სიახლეების განყოფილებაგანათლება
15 დეკემბერი 2022, 12:33
2022-12-15
ეკომეგობრული იდეების ხელშესაწყობად საქართველოში იდეათონი ტარდება
სტარტაპ ბიურო, Impact Hub Tbilisi-სთან და ფორსეტთან თანამშრომლობით, იდეათონს (იდეების კონკურსს) მასპინძლობს. იდეათონი «ეფეს საქართველოს» მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში ტარდება და მისი თემა გარემოს დაცვა და ცირკულარული ეკონომიკაა.
სტარტაპ ბიურო, Impact Hub Tbilisi-სთან და ფორსეტთან თანამშრომლობით, იდეათონს (იდეების კონკურსს) მასპინძლობს. იდეათონი «ეფეს საქართველოს» მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში ტარდება და მისი თემა გარემოს დაცვა და ცირკულარული ეკონომიკაა.
იდეათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა, რომელსაც გარემოზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია.
იდეთონის ფარგლებში, ასევე, ტარდება უფასო ვორკშოპების სერია Მათთვის, ვისაც კონკურსში მონაწილეობა სურს, თუმცა იდეა ჯერ არ აქვს და რელევანტურ თემებზე ცოდნისა და ინსპირაციის მიღება სურს.
იდეათონის დასკვნით ფაზაზე, 25 დეკემბერს, თბილისში ერთდღიანი ბუტკემპი ჩატარდება, რომლის დროსაც შერჩეული მონაწილეები პრაქტიკულ რჩევებს გამოცდილი მეწარმეებისგან მიიღებენ და გაიგებენ მეტს ბიზნესმოდელის შექმნის, ბიუჯეტირების, ფინანსებისა და იმ ყველაფრის შესახებ, რაც საკუთარი იდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნისთვის სჭირდებათ.
მონაწილეობისთვის აუცილებელია აპლიკაციის ფორმის შევსება 16 დეკემბრამდე.
გასული კვირებში ორი ვორკშოპი ნარჩენების გადამუშავებასა და HR მართვის პროცესების გაციფრულებაზე უკვე ჩატარდა, მესამე და საბოლოო ვორკშოპი კი 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.
სანდრო ჯიქურიძე - 23 წლის ინჟინერი Microsoft-ის მაღალ პოზიციაზე
ბოლო დროს ტექნოლოგიურ სივრცეში არსებული კრიზისული გარემოდან გამომდინარე, აქცენტი, ძირითადად, თანამშრომლების გათავისუფლებაზე, რეორგანიზაციასა და ნეგატიურ ინფორმაციაზე კეთდება. თუმცა, ამ ბნელ პერიოდშიც კი შიგადაშიგ ნათელი და პოზიტიური მომენტებიც გამოერევა ხოლმე. სწორედ ასეთია 23 წლის სანდრო ჯიქურიძის ამბავი, რომელიც 16 იანვარს Microsoft-ის გუნდს შეუერთდა.