ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

D-Wave 1200-კუბიტიან კვანტურ კომპიუტერს აანონსებს

კვანტური გამოთვლების კომპანიამ, D-Wave-მა განაცხადა, რომ 1,200 კუბიტიანი Advantage2 (Adv2) პროტოტიპი დააკალიბრა, რაც პროტოტიპის წინა ვერსიაში შეტანილი კუბიტებისა და წყვილების (couplers) რაოდენობას ორჯერ აღემატება.

კომენტარის დატოვება

ახალ Adv2 პროტოტიპს 1200 კუბიტზე მეტი აქვს და რთული ოპტიმიზაციის პრობლემებზე 20-ჯერ უფრო სწრაფ გადაწყვეტას გვთავაზობს. ამასთან, წყვილების რაოდენობა 10,000-ია.

D-Wave-მა განაცხადა, რომ კუბიტის კავშირი 15-დან 20-მდე გაზარდა; ენერგიის მოხმარების მასშტაბი 40 პროცენტზე მეტი გახადა; და კუბიტის თანხვედრის დრო გააორმაგა.

პროტოტიპი მალე კომპანიის, Leap quantum cloud-ის სერვისში იქნება ხელმისაწვდომი.

D-Wave-ის თქმით, ახალი Advantage2 პროტოტიპი 20-ჯერ უფრო სწრაფია spin glasses-ისმოხსნაში, კომპანიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Adv2 პროტოტიპი, Advantage სისტემასთან შედარებით, სიმულაციაში კვანტურ კორელაციებს ორჯერ უფრო სწრაფად ზრდის. ამასთან, შემცირებულია შეცდომების რაოდენობაც.

საერთო ჯამში, D-Wave-მ თქვა, რომ Advantage2 პროტოტიპმა Advantage სისტემას შემთხვევების 90 პროცენტით აჯობა.

«ახალი Advantage2 პროტოტიპი ეფექტურობაში ახალი ნაბიჯია». — თქვა D-Wave-ის კვანტური ტექნოლოგიებისა და სისტემების პროდუქტების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, მარკ ვ. ჯონსონმა. «ჩვენ თანმიმდევრულობის, დაკავშირებისა და ენერგეტიკული მასშტაბის თვალსაზრისით მნიშვნელოვან მიღწევებს ვხედავთ».

ჯონსონმა დაამატა: «ეს 1200+ კუბიტის მქონე პროტოტიპი დიდ იმედს გვაძლევს, რომ Advantage2 ჩვენი ყველაზე ეფექტური სისტემა იქნება — ჩვენი მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვან გამოთვლით ძალას განბლოკავს და პრობლემებს გადაჭრის».

D-Wave, რომელიც კვანტურ მანქანებს გვთავაზობს, რომლებიც კვანტურ ანეილირებას, საჯარო 2022 წლის აგვისტოში, DPCM Capital-თან SPAC-ის შერწყმის შედეგად გახდა.

ოქტომბერში D-Wave მისი დაბალი ფასის გამო მეორე პოტენციური გაკოტრების პირისპირ აღმოჩნდა. კომპანიას ექვსი თვე მისცეს, რათა თავისი აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაეზარდა.

ჯეკ ჰიდარი: არ გვაქვს კვანტური ტექნოლოგიების უგულებელყოფის ფუფუნება
ჯეკ ჰიდარი: არ გვაქვს კვანტური ტექნოლოგიების უგულებელყოფის ფუფუნება
თემის მიხედვით
ჯეკ ჰიდარი: არ გვაქვს კვანტური ტექნოლოგიების უგულებელყოფის ფუფუნება
ჩინელმა მკვლევრებმა დაშიფვრის სისტემის კვანტური კომპიუტერებით დარღვევის გზას მიაგნეს
ჩინელმა მკვლევრებმა დაშიფვრის სისტემის კვანტური კომპიუტერებით დარღვევის გზას მიაგნეს
თემის მიხედვით
ჩინელმა მკვლევრებმა დაშიფვრის სისტემის კვანტური კომპიუტერებით დარღვევის გზას მიაგნეს

ასევე წაიკითხეთ
დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტი პიკის საათის დროს მოძრაობას გააანალიზებს
დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტი პიკის საათის დროს მოძრაობას გააანალიზებს
დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტი პიკის საათის დროს მოძრაობას გააანალიზებს
2023 წლის 10 უდიდესი ინოვაცია
2023 წლის 10 უდიდესი ინოვაცია
2023 წლის 10 უდიდესი ინოვაცია
2023 წლის ინოვაციებმა ტექნოლოგიური ლანდშაფტი მკვეთრად შეცვალა. კვანტური გამოთვლების წინსვლით დაწყებული, გენერაციული AI-ის, ერთი შეხედვით, შეუჩერებელი ზრდით დამთავრებული, შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი ტექნოლოგიური სფეროსთვის წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა.  გთავაზობთ 2023 წლის ტოპ 10 ინოვაციას 👇
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
ინდუსტრიული ობიექტის შეუფერხებელი მუშაობა მის ტექნიკურ გამართულობაზეა დამოკიდებული. დიდი უპირატესობაა, როდესაც მოსალოდნელი ხარვეზის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაქვს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ქართული სტარტაპი SmartSense, რომელიც ობიექტის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნავს და ხარვეზის წინასწარი პრევენციის მიზნით შესაბამის აპლიკაციას იყენებს.
500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე განცხადებების მიღება დაიწყო
500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე განცხადებების მიღება დაიწყო
500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე განცხადებების მიღება დაიწყო
საქართველოს ბანკის, 500 Global-ის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით საქართველოში 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე განცხადებების მიღება დაიწყო.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.