ComCom: სილქნეტს ლიცენზია არ აქვს, არსებული სიხშირეებით ხარისხიან 5G-ს ვერ დანერგავს
კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, კომპანია სილქნეტი ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას ვერ დანერგავს.
კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, კომპანია სილქნეტი ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას ვერ დანერგავს.
ComCom ამბობს, რომ სილქნეტის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული სერვისი, რომელიც მათივე განცხადებით, მხოლოდ თბილისის რამდენიმე უბანს მოიცავს, სილქნეტისთვის წლების წინ მინიჭებული ლიცენზიების ფარგლებში არსებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით ამოქმედდა.
კომისიის თანახმად, 5G ინტერნეტის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, რომელში მონაწილეობაც კომპანია სილქნეტს არ მიუღია, აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ სელფი მობაილმა მიიღო და აიღო ვალდებულება, აუქციონის პირობების შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით მეხუთე თაობის ტექნოლოგია დანერგოს.
გუშინ, 14 დეკემბერს კომპანია სილქნეტმა განაცხადა, რომ თბილისის ცენტრალურ ნაწილში — თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე 5G მობილური სერვისი ჩართო.