ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Data for Crisis Fellowship - ფორსეტი სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს

ფორსეტი, DW Akademie-სთან თანამშრომლობით, სასტიპენდიო პროგრამაზე — Data for Crisis Fellowship რეგისტრაციას აცხადებს. პროგრამის მიზანი საქართველოში რუსული მიგრაციის საკითხების შესწავლა და გაშუქებაა. 

კომენტარის დატოვება

თუ ხარ ჟურნალისტი, ამბის მთხრობელი, დიზაინერი ან სამოქალაქო აქტივისტი და მონაცემების გამოყენებით ამბის თხრობა გაინტერესებს პროგრამაზე 15 იანვრამდე ნებისმიერ დროს შეგიძლია დარეგისტრირება

სასტიპენდიო პროგრამა 6-კვირიანია და ორ მოდულს მოიცავს: მონაცემთა კომუნიკაციის შესწავლა (1 კვირის განმავლობაში ფიზიკურ სივრცეში შეხვედრები) და მულტიმედიურ ნაშრომებზე მუშაობა და მენტორობა (5 კვირა, ონლაინ შეხვედრები).

პროგრამის პირველ ეტაპზე გამოცდილი მენტორებისგან მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას შეისწავლი, მეორე ეტაპზე კი ამას პრაქტიკაში გამოიყენებ.

პოტენციური სტიპენდიანტების რაოდენობა 15-ია, ხოლო სტიპენდია 350 ევროს შეადგენს.

შერჩევის შესახებ 20 იანვარდე შეგატყობინებენ. აპლიკანტებთან დეტალების დაზუსტების მიზნით, შესაძლოა მოკლე სატელეფონო ან ვიდეო ინტერვიუს ჩაწერაც გახდეს საჭირო.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეები შეუერთდებიან ფორსეტის მონაცემთა კომუნიკაციის ალუმნის ქსელს, რომელიც ამ ეტაპზე 100-მდე ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს აერთიანებს. 

ფორსეტის პროგრამის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჯუბო ბერიძიშვილი, dev.ge-სთან ინტერვიუში წამოწყების მნიშვნელობასა და ღირებულებებზე საუბრობს. მისი აზრით, პროგრამა ჟურნალისტების პროფესიულ განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

ჯუბო ბერიძიშვილი
«ამ პროგრამის მიზანია, რომ ჟურნალისტებს ახალი პორტალის გამოყენება ვასწავლოთ, რომელიც მარტში გაეშვება. ეს პორტალი სოციალური მედიის მონაცემების მეშვეობით საქართველოში რუსების მიგრაციის საკითხებს იკვლევს. დღეს მედიაში რუსების მიგრაციის საკითხზე ინდივიდუალურ ინტერვიუებს შეხვდებით ამ ამბების განზოგადება შეუძლებელია. აქტუალურობის მიუხედავად, არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ რა განწყობით არიან ქართველები ამ საკითხთან მიმართებაში და პირიქით, რას ფიქრობენ რუსები. ვფიქრობთ, პროგრამა ამ პრობლემას მოაგვარებს.» 

ასევე წაიკითხეთ
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
12 რჩევა ჟურნალისტებს სმარტფონების უსაფრთხოებისთვის არჩევნების გაშუქებისას
12 რჩევა ჟურნალისტებს სმარტფონების უსაფრთხოებისთვის არჩევნების გაშუქებისას
12 რჩევა ჟურნალისტებს სმარტფონების უსაფრთხოებისთვის არჩევნების გაშუქებისას
Microsoft Excel-ში Python-ს ამატებს, სიახლის ნახვა Windows-ზე უკვე შესაძლებელია
Microsoft Excel-ში Python-ს ამატებს, სიახლის ნახვა Windows-ზე უკვე შესაძლებელია
Microsoft Excel-ში Python-ს ამატებს, სიახლის ნახვა Windows-ზე უკვე შესაძლებელია
ForSet  — ორგანიზაცია, რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება
ForSet — ორგანიზაცია, რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება
ForSet — ორგანიზაცია, რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება
მონაცემები, დიზაინი და ტექნოლოგიები — თანამედროვეობის ეს სამი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ქართულ ორგანიზაციაში, ForSet-ში ერთიანდება და საბოლოოდ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და კრეატიულ პროდუქტებად გარდაიქმნება. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.