ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

24 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკა მეტავერსში გადაინაცვლებს

მეტავერს ღონისძიებების სააგენტოს, ARRIVAL-ის ორგანიზებით, 24 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა სტუმრებს ფიზიკურ ადგილთან ერთად Spatial-ის მეტავერსში უმასპინძლებს.

კომენტარის დატოვება

ღონისძიება, სახელად Web3 Startups Night  რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელსაც ARRIVAL-ის გუნდი ჰიბრიდული მოდელით ჩაატარებს. Web3 კონფერენციის ჰიბრიდული მოდელი გულისხმობს ვირტუალური და რეალური სამყაროების სინთეზს, რაც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაესწრონ იმავე ივენთს, რომელიც ფიზიკურ ლოკაციაზე ტარდება.

საღამოს გახსნიან Web3 სივრცეში მომუშავე სტარტაპერები: ზურა შარაშენიძე — Two Point Zero-ს აღმასრულებელი დირექტორი; გივი გამყრელიძე — კომპანია ფარაოს დამფუძნებელი და დირექტორი და ლუკა ბახსოლიანი — NXT Lab-ის მმართველი პარტნიორი. 

ისინი გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ამ სფეროში და ისაუბრებენ სირთულეებზე, რომლებიც Web3-ში ბიზნესის დაწყებასთან ერთად იჩენს თავს.

ისინი ასევე განიხილავენ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ ინდუსტრიაშია და სტუმრებს ექნებათ პირდაპირ რეჟიმში კითხვების დასმის შესაძლებლობა.

სპიკერების გამოსვლის დასრულების შემდეგ, სტუმრების თვალწინ გაიმართება Audio Reactive Immersive შოუ, რომელიც მნახველს აუდიო-ვიზუალურ გამოცდილებას სთავაზობს.ღონისძიებაზე მეტავერსში უფასოდ დასასწრებად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია 

რეალურ სივრცეში დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

Web3 Startups Night ღონისძიების ორგანიზატორია Arrival — მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ეხმარება კომპანიებს, ორგანიზაციებს ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში და შექმნან საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო გამოცდილებები დამსწრეებისთვის.

ღონისძიების პარტნიორები არიან:  MetaViu, GITANoxtton, Binance. 

ასევე წაიკითხეთ
GITA — 17 მარტს თბილისსა და ბათუმში Web3 ჰაკათონი ჩატარდება
GITA — 17 მარტს თბილისსა და ბათუმში Web3 ჰაკათონი ჩატარდება
GITA — 17 მარტს თბილისსა და ბათუმში Web3 ჰაკათონი ჩატარდება
D-ID API-ზე მუშაობს, რომელიც ციფრულ AI ადამიანთან საუბრის საშუალებას მოგვცემს
D-ID API-ზე მუშაობს, რომელიც ციფრულ AI ადამიანთან საუბრის საშუალებას მოგვცემს
D-ID API-ზე მუშაობს, რომელიც ციფრულ AI ადამიანთან საუბრის საშუალებას მოგვცემს
გახდება თუ არა Metaverse თქვენი ახალი სამუშაო სივრცე
გახდება თუ არა Metaverse თქვენი ახალი სამუშაო სივრცე
გახდება თუ არა Metaverse თქვენი ახალი სამუშაო სივრცე
საქართველო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2022 წელს
საქართველო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2022 წელს
საქართველო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2022 წელს
2022 წელს საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა — გაჩნდა უამრავი სტარტაპი, რომლებმაც მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს. ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე და დინამიკურ რეჟიმში აგრძელებს განვითარებას.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.