ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

დიდი ბრიტანეთის ხაზინა ციფრული ფუნტის შექმნას განიხილავს

ბრიტანეთის მთავრობა «ციფრული ფუნტის» — ეროვნული კრიპტოვალუტის შემოღებას განიხილავს. ეს განცხადება ფინანსთა სამინისტროს დეპუტატებს ეკონომიკურმა მდივანმა, ენდრიუ გრიფიტმა წარუდგინა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მზად არის, გახდეს მსოფლიოს კრიპტო ჰაბი.

კომენტარის დატოვება

მთავრობას «უკვე საკმაო გზა აქვს გავლილისტაბილკოინების საბითუმო და გადახდის მიზნით გამოყენებისთვის». სტაბილკოინები შექმნილია ისე, რომ ჰქონდეს პროგნოზირებადი ღირებულება, რომელიც დაკავშირებულია ტრადიციულ ვალუტებთან ან აქტივებთან, მაგალითად, ოქროსთან.

ტექნოლოგია, რომელიც თამაშის წესებს შეცვლის

ციფრული ფუნტის ატრიბუტების შესახებ საჯარო კონსულტაციები, გრიფიტის განცხადებით, უახლოეს კვირებში დაიწყება.

«მინდა დავინახო, რომ დავამყარებთ რეჟიმს ფინანსური სერვისებისა და ბაზრების კანონპროექტის ფარგლებში, სტაბილკოინების გადახდისა და საბითუმო მიზნებისთვის გამოსაყენებლად». — თქვა მან.

ცენტრალური ბანკები მთელს მსოფლიოში ავითარებენ ან იკვლევენ ციფრულ ვალუტებს.

გრიფიტმა კომიტეტს განუცხადა: «სწორია მივისწრაფოდეთ პოტენციურად რადიკალური ცვლილებების მომტანი ტექნოლოგიების გამოყენებისკენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი ძლიერი ტექნიკური და ფინანსური სექტორი გვაქვს.»

მას სურდა მიეღო შესაძლებლობა «თამაშის შემცვლელ ტექნოლოგიაში, რომელსაც შეუძლია გაართულოს, მაგრამ ამასთან გააძლიეროს ფინანსური ინდუსტრია». 

მომხმარებელთა დაცვა

«კრიპტოზამთარმა», ბიტკოინისა და სხვა აქტივების ღირებულების სწრაფმა ვარდნამ, გაამძაფრა შეშფოთება იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომელიმე კრიპტოვალუტა ოდესმე სტაბილურად ჩაითვალოს.

მას ასევე აქვს პოტენციალი, წამოჭრას ბევრი საჯარო და პოლიტიკური საკითხები.

გაიმართება საჯარო კონსულტაციები ბრიტანეთის პირველი ზოგადი  მარეგულირებელი მიდგომის შესახებ კრიპტო აქტივების მიმართ. სექტორი, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში მომხმარებელთა დაცვა  ყურადღების ცენტრში მოექცა.

კონსულტაციები «კვლევისა და ძიების» ფაზის ნაწილი იქნება და დაეხმარება ინგლისის ბანკსაც და მთავრობასაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმის შესამუშავებლად.

რაც შეეხება კრიპტოვალუტის რეგულირებას, გრიფიტმა უთხრა კომიტეტს, რომ იყო მართალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო პირველი, დიდი ბრიტანეთის «ძლიერი ფინანსური რეპუტაციის» გათვალისწინებით.

«ეს ხანგრძლივი აქტივობა იქნება», — თქვა მან.

სწორი ბალანსი

ევროკავშირმა ჩამოაყალიბა მსოფლიოში პირველი ყოვლისმომცველი წესები კრიპტო ბაზრების რეგულირებისთვის.

წესებს საბოლოოდ უახლოეს კვირებში მიიღებენ და ძალაში 2024 წელს შევა.

გრიფიტმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფოს წესები შეიძლება იყოს უფრო ფართო და მოიცავდეს დეცენტრალიზებულ ფინანსებს. მეტი გამჭვირვალობა ყველას სარგებელს მოუტანს.

«ჩვენ გვსურს სწორი რეჟიმი, რომელიც ფუნქციონირებს სწორი გზით და აქვს სწორი ბალანსი.» — განუცხადა მან კომიტეტს.

ის ასევე ვალდებულია გამართოს მინიმუმ ექვსი მრგვალი მაგიდა კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, რათა დიდი ბრიტანეთი გამოჩნდეს როგორც მარეგულირებელი და გადაწყვეტილების მიმღები.

ასევე წაიკითხეთ
ბრიტანეთი £1 მლრდ-იან ფინტექ ფონდს ქმნის, რათა Silicon Valley-ს კონკურენცია გაუწიოს
ბრიტანეთი £1 მლრდ-იან ფინტექ ფონდს ქმნის, რათა Silicon Valley-ს კონკურენცია გაუწიოს
ბრიტანეთი £1 მლრდ-იან ფინტექ ფონდს ქმნის, რათა Silicon Valley-ს კონკურენცია გაუწიოს
რატომ იმუქრებიან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები გაერთიანებული სამეფოს დატოვებით?
რატომ იმუქრებიან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები გაერთიანებული სამეფოს დატოვებით?
რატომ იმუქრებიან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები გაერთიანებული სამეფოს დატოვებით?
Virgin Orbit: ბრენსონის ოცნება მისიის წარუმატებლობის შემდეგ დამთავრდა
Virgin Orbit: ბრენსონის ოცნება მისიის წარუმატებლობის შემდეგ დამთავრდა
Virgin Orbit: ბრენსონის ოცნება მისიის წარუმატებლობის შემდეგ დამთავრდა
TikTok-ის CEO, შოუ ზი ჩიუ კონგრესის წინაშე წარდგება
TikTok-ის CEO, შოუ ზი ჩიუ კონგრესის წინაშე წარდგება
TikTok-ის CEO, შოუ ზი ჩიუ კონგრესის წინაშე წარდგება
TikTok ამ დროისთვის პლანეტის ყველაზე პოპულარული და ვაშინგტონისთვის ყველაზე საძულველი ტექნოლოგიაა. ეს ნარატივი აპლიკაციის ირგვლივ მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომპანიის სათავეში, დაახლოებით ორი წლის წინ, ახალი აღმასრულებელი დირექტორი, შოუ ზი ჩიუ მოვიდა. ამ ნარატივს, დიდი ალბათობით, ჩიუს მიერ ანტაგონისტთა ორპარტიული პანელის წინაშე, ენერგეტიკისა და კომერციის კომიტეტში ჩვენების მიცემისასაც შევხვდებით.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.