ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნინი ვანიშვილიმსოფლიო
26 იანვარი 2023, 12:21
2023-01-26
გაინტერესებთ, რა მოხდება, თუ Google-ში The Last of Us-ს ჩაწერთ?
Google-მა HBO-ს შოუს The Last of Us-ის ფანებს სიურპრიზი გაუკეთა. საძიებო ზოლში შოუს სახელის მოძებნისას ეკრანზე სოკოს ღილაკი ჩნდება. მასზე დაჭერით იწყება ეკრანის სოკოთი შევსება. რაც უფრო მეტს დააჭერთ, უფრო მეტი სოკო გამოჩნდება.
Google-მა HBO-ს შოუს The Last of Us-ის ფანებს სიურპრიზი გაუკეთა. საძიებო ზოლში შოუს სახელის მოძებნისას ეკრანზე სოკოს ღილაკი ჩნდება. მასზე დაჭერით იწყება ეკრანის სოკოთი შევსება. რაც უფრო მეტს დააჭერთ, უფრო მეტი სოკო გამოჩნდება.
HBO-ს შოუ პოსტ-აპოკალიფსურ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება, მას შემდეგ, რაც მუტანტი პარაზიტული სოკო მსოფლიოს დაიპყრობს. სერიალი იმავე სახელწოდების ვიდეო თამაშზეა დაფუძნებული. 15 იანვარს შოუს პრემიერა ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და HBO-ს განცხადებით, სტრიმინგის ისტორიაში, ეს სიდიდით მეორე პრემიერაა.
შოუში სოკო დაფუძნებულია პარაზიტ კორდიცეფსის სოკოს მიხედვით, რომელიც ძირითადად მწერებს აინფიცირებს, როგორებიცაა ჭიანჭველები და ჩრჩილები. Google-ში Cordyceps-ის ძიებაც სოკოს ღილაკს გაძლევს.
«ჩვენ ვცდილობთ, Google-ის სიურპრიზით ფანები გავახალისოთ. The Last Of Us-ის ბნელი ბუნებიდან გამომდინარე არ გვინდოდა ეს ზემდეტად სასტიკი ყოფილიყო, ამიტომ შევჩერდით კორდიცეფსზე, ის საშინელიცაა და მაგარიც». — ამბობს Insider-თან ემა ფრიმანი, ერთ-ერთი პროგრამული ინჟინერი, რომელიც პროექტზე მუშაობდა.
ამჟამად The Last of Us-ს Rotten Tomatoes-ზე 97%-იანი რეიტინგი აქვს. პირველი სეზონი ვიდეოთამაშის პირველ ისტორიას მოიცავს. შოუს შემქმნელებმა, ნილ დრაკმანმა და კრეიგ მაზინმა განაცხადეს, რომ შოუ დამთავრდება იქ, სადაც ვიდეო თამაში მთავრდება. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ვიდეო თამაშის გაგრძელებაზე დაფუძნებული მეორე სეზონიც ვიხილოთ.