ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკისთვის მონაწილეების შერჩევა იწყება

ინოვაციური ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენება დეზინფორმაციის კვლევის პროცესში — ბანაკი, რომელსაც ფორსეტი Zinc Network-თან პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით მასპინძლობს, სწორედ ამ თემას შეეხება. პროგრამის მიზანი მედიასა და აკადემიაში დეზინფორმაციის კვლევისა და გაშუქების ინოვაციური მეთოდების დანერგვაა. პროგრამის ფარგლებში წარმატებული ჟურნალისტები და სტუდენტები მიიღებენ გრანტს: 6000 ლარის ოდენობით.

კომენტარის დატოვება

პროგრამაზე რეგისტრაცია ღიაა გამოცდილი ჟურნალისტებისა და მედია და კვლევითი სტუდენტებისთვის, რომლებსაც დეზინფორმაციის კვლევა ან გამოძიება აინტერესებთ.

ბანაკის პირველ ეტაპზე გაიმართება ტრენინგებისა და ვორკშოპების სერია, სადაც მონაწილეები ისწავლიან დეზინფორმაციის კვლევის ინოვაციურ მეთოდებს სფეროს წამყვანი მკველვარებისგან, გამომძიებლებისგან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ტექნოლოგიურ ხელსაწყოებზე მომუშავე პირებისგან. ისინი აითვისებენ როგორც ღია წყაროებით გამოძიების, ასევე Social Listening-ით კვლევის თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

ბანაკის მეორე ეტაპზე, მონაწილეები, მენტორების დახმარებით, საგამოძიებო და კვლევითი მასალების შექმნაზე იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა რუსული კავშირები და საინფორმაციო ოპერაციები, ყალბი ამბები, ანტიდასავლური კამპანიები, დეზინფორმაციის კოორდინებული ქსელები და ა.შ.

მასალებზე მუშაობის პარალელურად, მათ DataFest Tbilisi 2023-ზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. მასალებზე მომუშავე მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი, გამარჯვებული ნაშრომების ავტორებისთვის კი — დამატებითი საგრანტო ფონდი.

  • პროგრამის ვადები: 4 სექტემბერი — 17 ნოემბერი
  • ჰონორარი: 870 ლარი
  • საგრანტო ფონდი გამარჯვებული ნაშრომებისთვის: 6000 ლარი

დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკის შესახებ:

ქართულ მედიასივრცეში დღითიდღე იზრდება დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის კონტენტი. შედეგად, იმატებს დეზინფორმაციასთან მებრძოლი ჟურნალისტების, მკვლევრებისა და აქტივისტების დატვირთვაც, რადგან მათი საქმიანობა, მეტ-ნაკლებად, კვლავ თეორიულ და ტრადიციულ მეთოდებს ეყრდნობა — ამ მეთოდების ეფექტიანობა კი თანდათანობით მცირდება, კონტენტის სიდიდიდან გამომდინარე.

უკანასკნელ წლებში, ქართული ტექნოლოგიური ქომიუნითის მიერ დეზინფორმაციის კვლევის, გამოძიებისა და გაშუქების არაერთი ინოვაციური ხელსაწყო შეიქმნა, რომლის მხარდამჭერი USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამა იყო. 

ეს ხელსაწყოები მნიშვნელოვნად ამარტივებს და აუმჯობესებს კვლევის პროცესს. ხელსაწყოებს უკვე წარმატებით იყენებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები კორუფციასთან, დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან და სხვა საინფორმაციო მანიპულაციებთან საბრძოლველად. პროგრამის «დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკი» მიზანიც სწორედ ამ პრაქტიკის გაცნობაა ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის.

  • 9 აგვისტოს, 14:00–ზე ონლაინ საინფორმაციო სესია გაიმართება, სადაც შეგეძლებათ მეტი შეიტყოთ ბანაკის შესახებ, მიიღოთ პრაქტიკული რჩევები და დასხვათ კითხვები. სესიის ლინკი 👈
  • ბანაკში მონაწილეობისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება 27 აგვისტომდე. ლინკი 👈

მონაწილეები აპლიკაციის საფუძველზე შეირჩევიან.

კითხვებისთვის მიმართეთ: [email protected] ან [email protected]  

Python-ის სწავლა ონლაინ უფასოდ ქართულ ენაზე შეგიძლიათ
Python-ის სწავლა ონლაინ, უფასოდ, ქართულ ენაზე შეგიძლიათ
თემის მიხედვით
Python-ის სწავლა ონლაინ, უფასოდ, ქართულ ენაზე შეგიძლიათ

ასევე წაიკითხეთ
EC-ის კვლევა: Big Tech-მა რუსული დეზინფორმაცია ვერ გააკონტროლა
EC-ის კვლევა: Big Tech-მა რუსული დეზინფორმაცია ვერ გააკონტროლა
EC-ის კვლევა: Big Tech-მა რუსული დეზინფორმაცია ვერ გააკონტროლა
“6 წელია, ბანგლადეშის ლტოლვილთა ბანაკში ვარ, ამაში ფეისბუქი “დამეხმარა” — როჰინჯა
“6 წელია, ბანგლადეშის ლტოლვილთა ბანაკში ვარ, ამაში ფეისბუქი “დამეხმარა” — როჰინჯა
“6 წელია, ბანგლადეშის ლტოლვილთა ბანაკში ვარ, ამაში ფეისბუქი “დამეხმარა” — როჰინჯა
Meta: ჩინური ტროლ-ქარხნები ყალბი ამბების გავრცელების მეთოდებს რუსეთისგან სწავლობენ
Meta: ჩინური ტროლ-ქარხნები ყალბი ამბების გავრცელების მეთოდებს რუსეთისგან სწავლობენ
Meta: ჩინური ტროლ-ქარხნები ყალბი ამბების გავრცელების მეთოდებს რუსეთისგან სწავლობენ
ჩინური ტროლ-ქარხნები უკრაინისა და დასავლეთის შესახებ რუსულის მსგავს პროპაგანდისტულ ნარატივებს ავრცელებენ. ეს Meta-ს ანგარიშში წერია. 
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls 2023-ის მონაწილეთათვის ბანაკი დასრულდა. 17-20 აგვისტოს ბანაკში ჯუნიორ მოსწავლეები იყვნენ, ანუ მე-7 — მე-9 კლასელები, 21-24 აგვისტოს კი — უფროსები — მე-10 — მე-12 კლასის მოსწავლეები. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.