ARtttify – ქართული სტარტაპი, რომელიც მარკეტინგში საკუთარ წესებს ამკვიდრებს
დღეს კიდევ ერთი ქართული სტარტაპის ARtttify-ის შესახებ მოგიყვებით, რომლის დახმარებითაც საშუალება გაქვთ, მხოლოდ ერთი ადგილიდან, AI-ის დახმარებით შექმნათ კამპანიის კონცეფცია და AR (აუგმენტური რეალობა) მასალები, ხოლო ბრენდის წარმოჩენა თამაშის მოდელით განახორციელოთ. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებზე 800-ჯერ უფრო სწრაფი, 10-ჯერ ხელმისაწვდომი და მომხმარებელთა 10-ჯერ უკეთესი ჩართულობის მომტანია.
დღეს კიდევ ერთი ქართული სტარტაპის ARtttify-ის შესახებ მოგიყვებით, რომლის დახმარებითაც საშუალება გაქვთ, მხოლოდ ერთი ადგილიდან, AI-ის დახმარებით შექმნათ კამპანიის კონცეფცია და AR (აუგმენტური რეალობა) მასალები, ხოლო ბრენდის წარმოჩენა თამაშის მოდელით განახორციელოთ. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებზე 800-ჯერ უფრო სწრაფი, 10-ჯერ ხელმისაწვდომი და მომხმარებელთა 10-ჯერ უკეთესი ჩართულობის მომტანია.
ARtttify-ის ისტორია AR მარკეტინგული სააგენტოთი დაიწყო, სადაც ბრენდებს მათ მარკეტინგულ მიზნებზე მორგებულ AR კამპანიებს უქმნიდნენ. სტარტაპის თანადამფუძნებელი, მარიამ ხარაზიშვილი გვეუბნება, რომ კამპანიების მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე, ძირითადი კლიენტები დიდი საერთაშორისო ბრენდები იყვნენ, ხოლო სურვილის მიუხედავად, მცირე და საშუალო ბიზნესების უარით გასტუმრება უწევდათ, რადგან მათ საკმარისი მარკეტინგული ბიუჯეტი არ ჰქონდათ. სწორედ ამიტომ, ARtttify-ის საშუალებით, გადაწყდა AR მარკეტინგული კამპანიების დემოკრატიზაცია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებსაც აძლევს შესაძლებლობას, დიდი რესურსების გარეშე შექმნან ეფექტური კამპანია მათი მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე.
მარიამ ხარაზიშვილი
«ARtttify ფაქტობრივად მთლიანად ცვლის ბაზარზე დღეს არსებულ მარკეტინგულ მოდელს. ბრენდებისთვის უკვე აშკარაა, რომ ტრადიციული მარკეტინგი აღარ მუშაობს და ვეღარ უზრუნველყოფს კამპანიაში მომხმარებლის ჩართულობას. ეს დიდმა, საერთაშორისო ბრენდებმა კარგად იციან და უკვე დაიწყეს მარკეტინგში ისეთი ახალი ტექნოლოგიების ათვისება, როგორიცაა აუგმენტური რეალობა. თუმცა ამ კონტენტის შექმნა და კამპანიის გაშვება საკმაო სირთულეებთანაა დაკავშირებული და თუ ბრენდს დიდი რესურსი არ აქვს, მის ინტეგრაციას მარკეტინგულ სტრატეგიაში ვერ ახერხებს».
დღეს ARtttify-ის უკვე 500-მდე საერთაშორისო ბრენდი ჰყავს, რომლებსაც სწორედ ამ მოდელით ემსახურებიან. ივნისის ბოლოს კი უშვებენ MVP-ის ფართო მასებისთვისაც. მომსახურების მისაღებად საკმარისია, მსურველებმა საიტზე თავიანთი ელექტრონული ფოსტის მისამართი დატოვონ. როგორც კომპანიაში ამბობენ, პირველ ეტაპზე, სამიზნე აუდიტორია მცირე და საშუალო ბიზნესია, ძირითადად, დასავლეთ ევროპიდან, რადგან ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ამ გეოგრაფიული არეალიდან აქვთ.
