ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Celsius-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს - კომპანია 4,7 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას დასთანხმდა

Celsius-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ალექს მაშინსკი ფედერალური ფასიანი ქაღალდების თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გაკოტრებული კრიპტო ბირჟა მთავრობის მარეგულირებელებთან 4.7 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას დასთანხმდა.

კომენტარის დატოვება

ფედერალურმა პროკურორებმა მაშინსკი ფასიანი ქაღალდების, საქონლისა და მავთულის თაღლითობაში, ასევე ფასიანი ქაღალდებით სხვადასხვა მანიპულირებაში დაადანაშაულეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაშინსკის და თანაბრალდებულს, რონი კოენ-პავონს ათწლეულების თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მაშინსკი ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში თაღლითობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს.

«მაშინსკიმ, სხვა დარღვევებთან ერთად, Celsius-ის მოსავლიანობის მომტანი აქტივობების უსაფრთხოება, მომგებიანობა, გრძელვადიანი მდგრადობა და კრიპტო აქტივების დეპონირებასთან დაკავშირებული რისკები არასწორად წარადგინა». — ნათქვამია ფედერალური პროკურორების ბრალდებაში. 

SEC-ის (Securities and Exchange Commission) სამართალწარმოება მაშინსკისა და Celsius-ის წინააღმდეგაა და ფედერალური ბრალდებების მსგავსად ამტკიცებს, რომ მაშინსკიმ ინვესტორები შეცდომაში შეიყვანა და მათით თაღლითურად მანიპულირებდა.

SEC ამტკიცებს, რომ მაშინსკიმ და მისმა კომპანიამ კომპანიის «ინვესტორებისთვის ცენტრალური ბიზნეს მოდელი და რისკები არასწორად წარაგინეს» — თითქოს Celsius სარისკო ვაჭრობაში არ მონაწილეობდა.

ნიუ-იორკის ფედერალური პროკურორების ბრალდების დოკუმენტებიდან და SEC-ის საჩივრიდან ასევე ჩანს, რომ ისინი Celsius-ის გაცვლის ჟეტონს ეჭვის თვალით უყურებენ და თვლიან, რომ ის უსაფრთხო არ არის.

«ალექსი წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს». — განუცხადა მაშინსკის ადვოკატმა ჯონათან ოჰრინგმა CNBC-სს. «ის მოუთმენლად ელის, რომ სასამართლოში  ამ უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავი ენერგიულად დაიცვას».

ამ წლის დასაწყისში ნიუ-იორკის პროკურორებმა მაშინსკი ინვესტორების წინააღმდეგ 20 მილიარდი აშშ დოლარის თაღლითობის ორგანიზებაში დაადანაშაულეს. კრიპტო ბირჟას 2022 წლის გაკოტრებამდეც ბევრი პრობლემა ჰქონდა და სკანდალებში ხშირად ეხვეოდა.

ქვიზი — რა იცით კრიპტოზე? 
ქვიზი — რა იცით კრიპტოზე? 
თემის მიხედვით
ქვიზი — რა იცით კრიპტოზე? 
FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს

კრიპტოვალუტის ბირჟა Genesis-მა გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა
კრიპტოვალუტის ბირჟა Genesis-მა გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა
თემის მიხედვით
კრიპტოვალუტის ბირჟა Genesis-მა გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა

ასევე წაიკითხეთ
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა. 
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.