„ანტრეპრენერობის ზეიმი" — როგორ ჩაიარა Techstars-ის სტარტაპ კვირეულმა
«ანტრეპრენერობის ზეიმი» — ასე აფასებს Startup Buro-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი, ჰაიკ ასრიანცი Techstars-ის სტარტაპ კვირეულს, რომელიც 11-15 დეკემბერს გაიმართა.
«ანტრეპრენერობის ზეიმი» — ასე აფასებს Startup Buro-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი, ჰაიკ ასრიანცი Techstars-ის სტარტაპ კვირეულს, რომელიც 11-15 დეკემბერს გაიმართა.
Techstars-ის სტარტაპ კვირეული (Techstars Startup Week Georgia), რომელიც წელს მესამედ ჩატარდა, 11 დეკემბერს ProductTank Tbilisi-ის ღონისძებით გაიხსნა და 15 დეკემბერს აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმით დაიხურა.
«ძალიან კმაყოფილები ვართ და უკვე დავიწყეთ მომავალი წლის კვირეულის დაგეგმვა». — გვეუბნება ჰაიკ ასრიანცი, Startup Buro-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი.
მისი თქმით, კვირეულის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, სტარტაპ ეკოსისტემის რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი, დონორები, ინვესტორები, სახელმწიფო სააგენტოები ერთმანეთს დააკავშიროს.
სტარტაპ ბიურო ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ის მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა მათი ჩართულობით წარმატებით დანერგონ ქვეყანაში ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.