მარიამ ხარაზიშვილი
«თუ შეხედავთ ARtttify-ის პირდაპირ და არაპირდაპირ კონკურენტებს, ნახავთ, რომ პროცესები დანაწევრებული, რთული და მაღალხარჯიანია. მაგალითად, ერთი კონცენტრირდება მხოლოდ AR კონტენტის შექმნაზე მანუალურად — თუ გსურთ კონტენტის შექმნა, დაგჭირდებათ ან AR კრეატორი, ან თავად თქვენი ტექ ექსპერტიზა. მეორე მხარე კონცენტრირდება ძირითადად რეკლამაზე, ხოლო მესამე — მხოლოდ მომხმარებლის დაჯილდოებაზე. შესაბამისად, ეს ქმნის არასრულ და დროში გაწელილ პროცესს, სადაც რესურსები იხარჯება, ხოლო სათანადო შედეგი ვერ დგება. ARtttify ამ პრობლემებს 10-ჯერ ნაკლები ხარჯით და ერთიანად აგვარებს».
ARtttify-ზე დარეგისტრირებული ბრენდი სამ საფეხურს გადის იმისთვის, რომ AR კამპანია ჩაუშვას — პირველი 2 საფეხური კამპანიის იდეების მოფიქრება და AR-ის გენერაციის ფაზაა, რაც Generative AI-ის დახმარებით ხდება, შესაბამისად, ბრენდებს მხოლოდ 10 წუთი სჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარ მარკეტინგულ მიზნებზე მორგებული AR კონტენტი მიიღონ. მესამე ფაზა, რაც უკვე კონტენტის წარმოჩენას უზრუნველყოფს, თამაშის ელემენტებით არის აწყობილი. ამ ფაზას ARtttify-ში «ქვესტიფიკაციას» ეძახიან. აქ ბრენდი მომხმარებლებისთვის 5 წუთში ქმნის როლურ თამაშებს, სადაც უთითებს, რა აქტივობები უნდა განახორციელოს მომხმარებელმა იმისთვის, რომ კამპანიის ბოლოს დასაჩუქრდეს. პირობითად, ეს შეიძლება იყოს დავალება, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელმა ბრენდის AR გამოცდილების ირგვლივ მასალები უნდა შექმნას და სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმაზე გადააზიაროს.
მარიამ ხარაზიშვილი
«თავის დროზე, მსგავსი მოდელი Pepsi MAX-მა მანუალურად გამოიყენა. მომხმარებელს დავალება მისცა, ინსტაგრამსა და სხვა სოცქსელებში ფოტოსა და ვიდეოების მეშვეობით გაეზიარებინათ მიზეზები — რატომ ერჩივნათ პეპსი MAX კოკა-კოლას. მონაწილე მომხმარებლები უამრავი სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ, მათ შორის, წლის მანძილზე უფასო პეპსით. კამპანიამ შესანიშნავი შედეგი აჩვენა: 7000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო პეპსის საიტმა 50 000-ზე მეტი ახალი ვიზიტორი მიიღო».
ARtttify-ს მეშვეობით, უკვე მცირე და საშუალო ზომის ბრენდებსაც აქვთ შესაძლებლობა, აწარმოონ კონკურენტული კამპანიები მცირე დროში, შიდა რესურსებისა და ბიუჯეტის დაზოგვით. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპი ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა, რაც გამოჩნდა, მათ უკვე აქვთ საკვანძო პარტნიორობები დიდ მარკეტინგულ სააგენტოებთან და ემსახურებიან სხვადასხვა ზომის ბრენდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიაში ამბობენ, რომ 2023 წელს გეგმავენ კიდევ უფრო გაზრდას და საინვესტიციო რაუნდის გახსნას, სადაც მათ უკვე ჰყავთ დაინტერესებული უცხოელი ინვესტორები.
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
Azry საქართველოს ICT ბაზარზე ვეტერანი კომპანიაა — ის 2004 წელს დაფუძნდა და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო პროექტი განახორციელა — Azry საბანაკო და სატრანსპორტო სფეროში ტექნოლოგიური ცვლილებების მთავარი შემოქმედი იყო. კომპანიას სათავეში დავით ჯაფარიძე უდგას. მან dev.ge-სთან ინტერვიუში განვლილ გზაზე, აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.