Exadel-ის წარმატების საიდუმლო — ერთიანობა და ძლიერი კორპორატიული კულტურა
★ პარტნიორის კონტენტი
Exadel საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც ციფრულ ბაზარზე მუშაობის 25-ზე მეტწლიანი გამოცდილება აქვს. ექსადელს ამჟამად 30-ზე მეტი ოფისი აქვს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის 15-ზე მეტ ქვეყანაში.
Exadel საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც ციფრულ ბაზარზე მუშაობის 25-ზე მეტწლიანი გამოცდილება აქვს. ექსადელს ამჟამად 30-ზე მეტი ოფისი აქვს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის 15-ზე მეტ ქვეყანაში.
Exadel-ის HR მენეჯერი, თამარ ქარჩხაძე კომპანიის შესახებ ყვება 👇
«Exadel მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 2800+ პროფესიონალს აერთიანებს, რომლებიც ამერიკულ და ევროპულ პროექტებზე მუშაობენ ისეთი ინდუსტრიებისთვის როგორებიცაა: საბანკო და საფინანსო, მაღალტექნოლოგიური და Software, მედია და საგამომცემლო, ელექტრონული კომერცია და უძრავი ქონება, ჯანმრთელობა, ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა, საგანმანათლებლო, კერძო კაპიტალი.
ჩვენს მთავარ პარტნიორებს შორის არიან: Google, Deloitte, Wolters Kluwer, HP, eBay, Northwell Health, GHX, AT&T, UBS, Deutsche Bank, Berkeley, General Electric, McKesson.
Exadel საქართველოს ბაზარზე — გამოწვევები, უპირატესობები
Exadel საქართველოში 2021 წელს შემოვიდა და მალევე იქცა კომპანიისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილად. ამ მომენტისთვის 300-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს და ზრდას ვაგრძელებთ. საქართველოს ბაზარზე შემოსვლა სახელმწიფოს ხელშეწყობამ განაპირობა, რაც სპეციფიკური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლების მინიჭებას გულისხმობს.
ამის გარდა, დავინახეთ ქართველი დეველოპერების პოტენციალიც, რომლის გათვალისწინებით თავისუფლად შეძლებდნენ ევროპულ-ამერიკულ პროექტებზე მუშაობას. შესაბამისად, ოფისიც გავხსენით.
ზოგადად, საქართველო ციფრულ ინდუსტრიაში შედარებით ახალია — ესაა ჩვენი ბაზრის როგორც მთავარი უპირატესობა, ასევე გამოწვევაც. «ახალბედობა» მეტი ინოვაციის დანერგვის საშუალებას იძლევა, თუმცა, ამავდროულად, იმასაც გულისხმობს, რომ კომპანიამ საკმაოდ დიდი რესურსი უნდა დაუთმოს ქვეყანაში IT სფეროს რეპრეზენტაციასა და პოპულარიზაციას: წაახალისოს, დააინტერესოს, ასწავლოს, უფრო ხელმისაწვდომი გახადოს სასწავლო რესურსები.
საქართველოში შემოსვლის დღიდან პერიოდულად ვაცხადებთ, ტრენინგებს და Bootcamp-ებს (2-თვიანი უფასო სტაჟირებები), ვთანამშრომლობთ რამდენიმე უნივერსიტეტთან, ვატარებთ ვორქშოფებს და აქტიურად ვესწრებით დასაქმების ფორუმებსაც. ეს ყველაფერი IT ინდუსტრიის პოპულარიზაციასა და განვითარებას უწყობს ხელს. დღეს უკვე საქართველოს ბაზარზე საკმაოდ ძლიერი დეველოპერები გვყავს, რომლებიც ტექნიკური ცოდნის გარდა, ინგლისურსა და Soft უნარებსაც კარგად ფლობენ.
ჩვენთან დასაქმების უპირატესობები/ბენეფიტები
«ჩვენი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო გუნდში ერთიანობის შეგრძნების დამკვიდრებაა. Exadel-ში მტკიცედ გვწამს, რომ გუნდის წევრების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, მეგობრული და მხარდამჭერი ურთიერთობის ჩამოყალიბება პირდაპირ აისახება პროდუქტიულობასა და სერვისის ხარისხზე. შესაბამისად, ჩვენთვის მაღალი კორპორაციული კულტურის შექმნა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.
