ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Apple EU-ში მომხმარებლებს აპლიკაციების ვებსაიტებიდან ჩამოტვირთვის უფლებას მისცემს

Apple-მა ევროკომისიის ციფრული ბაზრების კანონის გათვალისწინებით განაცხადა, რომ IPhone-ის მომხმარებლებს ევროკავშირში აპლიკაციების ჩამოტვირთვა, App Store-ისა და კონკურენტი აპლიკაციების მაღაზიების ნაცვლად, ვებსაიტებიდან შეეძლებათ.

კომენტარის დატოვება

ეს Apple-ისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებაა. კომპანია წლების განმავლობაში iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის ვებ ჩამოტვირთვებს კრძალავდა.

ეს განცხადება ციფრული ბაზრების აქტის შედეგია, რომელიც Apple-ს App Store-ის ბიზნეს პროცესებში ცვლილებების განხორციელებას აიძულებს. DMA იმისთვის შეიქმნა, რომ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები აიძულოს, თავიანთი პლატფორმები პატარა კონკურენტებისთვისაც გახსნან.

ვებ ჩამოტვირთვის შესაძლებლობა გაზაფხულიდან ამოქმედდება. დეველოპერებმა «სპეციფიკური კრიტერიუმები» უნდა დააკმაყოფილონ, როგორიცაა, მაგალითად, აპლიკაციის ფლობა, რომელსაც ევროპაში 1 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს. 

«აპლიკაციების პირდაპირ ვებსაიტიდან გავრცელება პასუხისმგებლობასა და ზედამხედველობას მოითხოვს — მათ შორის აპლიკაციების მართვის,  მომხმარებელთა მხარდაჭერისა და თანხის დაბრუნების შესაძლებლობის ჩათვლით». — თქვა Apple-მა გამოქვეყნებულ ბლოგში. — «Apple დეველოპერებს ავტორიზაციას მას შემდეგ მისცემს, როდესაც ისინი კონკრეტულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ».

App Store-ის საკომისიო კომპანიის მოგების ცენტრია — ამან Apple-ს ფისკალურ 2023 წელს 78 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მოუტანა.

კომპანიამ განაცხადა, რომ ევროპული ჩამოტვირთვები Apple-ის შემოსავლის  დაახლოებით 7%-ია.

Spotify-ის საჩივრის შემდეგ EU-მ Apple $2 მილიარდით დააჯარიმა

თემის მიხედვით

ქვიზი — რა იცით Apple-ის შესახებ? 
ქვიზი — რა იცით Apple-ის შესახებ? 
თემის მიხედვით
ქვიზი — რა იცით Apple-ის შესახებ? 

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა

Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს

Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 

პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.