ბლოგის ავტორი: ანასტასია კოროვნიკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
რეკრუტერები ალბათ ყველაზე მომთმენი ხალხია დედამიწაზე. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობაა. თუმცა, სწორედ ასეთ სპეციალისტებს უწევთ ასობით არატრივიალურ პიროვნებასთან საუბარი და თითოეულ მათგანთან მიდგომა მუდმივად უნდა იპოვონ. თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად, რეკრუტერი ზოგჯერ იბნევა და ბრაზდება. და ამას წინ უძღვის კანდიდატების ქცევა — რეკრუტერების ვიზავი, რომელთანაც უნდა ააწყოს კონსტრუქციული დიალოგი და უნდა შეაფასოს, შესაფერისი იქნება თუ არა სამსახურისთვის ამა თუ იმ გუნდში.
ქვემოთ მოყვანილია 7 ტრიგერი რეკრუტერებისთვის, რომლებსაც სჯობს თავი აარიდოს კანდიდატმა, რომელიც სასურველ სფეროზე ფიქრობს.
არაპუნქტუალურობა
დაგვიანება ან საერთოდ გულმავიწყობა და გასაუბრებაზე შეთანხმებულ დროს არგამოჩენა — არის რედ ფლეგი კანდიდატის თვითორგანიზებულობასა და პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თანამედროვე დროში არსებობს ფორსმაჟორები და მაშინაც კი, თუ გაუთვალისწინებელი გარემოებები მოხდება, რეკრუტერის გაფრთხილება ღირს. აუხსენით, რომ დააგვიანებთ ან ვერ დაესწრებით გასაუბრებას. ამის გასაუბრებისთვის დანიშნულ დროს გაკეთება არაა სწორი. ყველა შესაძლო პრობლემა წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული — შეამოწმეთ კავშირი, კამერა, მიკროფონი, გქონდეთ «გეგმა B», თუ რამე არასწორად მოხდება.
თუ მენეჯერულ თანამდებობაზე მსურველი არაპუნქტუალური აღმოჩნდება, რეკრუტერი დეზორიენტირებული ხდება და არაკომფორტულად გრძნობს თავს. კანდიდატის ასეთი ქცევა მაშინვე ტოვებს მომავალი სამუშაოსადმი სავარაუდო დაუდევარი დამოკიდებულების შთაბეჭდილებას.
ძალიან გრძელი (ან ძალიან მოკლე) რეზიუმე
რეკრუტერები თავისი სამუშაო დროის მნიშვნელოვან ნაწილს კანდიდატების რეზიუმეების შესწავლას უთმობენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია თქვენ შესახებ და რელევანტურია ამ თანამდებობისთვის, წარმოდგენილი იყოს მოკლედ, სტრუქტურირებულად და გაწერილი არაუმეტეს ორ ფურცელზე. რაც უფრო სწრაფად გაეცნობა რეკრუტერი რეზიუმეს, უფრო მეტი შანსი ექნება დახუროს ესა თუ ის პოზიცია და ბიზნესს სარგებელი მოუტანოს. რელევანტური კანდიდატის თითოეული გრძელი რეზიუმე აჭიანურებს შეხვედრას ამ თანამდებობისთვის შესაფერისი სპეციალისტის რეკრუტერთან.
მოკლე რეზიუმე კი რეკრუტერს არ მისცემს საშუალებას, ყველა თქვენ შესაძლებლობასა და უნარს გაეცნოს. «ორწინადადებიანი რეზიუმეთი» სამსახურის გარეშე დარჩენას რისკავთ.
კანდიდატის ვიზუალი
გირჩევთ ონლაინ და ოფლაინ გასაუბრებებზეც კარგად იფიქროთ ვიზუალზე, ვარცხნილობაზე, მაკიაჟზე, რათა შეესაბამებოდეს იმ ადამიანს, ვისთანაც საუბრობთ და იმ ადგილს, სადაც მიწვეული ხართ.
