დიდმა ბრიტანეთმა საინვესტიციო საშუალება შექმნა, რათა ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიების ზრდას მხარი დაუჭიროს. ქვეყანა ცდილობს, გააძლიეროს ბრიტანეთის გლობალური იმიჯი, როგორც ფინტექ საინვესტიციო ცენტრი.
Mastercard Barclays-ისა და ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის მხარდაჭერით, Fintech Growth Fund მიზნად ისახავს 10 მილიონი ფუნტიდან 100 მილიონ ფუნტამდე ინვესტირებას ფინტექ კომპანიებში, მომხმარებელზე ორიენტირებული კონკურენტი ბანკებიდან და გადახდების ტექნიკური ჯგუფებიდან ფინანსურ ინფრასტრუქტურისა და მარეგულირებელი ტექნოლოგიების ჩათვლით.
ფონდი, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო ბანკი Peel Hunt უწევს რეკომენდაციას, ცდილობს კომპანიებს დაფინანსების გაზრდაში დაეხმაროს.
იდეა 2021 წელს მთავრობის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების პასუხად გაჩნდა — კვლევას Worldpay-ის ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე რონ კალიფა უძღვებოდა და გაერთიანებულ სამეფოში ფინტექ კომპანიებისთვის არსებული გარემოს შეფასებას ეხებოდა.
ეს აღნიშნავს იშვიათ ვალდებულებას სპეციალიზებული ფონდის მიმართ, რომელიც ორიენტირებულია ფინტექზე, რომელსაც მხარს მეგა-ინდუსტრიის მოთამაშეები უჭერენ.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფინტექზე ორიენტირებული ფონდები, როგორიცაა Augmentum Fintech და Anthemis Group, გაერთიანებულ სამეფოში პირველად იქმნება ფინტექზე ორიენტირებული ფონდი, რომლის ინიციატივაც მთავრობისგან წამოვიდა.
Ბრიტანეთს იმის გამო აკრიტიბენ, რომ ბარიერებს უქმნის ფინტექ ანტრეპრენერებს და აიძულებს მათ, საზღვაგრარეთ გასვლაზე იფიქრონ.
განსაკუთრებით ბუნდოვანია გაერთიანებული სამეფოს, როგორც გლობალური ფინანსური ცენტრის სტატუსი მისი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ.
ლონდონის საფონდო ბირჟამ რამდენიმე რეფორმა გაატარა, რათა ფინტექ კომპანიების მუშაობა წაახალისოს დიდ ბრიტანეთში და არა შეერთებულ შტატებში. განსაკუთრებული ნაბიჯები მას შემდეგ გადაიდგა, რაც მიკროჩპების მწარმოებელმა კომპანია Arm-მ ლონდონიდან ნიუ იორკში გადაინაცვლა.
გუატაამ ფილაი, Peel Hunt-ის კაპიტალის ანალიტიკოსი ფინტექის მიმართულებით, ამბობს, რომ ბრიტანეტში დაწყებული რეფორმის მიზანი «მომდევნო Stripe-ის, Worldpay-ის, Adyen-ის პოვნაა».
მისივე თქმით, ინვესტიციები ფინტექ მიმართულებით წლის ბოლომდე განხორციელდება.
ფილაი ამბობს, რომ 1 მილიარდი ფუნტის ინვესტიცია არაფერია იმ უზარმაზარ თანხებთან შედარებით, რომელიც ფინტექში ტრიალებს, თუმცა, «ეს მხოლოდ დასაწყისია».
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს 200 უმსხვილესი ფინტექ კომპანიიდან 16-ის სამშობლოა.
თუმცა, აქ ფინტექ ინდუსტრია ახლა რთული პერიოდის წინაშე დგას, რადგან მზარდი ინფლაცია და მაკროეკონომიკური სისუსტე სამომხმარებლო ხარჯებს არბილებს. კომპანიების შეფასება, როგორიცაა Checkout.com, Revolut და Freetrade, ბოლო თვეებში მკვეთრად დაეცა.
«დიდი ბრიტანეთში ჯერ კიდევ არის აქტიური საინვესტიციო ბაზარი, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ცენტრი — არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა მომხდარიყო ბოლო 10 წლის განმავლობაში», — განუცხადა CNBC-ს ფილ ვიდლერმა, Fintech Growth Fund-ის მმართველმა დირექტორმა. — «ბიზნესის ცენტრი — დრო, მდებარეობა, კანონი და ა.შ. — ეს საფუძვლები ჯერ კიდევ აქ არის და ანალოგიურად, ჩვენ ახლა მივდივართ ისეთ წერტილამდე, როდესაც მეორედ დამფუძნებლები იწყებენ კომპანიების ჩამოყალიბებას, რომლებიც საუკეთესოდ ითვლებიან მსოფლიოში. ეს ყველაფერი კი იქმნება აქ, დიდ ბრიტანეთში».