ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ მოვიქცეთ, თუ ინტიმური მასალების გავრცელებით გვემუქრებიან ან თუ ეს უკვე გააკეთეს?

რამდენიმე თვის წინ TikTok-ის ქართველმა მომხმარებელმა გოგომ საჯაროდ თქვა, რომ მისი რეალური ფოტო მონტაჟით «გააშივლეს» და Discord-ის ერთ-ერთ არხზე გაავრცელეს.

შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არხი უმეტესად მსგავს შინაარსს ეთმობოდა — გოგოების ყალბ შიშველ ფოტოებს და «მოთხოვნებით მუშაობდა» — არხზე რომელიმე მომხმარებელი ამა თუ იმ გოგოს ფოტოებს აქვეყნებდა წარწერით: «ამისიც გამიკეთეთ», შემდეგ კი სხვა მომხმარებელი მას «აშიშვლებდა». თუმცა, ზოგიერთი ფოტო და ვიდეო რეალურიც იყო. 

dev.ge-მ მაშინ მასალის მომზადება სცადა, თუმცა, უშედეგოდ — რესპონდენტმა მედიასთან ლაპარაკი გადაიფიქრა. თუმცა, მანამდე გვითხრა, რომ საგამოძიებო უწყებას მიმართა, ასევე თქვა, რომ «არასრულწლოვანი გოგოები სასოწარკვეთილები არიან». 

Discord-ის ის კონკრეტული არხი მალევე წაიშალა. თუმცა, არ წაშლილა და გამქრალა პრობლემა — ქალები და გოგოები, მათ შორის, არასრულწლოვნებიც, ხშირად ხდებიან პირადი ცხოვრების გავრცელებით მუქარის ან უშუალოდ გავრცელების მსხვერპლები. 

კომენტარის დატოვება

  • 2024 წლის 24 აპრილს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 27 წლის კაცი, რომელმაც ყოფილ მეგობარ ქალს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა ტელეგრამ ჯგუფში, სადაც 2500 მომხმარებელი ერთიანდებოდა. 
  • 2024 წლის 22 მარტს უწყებამ დააკავა 43 წლის კაცი, რომელიც წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა ქალების ინტიმურ ფოტო და ვიდეომასალებს. აღმოჩნდა, რომ ჯამში მან ტყუილით, მუქარითა და შანტაჟით 200 ქალის 5000-მდე ინტიმური ფოტო და ვიდეო მასალა შეაგროვა. 
  • 2 დღით ადრე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 17 წლის ბიჭი, რომელმაც 16 წლის გოგო დააშანტაჟა და ინტიმური ვიდეოს გადაღება აიძულა. 
  • 2024 წლის 23 იანვარს დააკავეს კაცი, რომელიც 13 წლის გოგოს შიშველი სხეულის ფოტოების გაგზავნას აიძულებდა.
  • იმავე დღეს უწყებამ განაცხადა, რომ დაკავებულია სხვა კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლის ინტიმური ფოტოები მის ნათესავებს whatsapp-ით გაუგზავნა. 

ეს არასრული ჩამონათვალია შემთხვევებისა, როცა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კაცები ქალების ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელების გამო დააკავა. 

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია და სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლითაც რეგულირდება: 157-ე, 157/1, 158-ე, 159-ე და დანაშაულის ხარისხის შესაბამისად, თავისუფლების 3-დან 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. 

არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელთა გამოც მსხვერპლი ქალები საგამოძიებო უწყებაში მისვლას თავს არიდებენ, მათ შორის მათთვის უმთავრესი მათი კონფიდენციალურობა. თუმცა, უწყება უზრუნველყოფს, ქალის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიებას შეტყობინების მიღებისთანავე იწყებენ, ესაუბრებიან დაზარალებულს და მისი კონფიდენციალურობის სრულ დაცვით და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ატარებენ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. 

ამასთან, არ გამოიკითხებიან პირები, რომლებსაც საქმესთან შემხებლობა არ აქვთ. თუ საქმის რომელიმე მონაკვეთში მესამე პირი გამოჩნდა, მასთან საუბარი ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილზე ხდება, რომელზე წვდომაც მას აქვს.

კონფიდენციალურობა შენარჩუნებულია არასრულწლოვანი მსხვერპლის შემთხვევაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში, დაზარალებული ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას იღებს.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით გაშანტაჟებენ და გემუქრებიან ან ეს მათ უკვე გააკეთეს: 

  • გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან. შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას «საფარი» ნომერზე: 599 40 76 03;
  • მიმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. უწყების ცხელი ხაზის ნომერია: 199. თბილისის გარდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს ოფისები: თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. გარდა ამისა, შეგიძლიათ, უწყებას დაუკავშირდეთ ფეისბუქზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.
  • მნიშვნელოვანია, დაზარალებულმა შეაგროვოს საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები: გადაიღეთ მუქარის მესიჯების, ასევე, გავრცელებული მასალების სქრინშოთები, შეინახეთ ლინკები. 
  • იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამნაშავეს თქვენი ინტიმური ფოტოები/პერსონალური ინფორმაცია თქვენი ნებით გაუზიარეთ, არ ნიშნავს, რომ მას მათი გავრცელების უფლება აქვს. 
  • მასალების გაზიარებისას გახსოვდეთ, რომ არსებულმა ნდობამ შესაძლოა, სამუდამოდ არ გასტანოს. ეცადეთ, არ გამოაჩინოთ ისეთი ნიშნები, რომლითაც შესაძლებელი იქნება თქვენი იდენტიფიცირება: არ გამოაჩინოთ სახე, ასევე — სახასიათო ნიშნები, მაგალითად, ტატუ ან პირსინგი, ასევე, ოთახი ან გარემო, რომლითაც მარტივად შეიძლება თქვენი ამოცნობა.
  • მასალების გაზიარებისას თქვენს პარტნიორს უთხარით, რომ არ გსურთ, მან ისინი შეინახოს. ეს გამოძიებისას თქვენი დაცვის მხარეს დაეხმარება. 

ასევე, გახსოვდეთ: 

ციფრულ სამყაროში არ არსებობს ბერკეტები, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისგან დაგვიცავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი გააქრობდი მესიჯების საშუალებით იგზავნება, შესაძლოა მეორე მხარემ მოასწროს სქრინშოთის გადაღება ან გადმოწერა. შესაბამისად, კადრები ინახება.

მსხვერპლი ხშირად ვერც კი იგებს, რომ მისი კადრები შენახულია. მსგავს შეტყობინებას არც ერთი მესენჯერ-აპლიკაცია არ აგზავნის.  

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი - ციფრული დანაშაული
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი — ციფრული დანაშაული
თემის მიხედვით
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი — ციფრული დანაშაული

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.