ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

25 მაისს თბილისში ფინტექ სიმპოზიუმი Bulls გაიმართება

თბილისში, 25 მაისს, ფინანსური ტექნოლოგიური სიმპოზიუმი Bulls გაიმართება — მესამე საიუბილეო წელთან დაკავშირებით «კრიპტო ბაზარი» ფინანსური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ღონისძიებას აანონსებს.

კომენტარის დატოვება

სიმპოზიუმის სტუმრები დაესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის პრაქტიკოსი სპიკერების გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს.

ღონისძიება მოიცავს შემდეგ თემებს:

  • კრიპტოვალუტა;
  • თანამედროვე ბიზნეს მოდელები;
  • მარკეტინგი;
  • მენეჯმენტი;
  • ინვესტიციები. 

ღონისძიება გამორჩეული იქნება ეფექტური ნეთვორქინგის შესაძლებლობებით და სხვადასხვა აქტივობებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ფინტექისა და კრიპტო ქომიუნითის განვითარებასა და საერთაშორისო კავშირების დამყარებას.

  • ღონისძიების გენერალური პარტნიორია ინდუსტრიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია «Tether».
  • ღონისძიებას უმასპინძლებს «რესპუბლიკა». 
  • ბილეთების გაყიდვა დაწყებულია, შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე 👈

«კრიპტო ბაზრის» შესახებ

2021 წლიდან Crypto Bazari საქართველოში ქმნის ფინანსური განათლების ყველაზე მნიშვნელოვან გარემოს, რომლითაც ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრის ფინანსურ განვითარებას, შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ბიზნეს საერთაშორისო ინვესტიციებზე მოიპოვოს წვდომა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლები.

კომპანიის მთავარი ფოკუსი ფინანსური განათლებაა, ბაზრის ზრდასთან ერთად კრიპტო ბაზრის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიპტო გადახდების, გადაცვლისა და ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით.

კრიპტო ბაზრის ღონისძიებები აერთიანებს ადამიანებს და ბრენდებს, რომლებიც საინტერესო კვალს ტოვებენ კრიპტო ვალუტების, ბიზნესის, მარკეტინგის, ტექნოლოგიების და ინოვაციების დარგში.

ამ პერიოდის განმავლობაში «კრიპტო ბაზარმა» 100-ზე მეტ სპიკერს და ათასობით ადამიანს უნასპინძლა.

  • საკონტაქტო პირი: ავთანდილ კუჭავა, დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი&ტელეწამყვანი —  [email protected]
  • მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Facebook გვერდს და ვებსაიტს 👈
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
თემის მიხედვით
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი არგენტინის ბაზარზე შესვლას გეგმავს 
«კრიპტო ბაზარი» არგენტინის ბაზარზე შესვლას გეგმავს 
თემის მიხედვით
«კრიპტო ბაზარი» არგენტინის ბაზარზე შესვლას გეგმავს 
კუჭავა: თუ კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვა სურთ მშვიდად შეეგებონ კანონს
კუჭავა: თუ კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვა სურთ, მშვიდად შეეგებონ კანონს
თემის მიხედვით
კუჭავა: თუ კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვა სურთ, მშვიდად შეეგებონ კანონს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.