ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

10+1 საუკეთესო PHP კურსი ვებ დიზაინისა და დეველოპმენტის შესასწავლად

როცა საქმე ეხება პროგრამირების მარტივი ენის შესწავლას ვებ დეველოპმენტისთვის, PHP საუკეთესო არჩევანია. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვერული პროგრამირების ენაა.  PHP მდიდარია ისეთი პროგრამული სისტემის სტრუქტურული ჩარჩოებით პროგრამული სისტემის სტრუქტურული ჩარჩოებით, როგორიცაა Laravel და Codeigniter, რაც ამარტივებს ვებ დეველოპინგს. მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის შესაქმნელად სწორედ PHP გამოიყენა.

კომენტარის დატოვება
10+1 საუკეთესო PHP კურსი ვებ დიზაინისა და დეველოპმენტის შესასწავლად

როცა საქმე ეხება პროგრამირების მარტივი ენის შესწავლას ვებ დეველოპმენტისთვის, PHP საუკეთესო არჩევანია. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვერული პროგრამირების ენაა.  PHP მდიდარია ისეთი პროგრამული სისტემის სტრუქტურული ჩარჩოებით პროგრამული სისტემის სტრუქტურული ჩარჩოებით, როგორიცაა Laravel და Codeigniter, რაც ამარტივებს ვებ დეველოპინგს. მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის შესაქმნელად სწორედ PHP გამოიყენა.

უნდა ვისწავლოთ თუ არა PHP 2022 წელს

მიუხედავად იმისა, რომ JavaScipt-მა და  Python-მა ბოლო წლების განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვეს, PHP ისევ მნიშვნელოვანია ვებ დეველოპმენტის სფეროში.

PHP დეველოპერებისთვის ბევრი სამუშაო ადგილია, როგორც ფრილანსინგში, ისე სრულ-განაკვეთიან სამსახურებში. მილიონობით საიტია, რომლებიც PHP-ის გამოყენებითაა აწყობილი, მათ შორის WordPress-ის საიტები, რომლებიც იყენებენ PHP-ის შენაერთებს. PHP ადვილი სასწავლი და გამოსაყენებელია. 

2022 წლისთვის ვებ დეველოპმენტის შემსწავლელ კურსთა შორის ლიდერობენ Udemy-ის, Coursera-ს, Pluralsight-სა და Educative-ის კურსები — ისინი შექმნილია ექსპერტებისა და განმანათლებლების მიერ, რომლებსაც მსოფლიოს გარშემო ათასობით დეველოპერი იცნობს და ენდობა.

  • PHP დამწყებთათვის [Udemy best Course]

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო PHP კურსი Udemy-ზე, რომელიც თავის თავში აერთიანებს 37 საათიან ვიდეო კონტენტს დამწყებთათვის.

ვებ დეველოპერისა და Udemy-ის ინსტრუქტორის, ედვინ დიაზის მიერ შექმნილი კურსი გასწავლით ყველაფერს PHP-ის შესახებ. მონაცემთა ტიპებს, PHP-ის HTML-ში მოთავსებას, განცხადებებსა და მათ ფუნქციებს.

ამის შემდეგ თქვენ ისწავლით ისეთ საკითხებს, როგორიცაა უსაფრთხოება და დაშიფვრა, დაუცველობის თავიდან არიდება და ისეთი CMS სისტემების შექმნა, როგორიცაა Wordpress.

თქვენ ასევე შეისწავლით MySQL-ს, Ajax-ს, ასევე იმას, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ ხარვეზები თქვენს კოდში და როგორ გამოიყენეთ PHP რეალური პროექტების შესაქმნელად.

ეს კურსი 97,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. მისი საშუალო შეფასება 4.4-ია. 

კურსის ნახვა

  • შექმენით სოციალური ქსელი ნულიდან  [Udemy]

არ არსებობს უკეთესი გზა პროგრამირების ენის, პროგრამული სისტემის სტრუქტურული  ჩარჩოების ან ტექნოლოგიების შესასწავლად, ვიდრე პროექტის შექმნა. თუ თქვენ გიყვართ პრაქტიკული სწავლა, მაშინ ეს PHP კურსი თქვენთვისაა.

