ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ეკონომიკის მინისტრმა Amazon-ს საქართველოში რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობა შესთავაზა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მსოფლიოს უმსხვილეს ონლაინსავაჭრო პლატფორმას, Amazon-ს საქართველოში კომპანიის ვებსერვისების (AWS) რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობა შესთავაზა.

კომენტარის დატოვება

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, Amazon-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკლ ფუნკემთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

შეხვედრა დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შედგა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რაზეც «ამაზონის» ვიცე-პრეზიდენტთან ისაუბრა, არის საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები,  ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება.

«ჩვენი შეთავაზებაა, რომ „ამაზონმა“ საქართველო განიხილოს, როგორც მონაცემთა გაცვლის ერთ-ერთი ჰაბი და შეისწავლოს საქართველოში data ცენტრის შექმნის შესაძლებლობა. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმაციაში „ამაზონის“ დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, კადრების მომზადებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე»  — აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა

მისივე თქმით, ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმები, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და იაფი ელექტროენერგია საქართველოს ტექნოლოგიური გიგანტების მონაცემთა გაცვლის ცენტრების შესაქმნელად მიმზიდველ ადგილად აქცევს.

ასევე წაიკითხეთ
Skillwill — ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემია მომავლის პროფესიებისთვის
Skillwill — ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემია მომავლის პროფესიებისთვის
Skillwill — ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემია მომავლის პროფესიებისთვის
★ პარტნიორის კონტენტი  დღევანდელ სწრაფად მზარდ და ცვალებად ციფრულ სამყაროში IT პროფესიონალებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება — ინდუსტრიები ვითარდებიან და მოწინავე ტექნოლოგიებს ფეხს უწყობენ, შესაბამისად, საჭიროა მეტი პროფესიონალი კადრი. წარსული გამოცდილებიდან და ბაზრის ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, Skillwill-მა შექმნა სასწავლო დაწესებულება, რომლის დახმარებითაც ათობით ადამიანი უკვე დაეუფლა ახალ პროფესიას. 
Technovation Girls 2023-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
Technovation Girls 2023-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
Technovation Girls 2023-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
5 დაუჯერებელი ტექნოლოგია, რომელიც რეალურად არსებობს
5 დაუჯერებელი ტექნოლოგია, რომელიც რეალურად არსებობს
5 დაუჯერებელი ტექნოლოგია, რომელიც რეალურად არსებობს
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები — ინტერვიუ დავით კიზირიასთან
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები — ინტერვიუ დავით კიზირიასთან
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები — ინტერვიუ დავით კიზირიასთან
ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე პროცესია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მაღალგანვითარებულად ითვლება, წარმატებით ხორციელდება. საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ქვეყანა ეტაპობრივად წინ მიიწევს. dev.ge-სთან ინტერვიუში მთავარი გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტმა, დავით კიზირიამ ისაუბრა. მისი თქმით, ,საქართველო დღეს უკვე აქტიურად ჩანს გლობალურ IT რუკაზე, თუმცა მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.