აი, რას ვთავაზობთ Exadel თანამშრომლებს:
კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება;
მოქნილი გრაფიკი;
დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა;
თვითგანათლების დაფინანსება: ყოველწლიურად თითოეულ გუნდის წევრზე 1000$ გამოიყოფა. მათ ეს თანხა შეუძლიათ სასურველი ონლაინ კურსების გასავლელად, კონფერენციებზე დასასწრებად თუ საკუთარი განვითარებისთვის გამოიყენონ;
ევროპულ და ამერიკულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა. სულ 19 შიდა ქომიუნითი გვაქვს ისეთ სტეკებში, როგორებიცაა: Java, JavaScript, DevOps, Business Analysis, .NET, Quality Assurance, Project Management და ა.შ;
ჯანმრთელობის დაზღვევა, სოციალური პაკეტები, Referral პროგრამა, FitPass, Well-being პროგრამა.
Teambuilding ღონისძიებები: ჩვენი ღირებულებებიდან გამომდინარე სამუშაოს გარეთ ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები პრიორიტეტულია. ამიტომ, სეზონურად ორგანიზდება ხოლმე სხვადასხვა სახალისო ღონისძიება როგორც თბილისში, ისე ბათუმში.
მიზნები და გეგმები
Exadel-ის ერთ-ერთ მთავარი მიზანი მაღალი ხარისხის მიწოდებასთან ერთად IT ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობაა. საქართველოში დიდი ხნით შემოვედით და გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან საქართველოს, რესურსებისა და შესაძლებლობის დონეზე, ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ რეგიონულ IT ჰაბად გადაიქცეს. მართალია, ამას ბევრი მუშაობა დასჭირდება, მაგრამ Exadel მზადაა, თავისი წვლილიც შეიტანოს.
რამდენიმე თვის წინ ექსადელერებისთვის ბათუმში საერთო სამუშაო სივრცე (Coworking Space) ვიქირავეთ იმ მიზნით, რომ ამ პროცესში საქართველოს სხვა რეგიონებიც ჩაერთონ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ახალ თაობას და აქტიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან.
როგორც ვახსენეთ, კომპანიაში გვაქვს უფასო 2-თვიანი სტაჟირებები, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სრულიად უფასოდ სხვადასხვა სტეკს შევასწავლით, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით. სტაჟირებებსა და პროგრამებზე რეგისტრაციისთვის ინფორმაცია ჩვენს სოციალურ პლატფორმებზე იდება.
საერთაშორისო კომპანიის ნაწილად ყოფნა სოციალურ პასუხისმგებლობას გაკისრებს. შესაბამისად, Exadel პერიოდულად მონაწილეობს CSR პროექტებში. მომავალში ვგეგმავთ ამ კუთხით განვითარების გაგრძელებასაც. ახლახან გავაფორმეთ მემორანდუმი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და UNICEF საქართველოსთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში Exadel სოციალურად დაუცველი ბავშვების განათლებას აფინანსებს.
დასასრულისთვის კი დარწმუნებით გეტყვით, რომ Exadel-ს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გეგმები და პროექტები აქვს. სიახლეებისთვის შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს Facebook გვერდს, ხოლო მათ, ვისაც ჩვენს გუნდში შემოერთება სურთ, Exadel Careers -ზე ველოდებით — ამ ვებგვერდზე აქტიური ვაკანსიები ყოველდღიურად განახლებადია და შესაძლოა თქვენი საოცნებო სამსახური სწორედ მათ შორის აღმოაჩინოთ.
დიდი მადლობა dev.ge-ს საქართველოში IT ქომიუნითის გაძლიერებაზე ზრუნვისა და შესაძლებლობისთვის, Exadel-ის კულტურა ქართველ დეველოპერებს გავუზიაროთ.
თუ ჩვენი კომპანიის შესახებ მეტის გაგება გსურთ, მოხარული ვიქნები, გაგესაუბროთ ჩემს პირად LinkedIn-ზე: Tamar Karchkhadze»
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
30 წლის მარია წულუკიძე ქობულეთსა და ბათუმში ვებ ტექნოლოგიებს ასწავლის. ქალმა, რომელმაც IT განათლება ესტონეთში მიიღო, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და ადგილობრივების დახმარება აირჩია.
სასწავლო ცენტრები საქართველოში, რომლებიც IT ცოდნის მიღებაში დაგეხმარებათ
მთელი მსოფლიოს მასშტაბით IT კურსების პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება. ტენდენცია, ცხადია, საქართველოზეც აისახება — ქვეყანაში უკვე არაერთი სასწავლო ცენტრი და კურსია, რომლებიც დაინტერესებულ ადამიანებს IT ცოდნის მიღებაში ეხმარებათ.