ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
22 მარტი 2024, 11:13
2024-03-22
აშშ-ის მთავრობა Apple-ს მონოპოლიაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა Apple-ის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. უწყება ირწმუნება, რომ კომპანიამ დაარღვია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ქმედებებით, რომლებიც მომხმარებლებს iPhone-ებზე მიჯაჭვულს ხდის.
სარჩელის თანახმად, ეს გამოიხატა იმით, რომ Apple კომპანიებს არ აძლევდა საშუალებას, App Store-ზე წარმოედგინათ ისეთი აპლიკაციები, რომლებიც უშუალოდ კომპანიის აპლიკაციებს კონკურენციას გაუწევდა. საუბარია, მაგალითად, ციფრულ საფულეზე.
Apple-მა, რომლის ღირებულებაც თითქმის $2,75 ტრილიონია, განაცხადა, რომ ამ პრაქტიკამ მისი iPhone-ები უფრო უსაფრთხო გახადა, ვიდრე სხვა სმარტფონები. თუმცა, აპლიკაციის შემემნელები აცხადებენ, რომ Apple კონკურენტებთან საბრძოლველად თავის ძალას იყენებს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს აქვს უფლება, Apple-ს სტრუქტურული ცვლილებები მოსთხოვოს, დაშლის ჩათვლით.
ყველა თანამედროვე ტექნოლოგიურ გიგანტს უწევს შეჯახება ფედერალურ ანტიმონოპლიურ კანონთან.