ბიტკოინის ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა
ბიტკოინის ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა — 2024 წლის 11 მარტის 12:30 საათის მონაცემებით, 1 BTC-ის შესაძენად 71 220 აშშ დოლარი დაგჭირდებათ.
ბიტკოინის ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა — 2024 წლის 11 მარტის 12:30 საათის მონაცემებით, 1 BTC-ის შესაძენად 71 220 აშშ დოლარი დაგჭირდებათ.
ამ დრომდე ბიტკოინის ყველა დროის ყველაზე მაღალი ფასი 70 000 აშშ დოლარს ოდნავ აღემატებოდა.
ბიტკოინი Bull Run ფაზაში შედის. ბულ რანი არის პერიოდი, როცა ინვესტორების უმეტესობა კრიპტოს ყიდულობს, რაც მოთხოვნას და შესაბამსად, ფასს ზრდის.
მოთხოვნის ზრდას კი მოახლოებული «ჰალვინგი» განაპირობებს. 2024 წლის ჰალვინგი, ანუ განახევრება 20 აპრილს მოხდება.
ეს ისტორიაში მეოთხე ჰალვინგია და ნიშნავს, რომ განახევრდება მაინინგით გამომუშავებული ბიტკოინების რაოდენობა ბლოკჩეინის ყოველ 210 000 ბლოკში.
ანუ, თუ ამ დროისთვის ბლოკჩეინის თითოეულ ბლოკზე 6.25 ბიტკოინი გამომუშავდება, ჰალვინგის შემდეგ — 3.125 გახდება.
თავდაპირველად თითოეულ ბლოკზე მაინინგით გამომუშავებული ბიტკოინის რაოდენობა 50 იყო.
ჰალვინგი ბოტკოინის შექმნის დოკუმენტით არის გათვალისწინებული და მიზანია, შემცირდეს ბიტკოინის ქსელში ახალი მონეტების რაოდენობა.
კერძოდ, Bitcoin-ის განახევრება მიწოდების კონტროლით ინფლაციის მართვას უწყობს ხელს. ეს მექანიზმი მიმოქცევაში შემოსული ახალი მონეტების ნაკადს ზღუდავს, რაც ამ კონკრეტული კრიპტოვალუტის ნაკლებობას იწვევს და თავიდან იცილებს დევალვაციას.
ხელმისაწვდომი Bitcoin-ების საერთო რაოდენობა 21 მილიონამდეა შეზღუდული. როდესაც BTC-ის საერთო რაოდენობა 21 მილიონს მიაღწევს, ახლის წარმოება შეწყდება. გათვლილია, რომ ეს დაახლოებით 2140 წელს მოხდება.
ახლა განახევრება იმის გარანტიას იძლევა, რომ Bitcoin-ის რაოდენობა, რომლის მოპოვებაც თითოეული ბლოკისთვის არის შესაძლებელი, დროთა განმავლობაში მცირდება, რაც BTC-ის იშვიათს ხდის და მის ფასს ზრდის.
წინა წლების ჰალვინგის შემდეგ, 6-დან 18 თვემდე პერიოდში ბიტკოინის ფასი 700%-ით გაიზარდა.
მოსალოდნელია, რომ მონეტის ფასი 2024 წლის ჰალვინგის შემდეგაც მოიმატებს.