ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ეთიოპიის სამოქალაქო ომი — Meta-ს სიძულვილის შემცველი კონტენტის გამო უჩივიან

ორმა ეთიოპელმა მკვლევარმა და კენიის უფლებადამცველმა ჯგუფმა Katiba Institute-მა კენიის სასამართლოში Meta-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 

კომენტარის დატოვება

მათი მტკიცებით, Facebook-ის ალგორითმმა ეთიოპიიდან ძალადობრივი და სიძულვილით სავსე პოსტების გავრცელებას ხელი შეუწყო, რამაც ქვეყანაში მიმდინარე სისხლიანი სამოქალაქო ომი კიდევ უფრო გააჩაღა.

ისინი 2 მილიარდ დოლარსა და პლატფორმის  ალგორითმის ცვლილებებას ითხოვენ.

მოსარჩლეთა შორის არის აბრაამ მეარეგი, რომლის მამაც Facebook-ის პოსტებში თავდასხმის შემდეგ მოკლეს. 

სარჩელში 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული Facebook-ის პოსტებია აღწერილი, რომელშიც მოსარჩელე აბრაამ მეარეგის მამას ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენეს.

გავრცელებული პოსტების ავტორები მეაგერის მამის მკვლელობას მოითხოვდნენ. აბრაამ მეარაგმა, ეს Facebook-ს მალევე შეატყობინა, მაგრამ კომპანიამ მათ დაუყოვნებლივ წაშლაზე უარი თქვა.

Meta-ს სპიკერმა, ერინ მაკპაიკმა განაცხადა, რომ სიძულვილის ენა და ძალადობის წაქეზება Facebook-ისა და Instagram-ის წესებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

«ჩვენ გუნდებსა და ტექნოლოგიაში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ, რათა მსგავსი კონტენტი მალე ვიპოვოთ და წავშალოთ. ჩვენ დიდი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პერსონალს ვასაქმებთ». — აღნიშნა მაკპაიკმა.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ Meta და სხვა სოციალური მედიის კომპანიები დეზინფორმაციისა და მიუღებელი კონტენტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ძალიან ცოტას აკეთებენ.  ზოგიერთ შემთხვევაში, კონტენტის წაშლას ძალიან დიდი დრო სჭირდება. 

Meta-სთვის ამ ტიპის სარჩელი პირველი არ არის. მსგავსი ბრალდებები პლატფორმებზე ეთნიკური ძალადობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით მიანმარში, შრი-ლანკაში, ინდონეზიასა და კამბოჯაში გავრცელდა. კომპანიამ აღიარა, რომ მიანმარის შემთხვევაში ზომები «ზედმეტად ნელა» მიიღო.

ასევე წაიკითხეთ
BeReal პლატფორმაზე შეტყობინებების ფუნქცია RealChat-ს ამატებს
BeReal პლატფორმაზე შეტყობინებების ფუნქცია RealChat-ს ამატებს
BeReal პლატფორმაზე შეტყობინებების ფუნქცია RealChat-ს ამატებს
NVIDIA-მ გიგანტური GPU, DGX GH200 გამოუშვა
NVIDIA-მ გიგანტური GPU, DGX GH200 გამოუშვა
NVIDIA-მ გიგანტური GPU, DGX GH200 გამოუშვა
Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა
Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა
Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.