ტარდება. ღონისძიებამ წელს სტარტი მესამედ აიღო — 11 დეკემბერს GITA-ს ინიციატივით, თბილისში, ProductTank Tbilisi-ის ღონისძებით გაიხსნა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.