ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Cubes — გუგლი Play Store-ის აპლიკაციების ჰაბზე მუშაობს

ტექნოლოგიურ კომპანიებს შეუძლიათ, დამალონ ის, რაზეც მუშაობენ, მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების ისტორიის ხაზებში დარჩენილი კოდის «ნამსხვრევები» სრულ  ამბავს მოგვითხრობს. Google-ს ამ ბილიკებს Android-ის განახლებებში ტოვებს. ამის ნათელი მაგალითია Cubes, რომელიც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და გამოსაშვებად მზად არ არის, მაგრამ ვიცით, რომ Google რაღაც საინტერესოს ამზადებს.

კომენტარის დატოვება

Cubes პირველად იანვარში შენიშნეს და როდესაც დათვალიერება გადაწყვიტეს, მხოლოდ ძირითადი ჩონჩხი დახვდათ, რომელიც Google-ის გეგმებზე ბევრს ვერაფერს ამბობდა. მაშინ ეს ჩონჩხი მიუწვდომელი გახდა, მაგრამ Android OS-ის კოდში არსებული ნამსხვრევები აჩვენებდნენ, რომ კომპანია მუშაობდა. 

Play Store-ის აპლიკაციის უახლესი ვერსია ახალ ნაწილებს შეიცავს, რომლებიც Google News Telegram-მა აღმოაჩინა. როგორც ჩანს, Cubes ახალი აპლიკაციების აღმოსაჩენად ჰაბი იქნება, მაგრამ ამას დანამდვილებით ვერ ვიტყვით. მას შეუძლია აპის ინფორმაციისა და განახლებების სია მოამზადოს მორგებულ, კონკრეტულ კატეგორიებში, რომლებსაც მომხმარებელი ირჩევს. ასე რომ, ეს ნამდვილად საინტერესო და კომფორტული გამოცდილება იქნება თითოეული ადამიანისთვის, რომელსაც Google Play-ზე აქვს წვდომა.

გარდა ამისა, AssembleDebug-მა აღმოაჩინა, რომ მომხმარებლებს ყიდვა პირდაპირ Cubes-დან შეეძლებათ. თუმცა, რისი შეძენა — უცნობია. Google-ის ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია და ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც ცნობლია, უბრალოდ კოდში არსებულ ნამსხვრევებზეა დაფუძნებული. ეს საგანძურზე ნადირობას გავს — ყოველ ჯერზე, როცა ვინმე ახალ მინიშნებას პოულობს, Google თავისი საიდუმლო გამოქვაბულიდან ცოტა მეტ ინფორმაციას უშვებს.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის ცნობილი, როდის გამოვა Cubes, როგორც ჩანს, ის კიდევ პერსონალიზებული არხების მისაღებად ერთი გზა იქნება. Cubes-ს საკმაოდ დახვეწილი ფუნქციის ფორმა აქვს. მიუხედავად ამისა, კომპანიას ახლა კარგი პრესა სჭირდება იმ ყველაფრის შემდეგ, რაც საეტაპო ანტიმონოპოლიური საქმეში ხდება, რომელიც ახლა სასამართლოში განიხილება. Google-მა ახლახანს Apple-ს Safari-დან მიღებული შემოსავლის 36% გადაუხადა. გარდა ამისა, Google შეეცადა Epic Games-ისთვის $147 გადაეხადა, რათა Fortnite ექსკლუზიურად Play Store-ზე დაებრუნებინა.

Google-მა $8 მლრდ გადაიხადა რათა მისი აპლიკაციები Samsung-ის ტელეფონებზე ნაგულისხმევად ყოფილიყო
Google-მა $8 მლრდ გადაიხადა, რათა მისი აპლიკაციები Samsung-ის ტელეფონებზე ნაგულისხმევად ყოფილიყო
თემის მიხედვით
Google-მა $8 მლრდ გადაიხადა, რათა მისი აპლიკაციები Samsung-ის ტელეფონებზე ნაგულისხმევად ყოფილიყო

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.