ნეგატიური გამოხმაურება ყოფილ დამსაქმებლებზე
გასაუბრებებზე სერიოზულ შეცდომად მიიჩნევა სიტუაციები, როდესაც კანდიდატი ვიღაცის კომფორტის ზონას არღვევს — აკრიტიკებს თავის ყოფილ ხელმძღვანელს, სამუშაო ადგილს ან პირობებს, პირადულზე გადადის. ძალიან მიყვარს კითხვების დასმა, როგორ ხელმძღვანელთა კანდიდატს არ სურს მუშაობა. და ბევრი კანდიდატი თავისი ყოფილი უფროსის პირადულზე გადადის. მაშინ ნათელი ხდება, რომ თუ ეს ადამიანი ჩვენთან იმუშავებს, შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, ის იმავე ნეგატიური კუთხით გაავრცელებს ინფორმაციას ჩვენი კომპანიისა და ხელმძღვანელების შესახებ. ამიტომ, ტალახის სროლა და ყოფილ მენეჯერებსა და დამსაქმებლებზე ჩივილი ნამდვილად არ ეხმარება კანდიდატებს გასაუბრებაზე დადებითად წარმოაჩინონ თავი.
გასაუბრებისას კომუნიკაციის ადგილი და კამერა
რეკრუტერთან გასაუბრების დროს გათიშული კამერა კანდიდატს კარგად არ წარმოაჩენს. როგორც წესი, ვიდეო შეხვედრას წინ უძღვის სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც განვიხილავთ მომდევნო ეტაპის ფორმატს. ყოველთვის ვითხოვ კამერის ჩართვას, რადგან ამ ეტაპზე პოტენციური ხელმძღვანელიც იმყოფება. მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი ქეისები, როდესაც ადამიანი კამერით ქუჩიდან ერთვება. კარგია, თუ ეს რესტორანში ხდება რაღაც მიზეზით და ადამიანი გაფრთხილებს, რომ მუსიკა უკრავს და ამიტომაც მიკროფონს დაამიუთებს. მაგრამ როდესაც ეს ხდება ქუჩაში, სადაც ქარია და არაფერი ისმის, ეს უპასუხისმგებლობაა — მაშინვე ცხადი ხდება, რომ კანდიდატი ამა თუ იმ პოზიციით შესაბამისად დაინტერესებული არაა.
ჩაკეტილობა და კომუნიკაციის სურვილის არქონა
ხდება ისე, რომ კანდიდატები უბრალოდ არ არიან საუბრისა და გასაუბრების ხასიათზე. როცა რთულია მათგან სიტყვების, აზრების, პასუხების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ სატელეფონო ინტერვიუ მეგობრულ და ღია ფორმატში წარიმართა. ზოგჯერ, ასეთ ქცევას საკუთარ თავზე ვიღებდი — ალბათ, სადღაც კარგად ვერ ვიმუშავე, პირველი საუბრისას რაღაც ვერ გავიგონე. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, ნერვიულობით — მაშინ რეკრუტერმა კანდიდატი სწორ განწყობაზე უნდა დააყენოს. ისეც ხდება, რომ ადამიანი საერთოდ არ გამოდის კომუნიკაციაზე — ცუდ განწყობაზეა, ავადაა. ასეთი შეხვედრის გაუქმება სჯობს. სხვა შემთხვევაში ეს იქნება ჩავარდნა როგორც კანდიდატისთვის, ისე რეკრუტერისთვის, და ასევე ორივესთვის ფუჭად დაკარგული უამრავი დრო. სხვათა შორის, შეხვედრის გადადებას ასევე დროზე ადრე ვურჩევ, რათა პროცესის ყველა მონაწილემ საუბრისთვის დროის გამონახვა შეძლოს. არაფერია ცუდი გადატანილ გასაუბრებაში, თუ ეს სისტემატურად არ ხდება.
უგზო-უკვლოდ დაკარგული
ხანდახან ისე ხდება, რომ კანდიდატი ქრება. ტელეფონით კონტაქტზე არ გამოდის, არ პასუხობს შეტყობინებებს. იმავდროულად, დამსაქმებელი და მენეჯერი ან გუნდის ლიდერი უკვე მოემზადნენ პოტენციურ თანამშრომელთან შეხვედრისთვის და ელოდებიან მას ზარის დროს ან შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, ასეთი ისტორიები კანდიდატის მიმართ პატივისცემას არ იწვევს. და რადგანაც IT ბაზარი საკმაოდ კამერულია და ხშირად დამსაქმებლები ერთმანეთს იცნობენ, ასეთი საქციელი არა მხოლოდ აღიზიანებს რეკრუტერს, არამედ შესაძლოა გავლენა იქონიოს უპასუხისმგებლო ადამიანის დასაქმებაზე მომავალში. ჩვეულებრივ, არგამოცხადების მიზეზი თუ არგუმენტირებული არაა, კანდიდატი ბოდიშს არ იხდის რეკრუტერის წინაშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას მეორე შანსი მიეცეს, კონკრეტულ კომპანიაში ახალ როლში სცადოს თავი.