4 ნოემბერს Pre-seed აქსელერატორის, Founder Institute Georgia-ს ღონისძიება გაიმართება.
დამსწრეებს საშუალება ექნებათ, ღონისძიებაზე თავიანთი ბიზნესიდეა ინვესტორების და ექსპერტების პანელის წინაშე წარადგინონ და უკუკავშირიც მიიღონ.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ არა მხოლოდ მათ, ვისაც ბიზნეს იდეის წარდგენა სურს, არამედ მათაც, ვისაც სურს, მოისმინოს, როგორ აანალიზებენ და აფასებენ ექსპერტები სხვების სტარტაპებს და მათ იდეებს.
ღონისძიება ქართულ ენაზე ტარდება.
ინვესტორები და ექსპერტები არიან:
- ქეთი მეფარიშვილი, TWINO-ს აზიის რეგიონალური მენეჯერი
- გაბრიელ მელივა, Cactus Verify-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
- ვალერიან გეგიძე, Team Up-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, აქსელის (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის) წევრი
დასწრება შეუძლია ყველას:
- ვისაც უნდა, იდეა წამყვანმა მეწარმეებმა შეუფასონ
ვისაც საწყის ეტაპზე მყოფი სტარტაპი აქვს და ექსპერტების უკუკავშირი სურს
ვისაც სტარტაპის ან ტექნოლოგიური კომპანიის იდეა აქვს
ვისაც იდეის წარდგენაში გავარჯიშება და ექსპერტებისგან უკუკავშირი უნდა
ვის შეუძლია იდეის წარდგენა?
აუდიტორიიდან შეირჩევიან ადამიანები, რომლებიც იდეის წარდგენას შეძლებენ. პრეზენტაციის შესაძლებლობა მიეცემა იმდენ ადამიანს, რამდენის საშუალებასაც დროს გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება.
- ბმული იდეის წინასწარი რეგისტრაციისთვის;
მოსამზადებლად და წარდგენაზე სამუშაოდ, გადადი ამ ბმულზე;
მაყურებლის დასწრების რეგისტრაციის ბმული;
Founder Institute pre-seed აქსელერატორია, რაც ნიშნავს, რომ ორიენტირებულია განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ დამფუძნებლებსა და სტარტაპებზე, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ.