ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

„ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური ფოტო-ვიდეომასალა" — დაკავებულია 43 წლის კაცი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 43 წლის კაცი, რომელიც წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა ქალების ინტიმურ ფოტო და ვიდეომასალებს. აღმოჩნდა, რომ ჯამში მან 200 ქალის 5000-მდე ინტიმური ფოტო და ვიდეო მასალა შეგროვა. 

კომენტარის დატოვება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ის თავდაპირველად 19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული გ.ქ., ინტერნეტში, მათ შორის, Facebook-ის სხვადასხვა ჯგუფში, მის მიერვე შექმნილი ყალბი გვერდების გამოყენებით განცხადებებს ათავსებდა, რომლითაც ქალის თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ახალგაზრდა გოგოებს იწვევდა.

ბრალდებული ყალბი განცხადებით დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ფოტოგრაფად ყალბი სახელით და გვარით, «ნუკრი ჯიოშვილით» ეცნობოდა და ბინაში სატესტო ფოტოსესიებს უწყობდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ფოტოებს უღებდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა Facebook-ზე ქალის სახელით შექმნა ყალბი პროფილი «Qristi.n.K.Jioshvili», რომლითაც 19 წლის დაზარალებულ გოგოს დახურულ ჯგუფში ფოტოგრაფის თანაშემწედ გაეცნო.

დაპირდა, რომ თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესია იქნებოდა კონფიდენციალური, რადგან ფოტოებში არ გამოჩნდებოდა დაზარალებულის სახე.

გარკვეულ პირობებზე შეთანხმების შემდეგ, მან დაზარალებულს ფოტოგრაფისთვის გადასაცემად ტელეფონის ნომერი სთხოვა, მოგვიანებით კი თავადვე დაუკავშირდა, როგორც ფოტოგრაფი „ ნუკრი ჯიოშვილი» და  შემდგომი დასაქმების პირობით სატესტო ფოტოსესია დაუგეგმა.

2024 წლის მარტის თვეში, ბრალდებულმა 19 წლის გოგო გლდანში მდებარე თავის ბინაში მიიყვანა, სადაც მას როგორც ფოტოგრაფს, თითქოს სტუდია ქონდა მოწყობილი და ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები უკანონოდ მოიპოვა.

ფოტოსესიის შემდეგ, ბრალდებული ქალთან კომუნიკაციას ტელეფონით აგრძელებდა და მისი ინტიმური შინაარსის ფოტომასალის ნათესავებთან გავრცელებით ემუქრებოდა, თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნებს — არ შეხვდებოდა, სქესობრივ კავშირს არ დაამყარებდა და ახალ ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალას არ გადაუგზავნიდა.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულისგან ამაზე უარი მიიღო, მისი კიდევ ერთ ყალბ FB პროფილზე საჯაროდ განათავსა ფოტოსესიის დროს დაზარალებულისთვის გადაღებული ინტიმური ხასიათის ერთ-ერთი ფოტო სურათი და განაგრძო მუქარა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით გადაუდებელი, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებები მოიპოვა.

მათ შორის, ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, მისი მანქანის, საცხოვრებელი ადგილის და ასევე, გლდანში მდებარე იმ ბინის ჩხრეკა, სადაც ფოტოგადაღებებს ატარებდა.

მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ფოტოაპარატი, ფოტოსესიის ჩასატარებლად შესაბამისი მოწყობილობები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები.

აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.

გარდა ამისა, კაცის მობილური ტელეფონის შესწავლის შედეგად, საგამოძოებო სამსახურის თანამშრომლებმა ნახეს სხვა დაზარალებული ქალების მიმართ ინტიმური შინაარსის სურათების გავრცელების მუქარის და შანტაჟის შემცველი მესიჯები.

გამომძიებლებმა უკვე მოახდინეს რამდენიმე დაზარალებული ქალის იდენტიფიცირება, რომელთა ინტერესებს და უფლებებსაც ასევე დაიცავს საგამოძიებო სამსახური.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.

