ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Android 14-ზე შესაძლოა სატელიტური შეტყობინებების გაგზავნა გახდეს შესაძლებელი 

Android 14-ზე შესაძლოა გადაუდებელი სატელიტური შეტყობინებების გაგზავნა გახდეს შესაძლებელი — ეს, სავარაუდოდ, Google-ისა და Garmin-ის თანამშრომლობის შედეგად მოხდება.

კომენტარის დატოვება

პირველი, რომელმაც ორმხრივი გადაუდებელი სატელიტური შეტყობინებები დანერგა, Apple იყო. თუმცა, ყველასთვის ცხადია, Google ამ სერვისს თავადაც მალე უზრუნველყოფდა. 

დეველოპერის ნიილ რაჰმუნის მიერ აღმოჩენილი კოდის ფრაგმენტები (SamMobile-ის საშუალებით) მიანიშნებს გადაუდებელი სატელიტური შეტყობინებების ფუნქციის შესახებ, რომელიც Google Messages-ში შემოდის.

ჯერჯერობით არც Google-ს და არც Garmin-ს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ —  ჩვენ Android 14-ის გამოშვებას უნდა დაველოდოთ. ეს 2023 წლის ბოლოს მოხდება.

Garmin-ს აქვს სატელიტური შეტყობინებების მიმწოდებელი ისეთი მოწყობილობები, როგორიცაა InReach Messenger და InReach Mini 2. ისინი ირიდიუმის 66 სატელიტისგან შემდგარი თანავარსკვლავედს იყენებენ და სანდო და მოსახერხებელ სარეზერვო საშუალებად მიიჩნევიან იმ შემთხვევაში, თუ რამე ცუდი მოხდება. 

თუმცა, სატელიტური შეტყობინებების სმარტფონებში ინტეგრაციისთვის Google-ს ისეთი მოწყობილობები დასჭირდება, რომლებსაც თანამგზავრული შესაძლებლობები აქვთ, რაც ამჟამად საკმაოდ შეზღუდულია.

ისეთ სმარტფონებს, როგორიცაა Cat S75, ჩაშენებული აქვთ სატელიტური ანტენები, მაგრამ თუ Google ამ ფუნქციის Android 14-ში ჩაშენებას, გეგმავს, სავარაუდოა, რომ ანდროიდ ტელეფონების ძირითადი მწარმოებლები, როგორიცაა Samsung, Motorola და სხვა, სატელიტური მხარდაჭერას დაამატებენ.

ასევე წაიკითხეთ
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
როგორი იქნება Pixel 8 Pro-ის 360-გრადუსიანი სიმულატორი
როგორი იქნება Pixel 8 Pro-ის 360-გრადუსიანი სიმულატორი
როგორი იქნება Pixel 8 Pro-ის 360-გრადუსიანი სიმულატორი
Google-ის Duet AI ასისტენტი Gmail-სა და Docs-ში თვეში $30-ად არის ხელმისაწვდომი
Google-ის Duet AI ასისტენტი Gmail-სა და Docs-ში თვეში $30-ად არის ხელმისაწვდომი
Google-ის Duet AI ასისტენტი Gmail-სა და Docs-ში თვეში $30-ად არის ხელმისაწვდომი
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.