რის კენის მიერ შექმნილი კურსი კარგი გზაა PHP-ის შესასწავლად, ასევე სოციალური ქსელის შესაქმნელად, რომელიც თავის თავში გააერთიანებს სარეგისტრაციო ფორმას, ვები საიტის აწყობას, ნიუსფიდის, პოსტების, პროფილების შექმნას, შეტყობინებების პანელს, მომხმარებლის პარამეტრებსა და მრავალ სხვას.

კურსზე 11,500-ზე მეტი სტუდენტია დარეგისტრირებული და 4.5 ქულითაა შეფასებული.

თუ გსურთ სოციალური ქსელების შექმნა, ეს კურსი თქვენთვისაა.

კურსის ნახვა

  • ვებ აპლიკაციები ყველასთვის [Coursera]

მიჩიგანის უნივერსიტეტის შემოთავაზებული დიდი სპეციალიზაციის კურსი Coursera-ზე გამოიყენება PHP-ისა და ვებ აპლიკაციების შესასწავლად. ასევე, ვებ აპლიკაციების ძირითადი სტრუქტურების გასაგებად.

ამ კურსზე შეისწავლით:

  1. როგორ ჩამოწეროთ თქვენი დეველოპმენტის გარემო;
  2. მონაცემთა ბაზის შექმნა PHP-ისა და MySQL-ს გამოყენებით;
  3. JavaScript-ის გამოყენებით PHP-ის ვებ აპლიკაციებთან ინტერაქცია;
  4. მრავალი-მრავალზე ურთიერთობების მოდელირება.

ეს კურსი ასევე გაცნობთ მონაცემთა ბაზის ტექნოლოგიებს, განსაკუთრებით SQL-ს.

თქვენ ასევე შეისწავლით რამდენიმე ვებ აპლიკაციის შექმნას, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი დეველოპერული პორტფოლიოს შექმნაში.

ამ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტთა 44%-ზე მეტმა დაიწყო კარიერა.

კურსის ნახვა

  • PHP-ის საფუძვლები [Pluralsight]

Pluralsight კიდევ ერთი კარგი ონლაინ სასწავლო პლატფორმაა პროგრამისტებისა და დეველოპერებისთვის.

თუ კი თქვენ ეძებთ საუკეთესო კურსს Pluralsight-ზე PHP-ის შესასწავლად, ეს კურსი თქვენთვისაა. კურსი გასწავლით PHP-ის საფუძვლების პროგრამირებას LAMP დასტაზე.

Jill Gundersen-ის მიერ შექმნილი, დამწყებებზე მორგებული კურსი დაგეხმარებათ, დაიწყოთ PHP-ის სინტაქსის შესწავლა, მონაცემთა ტიპები და ფუნქციების გამოყენება იმისთვის, რომ თქვენი კოდი უფრო მარტივად აღსაქმელი და გასაგები გახდეს ვებ პროგრამირებისას.

მთავარი უნარები რომლებსაც ეს კურსი შეგძენთ:

  1. PHP სინტაქსი;
  2. ჩაშენებული PHP ფუნქციები;
  3. მუდმივი მონაცემები ვებ გვერდებზე;
  4. მონაცემთა ბაზასთან დაკავშირება.

კურსის ნახვა

  • PHP Laravel-ით დამწყებთათვის [Udemy Course]

თუ ეძებთ კურსს, რომელიც PHP-თან ერთად Laraval-ის შესწავლაში დაგეხმარებათ, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა. PHP შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ აპლიკაციების შესაქმნელად, თუმცა უკეთესი და მეტად დაცული კოდების შესაქმნელად Laravel-ის მსგავსი პროგრამული სისტემის სტრუქტურული ჩარჩოებია საჭირო.

ედვინ დიაზის მიერ შექმნილი კურსი გასწავლით თითქმის ყველაფერს, რისი ცოდნაც დაგჭირდებათ Laver-ის დეველოპინგზე, მონაცემთა ტიპებზე, SQL-ის მონაცემთა ბაზაზე, უსაფრთხოებაზე, იმეილების გაგზავნაზე და სხვა.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული PHP ჩარჩო, რომელიც გამოიყენება ვებ აპლიკაციებში.

ამ კურსის საშუალებით თქვენ შეძლებთ შექმნათ გამორჩეული ვებ აპლიკაციები, როგორიცააб მაგალითად, E-commerce აპლიკაცია, ფოტოების გასაზიარებელი აპლიკაცია, თანამშრომელთა მართვის სისტემები და სხვა.

