ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეახალი ამბები
20 მარტი 2023, 09:30
2023-03-20
Google Summer of Code 2023 იწყება — რა არის და როგორ შეიძლება მონაწილეობა
Google Summer of Code ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის კოდირების ყოველწლიური საერთაშორისო სკოლაა. სტიპენდიატებს და იმ კონტრიბუტორებს, რომლებიც საზაფხულო სკოლას წარმატებით დაასრულებენ, Google აჯილდოებს კიდეც.
Google Summer of Code (GsoC) პროგრამა ახალ კონტრიბუტორებს ღია კოდის მიღების შესაძლებლობას აძლევს. მათ საშუალება ექნებათ, მენტორების ხელმძღვანელობით, იმუშაონ კოდირების 12+ კვირიან პროექტზე ღია წყაროს 200-მდე ორგანიზაციასთან.
2005 წლიდან GSoC-ს ჰყავდა 18 000-ზე მეტი სტუდენტი და კონტრიბუტორი.
პროგრამის მიზნები
დეველოპერების მოტივირება, რათა დაიწყონ ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე მუშაობა.
ღია კოდის პროექტების დახმარება ახალი დეველოპერების საზოგადოებაში ჩართვით.
ახალი კონტრიბუტორებისთვის რეალური სამყაროს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პრობლემების გაცნობა.
ღია პროგრამული უზრუნველყოფის კოდის შექმნა ყველასთვის.
ვის შეუძლია მონაწილეობა
კანდიდატები უნდა იყვნენ:
18 წელზე უფროსი ასაკის.
არ უნდა იყვნენ აშშ-ის ემბარგოს ქვეშ მყოფი ქვეყნის რეზიდენტები.
უნდა ჰქოდეთ უფლება, იმუშაონ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში იცხოვრებენ.
არიან ახალი ან დამწყები კონტრიბუტორები ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის შესამუშავებლად.
აპლიკაციის შევსების პროცესი
სტუდენტები უნდა:
დარეგისტრირდნენ როგორც სტუდენტი პროგრამის საიტზე g.co/gsoc 4 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით.
წარადგინონ აკრედიტირებული უნივერსიტეტის პროგრამაში ჩარიცხვის დამადასტურებელი საბუთი.
გამოიკვლიონ, რომელ ორგანიზაციებში სურთ გაწევრიანება (მაქსიმუმ 3).
წარადგინონ წერილობითი წინადადება პროგრამის საიტის მეშვეობით ორგანიზაციებისთვის, რომლებთანაც ისინი განაცხადებენ, რომ სურთ იყვნენ GsoC-ის კონტრიბუტორები.
მას შემდეგ, რაც ღია წყაროს ორგანიზაცია აიღებს მენტორობას, აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო 2 ან 3 თემა.
გადახედეთ პროექტების იდეების სიას და იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და უნარებს.
დაუკავშირდით ორგანიზაციას და ესაუბრეთ მათ პროექტის იდეის შესახებ. ასევე, რატომ ხართ დაინტერესებული მათთან მუშობით. მოყევით თქვენი პროექტის შესახებ მოკლედ და გაუგზავნეთ ორგანიზაციას, რათა მიიღოთ გამოხმაურება.
მიმართეთ ღია კოდის ორგანიზაციას, რომელიც თქვენთვის საინტერესო სამუშოს აკეთებს. ასე თქვენი გამოცდილება ბევრად უფრო საინტერესო გახდება.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.