დაკავებულს ბრალი კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

17 წლის ბიჭმა 16 წლის გოგო დააშანტაჟა და ინტიმური ვიდეოს გადაღება აიძულა ის დაკავებულია
17 წლის ბიჭმა 16 წლის გოგო დააშანტაჟა და ინტიმური ვიდეოს გადაღება აიძულა, ის დაკავებულია
თემის მიხედვით
17 წლის ბიჭმა 16 წლის გოგო დააშანტაჟა და ინტიმური ვიდეოს გადაღება აიძულა, ის დაკავებულია
36 წლის კაცმა ყოფილი ცოლის ინტიმური ფოტოები მის ნათესავებს whatsapp-ით გაუგზავნა
36 წლის კაცმა ყოფილი ცოლის ინტიმური ფოტოები მის ნათესავებს whatsapp-ით გაუგზავნა
თემის მიხედვით
36 წლის კაცმა ყოფილი ცოლის ინტიმური ფოტოები მის ნათესავებს whatsapp-ით გაუგზავნა
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი - ციფრული დანაშაული
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი — ციფრული დანაშაული
თემის მიხედვით
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი — ციფრული დანაშაული

ასევე წაიკითხეთ
როგორ მოვიქცეთ, თუ ინტიმური მასალების გავრცელებით გვემუქრებიან ან თუ ეს უკვე გააკეთეს?
როგორ მოვიქცეთ, თუ ინტიმური მასალების გავრცელებით გვემუქრებიან ან თუ ეს უკვე გააკეთეს?
როგორ მოვიქცეთ, თუ ინტიმური მასალების გავრცელებით გვემუქრებიან ან თუ ეს უკვე გააკეთეს?
რამდენიმე თვის წინ TikTok-ის ქართველმა მომხმარებელმა გოგომ საჯაროდ თქვა, რომ მისი რეალური ფოტო მონტაჟით «გააშივლეს» და Discord-ის ერთ-ერთ არხზე გაავრცელეს. შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არხი უმეტესად მსგავს შინაარსს ეთმობოდა — გოგოების ყალბ შიშველ ფოტოებს და «მოთხოვნებით მუშაობდა» — არხზე რომელიმე მომხმარებელი ამა თუ იმ გოგოს ფოტოებს აქვეყნებდა წარწერით: «ამისიც გამიკეთეთ», შემდეგ კი სხვა მომხმარებელი მას «აშიშვლებდა». თუმცა, ზოგიერთი ფოტო და ვიდეო რეალურიც იყო.  dev.ge-მ მაშინ მასალის მომზადება სცადა, თუმცა, უშედეგოდ — რესპონდენტმა მედიასთან ლაპარაკი გადაიფიქრა. თუმცა, მანამდე გვითხრა, რომ საგამოძიებო უწყებას მიმართა, ასევე თქვა, რომ «არასრულწლოვანი გოგოები სასოწარკვეთილები არიან».  Discord-ის ის კონკრეტული არხი მალევე წაიშალა. თუმცა, არ წაშლილა და გამქრალა პრობლემა — ქალები და გოგოები, მათ შორის, არასრულწლოვნებიც, ხშირად ხდებიან პირადი ცხოვრების გავრცელებით მუქარის ან უშუალოდ გავრცელების მსხვერპლები. 
17 წლის ბიჭმა 16 წლის გოგო დააშანტაჟა და ინტიმური ვიდეოს გადაღება აიძულა, ის დაკავებულია
17 წლის ბიჭმა 16 წლის გოგო დააშანტაჟა და ინტიმური ვიდეოს გადაღება აიძულა, ის დაკავებულია
17 წლის ბიჭმა 16 წლის გოგო დააშანტაჟა და ინტიმური ვიდეოს გადაღება აიძულა, ის დაკავებულია
36 წლის კაცმა ყოფილი ცოლის ინტიმური ფოტოები მის ნათესავებს whatsapp-ით გაუგზავნა
36 წლის კაცმა ყოფილი ცოლის ინტიმური ფოტოები მის ნათესავებს whatsapp-ით გაუგზავნა
36 წლის კაცმა ყოფილი ცოლის ინტიმური ფოტოები მის ნათესავებს whatsapp-ით გაუგზავნა
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი - ციფრული დანაშაული
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი - ციფრული დანაშაული
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი - ციფრული დანაშაული
ციფრული სამყაროს ერთ-ერთ მთავარ დანაშაულებრივ გამოწვევას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და/ან ამით შანტაჟი წარმოადგენს. ეს დანაშაული საფრთხეს უქმნის ადამიანს და აყენებს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც შანტაჟთან და მანიპულაციასთან გამკლავება უწევს. მსხვერპლთა დიდი ნაწილი ქალი ან არასრულწლოვანი გოგოა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.