ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

დეველოპერების 74% სამსახურის დასატოვებლად მზადაა

კვლევის თანახმად, დეველოპერების თითქმის სამი მეოთხედი (74%) ახალი პოზიციისა და შესაძლებლობებისთვის მზადაა.

კომენტარის დატოვება
დეველოპერების 74% სამსახურის დასატოვებლად მზადაა

კვლევის თანახმად, დეველოპერების თითქმის სამი მეოთხედი (74%) ახალი პოზიციისა და შესაძლებლობებისთვის მზადაა.

ხელფასი მნიშვნელოვანია. თუმცა, ახალი სამსახურის ძებნის დასაწყებად ის ერთადერთი მოტივაცია ნამდვილად არ არის.

ახალ როლსა და განვითარების შემდეგ ეტაპს უფრო ახალგაზრდა დეველოპერები ეძებენ. სამსახურის მაძიებელთა ყველაზე მეტი — 27% 20-24 წლის კოჰორტაშია. 21% — 25-34 წლის, 17% — 35-44 წლის და მხოლოდ 12% 45-54 წლის.

StackOverflow-ს (პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიების განვითარების გაძლიერებაზე ზრუნავს) აღმასრულებელმა დირექტორმა, პრაშანტ ჩანდრასეკარმა აღნიშნა, რომ დეველოპერები ისეთ კომპანიებს უნდა ეძებდნენ, რომლებსაც ბევრი ნაღდი ფული და მომგებიანობის დიდი შანსი აქვთ. 

«დეველოპერებმა და საერთოდ ყველამ სათანადო გულმოდგინება უნდა გამოიჩინონ, როცა მსგავს ნაბიჯს დგამენ. ეკონომიკა არასტაბილურია და დიდი ალბათობით ასე დარჩება. ცალსახად, ჩვენ ბევრი კომპანიის მარცხის მომსწრენი გავხდებით». — თქვა ჩანდრასეკარმა.

«მე გირჩევთ, ისეთი ორგანიზაციები მოძებნოთ, რომლების კარგად არიან კაპიტალიზებული და მომგებიანობისკენ მიმავალი რეალისტური  გეგმა და გზა აქვთ. ასევე, ვურჩევ ყველა დეველოპერს, სწავლა განაგრძონ. ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და დეველოპერები, რომლებიც საკუთარი უნარების განვითარებაზე შრომობენ, დამსაქმებლებისთვის ყოველთვის მიმზიდველები იქნებიან.»

მიუხედავად ბოლოდროინდელი მასობრივი გათავისუფლებებისა, ჩანდრასეკარი თვლის, რომ დეველოპერები თავდაჯერებულები უნდა იყვნენ და კვლავ განაგრძონ ბრძოლა, რადგან ორგანიზაციების უმეტესობა ტექნოლოგიების მოდერნიზებას კვლავ განაგრძობს.

«დეველოპერები თავიანთი დასაქმების პერსპექტივაში დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რადგან ისინი ისევ მოთხოვნადები არიან. მიუხედავად ინდუსტრიაში დამკვიდრებული ბოლო ტენდენციებისა, ყველა CIO/CTO, ვისაც  ვესაუბრები,  2023 წელს ტექნიკურ მოდერნიზაციაზეა ორიენტირებული». — თქვა მან.

პრაშანტ ჩანდრასეკარმა აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს (BLS) სექტემბრის პროგნოზზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებისთვის, QA ანალიტიკოსებისთვისა და ტესტერებისთვის 2031 წლამდე 160 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი იქნება — ყველა სხვა პროფესიაზე დაახლოებით 5%-ით მეტი.

StackOverflow-ის მიერ გამოკითხულთა დაახლოებით 54%-მა თქვა, რომ უკეთესი ხელფასი ახალი შესაძლებლობის განხილვისას ყველაზე დიდი მოტივატორია.

სხვა დიდი ფაქტორებია: მოქნილობა (58%) და სწავლის შესაძლებლობა (54%). დეველოპერებს სახლიდან მუშაობის უფლებაც სურთ. 

«ეკონომიკის არასტაბილურობის მიუხედავად, აშკარაა, რომ ხელფასი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის». — ამბობს ჩანდრასეკარი.

ერთ-ერთი საკითხი, რომელთანაც StackOverflow-ს გამკლავება მოუწია, დეველოპერის კითხვებზე ChatGPT-ის მიერ წარმოებული პასუხების ნაკადია. OpenAI-ის ინსტრუმენტის გამოშვებიდან ერთი კვირის განმავლობაში მომხმარებლებმა საიტი ათასობით ყალბი პასუხით აავსეს. ამიტომ, StackOverflow-ს ChatGPT-ის მიერ გენერირებული პასუხების დროებითი აკრძალვა მოუწია.

«GPT საკმარისად კარგია იმისთვის, რომ მომხმარებელი პასუხის სისწორეში დაარწმუნოს. ზოგჯერ ინფორმაცია, რომელიც ობიექტურად არასწორია, საიტზე ხვდება. ამ დროისთვის GPT StackOverflow-სადმი მომხმარებელთა ნდობას არღვევს ჩვენს საიტზე ექსპერტების მიერ დაწერილი საკითხების შესახებ» — ნათქვამია StackOverflow-ზე.

მიუხედავად ამისა, ჩანდრასეკარმა უფრო პოზიტიური განცხადება გააკეთა: «ჩვენ AI-ს ყველა შესაძლებლობით აღფრთოვანებულები ვართ  და ჩვენი  გუნდი განიხილავს, თუ როგორ შეიძლება  ჩვენი პროდუქტი და ხელოვნური ინტელექტი გავაერთიანოთ და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან. ჩვენ მალე მას უფრო მეტს გავუზიარებთ». — თქვა მან.

ექნება თუ არა გავლენა დიდ კომპანიებში შემცირებებს ქართულ IT ბაზარზე
ექნება თუ არა გავლენა დიდ კომპანიებში შემცირებებს ქართულ IT ბაზარზე
თემის მიხედვით
ექნება თუ არა გავლენა დიდ კომპანიებში შემცირებებს ქართულ IT ბაზარზე


ასევე წაიკითხეთ
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
15 დისტანციური ფრილანს პროფესია ციფრული მომთაბარეებისთვის
15 დისტანციური ფრილანს პროფესია ციფრული მომთაბარეებისთვის
15 დისტანციური ფრილანს პროფესია ციფრული მომთაბარეებისთვის
ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა მოგზაურობა და სამყაროს შემეცნება საკუთარი პირობებით? წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობა იქნება ისეთ მოქნილ სფეროში მუშაობა, რომელიც სიამოვნებას ყოველ წუთს განიჭებთ — აღმოაჩენთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამზარეულოებს, იგრძნობთ კავშირს ბუნებასთან და გაეცნობით ახალ კულტურას.
StationX: კიბერუსაფრთხოების დასაქმების სტატისტიკა და ტენდენციები 2024 წლისთვის
StationX: კიბერუსაფრთხოების დასაქმების სტატისტიკა და ტენდენციები 2024 წლისთვის
StationX: კიბერუსაფრთხოების დასაქმების სტატისტიკა და ტენდენციები 2024 წლისთვის
Go პირველად მოხვდა პროგრამირების ენების TIOBE-ის ტოპ 10-ში
Go პირველად მოხვდა პროგრამირების ენების TIOBE-ის ტოპ 10-ში
Go პირველად მოხვდა პროგრამირების ენების TIOBE-ის ტოპ 10-ში
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.