კურსის ნახვა

  • საგანზე ორიენტირებული PHP & MVC (Brad Traversy)

საუკეთესო გზა ნებისმიერი ენის სასწავლად არის ძალიან ბევრი ვარჯიში. ეს კურსი გასწავლით თუ როგორ შექმნათ PHP პროგრამული სისტემის სტრუქტურული ჩარჩოები და შემდეგ ააწყოთ ვებ აპლიკაციები მათი გამოყენებით.

ბრედ ტრავერსის მიერ შექმნილი ეს კურსი  გასწავლით PHP-ის 6.5 საათში. თქვენ ისწავლით PHP-ის, საგანზე ორიენტირებულ პროგრამირებას, MVC არქიტექტურას და ასევე PHP აპლიკაციების განლაგებას.

კურსის ნახვა

  • PHP Unit შემოწმება PHPUnit

როგორც პროფესიონალმა PHP დეველოპერმა, უნდა იცოდეთ, როგორ დაწეროთ Unit გამომცდელი თქვენი PHP კოდისთვის. ეს უნარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დამწყებთათვის.

როდესაც საქმე ეხება Unit-ის შემოწმებას PHP-ში, PHPUnit ყველაზე პოპულარულია, ისევე როგორც JUnit Java-სთვის. PHPUnit-ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ხარვეზების შემმოწმებელი, რომელიც სწრაფად და დასაწყისშივე აღმოაჩენს შეცდომას, რათა გააუმჯობესოს თქვენი კოდის ხარისხი.

ეს კურსი თქვენ გასწავლით:

  • როგორ დაწეროთ ავტომატიზებული ტესტები თქვენი ფუნქციებისა და კლასებისთვის;
  • როგორ დაწეროთ უკეთესი კოდი ნაკლები ხარვეზებით, ნაკლებ დროში;
  • შექმნათ კოდი ტესტზე-ორიენტირებული განვითარებით;
  • იცოდეთ, რომ კოდი რომელსაც თქვენ წერთ, მუშაობს ისე, როგორც თქვენ გსურთ;
  • თქვენი კოდისთვის გქონდეთ უკეთესი დოკუმენტაცია.

თუ კი თქვენ ხართ PHP დეველოპერი და გსურთ ისწავლოთ, როგორ დაწეროთ უკეთესი კოდი ნაკლები ხარვეზებით, უნდა ისწავლოთ Unit გამომცდელების წერა.

კურსის ნახვა

  • PHP დამწყებთათვის: როგორ შევქმნათ ელექტრონული კომერციის მაღაზია 

 თუ ეძებთ PHP პროექტს, ეს კურსი თქვენთვისაა. ამ კურსით თქვენ ისწავლით PHP-ის აწყობას ელექტრონული კომერციის მაღაზიებისთვის

ედვინ დიაზის მიერ შექმნილი 15-საათიანი კურსი ნაბიჯ-ნაბიჯ გიხსნით, როგორ შეიძლება ელექტრონული კომერციის ვებ საიტის შექმნა PHP-ით.

ბევრი სხვა PHP კურსისგან განსხვავებით, ამ კურსის პროექტი უფრო ფუნქციური და დაცულია. თქვენ ისწავლით უფრო მეტ ტექნიკას, კოდის უკეთესად ორგანიზებას და ვებზე საბოლოო აპლიკაციების ატვირთვას

კურსის ნახვა

  • PHP დამწყებთათვის: ტიმ ბუჩალაკას კურსი [Best Udemy Course]

ტიმ ბუჩალაკას კურსი იწყება გარემოს შექმნითა და PHP-ის პროგრამირების ისეთი საფუძვლების შესწავლით, როგორებიცაა ცვლადები და მასივები.

ამის შემდეგ, კურსი გთავაზობთ შესავალს HTML-ში და უკავშირებს მას PHP-ის. კურსი გასწავლით მონაცემთა ბაზის გაცნობასა და დაკავშირებას PHP-სა და OOP-თან, ასევე აუდენტიფიკაციას, იმეილებს და სხვა.

კურსის განმავლობაში თქვენ ააწყობთ კონტენტის მაკონტროლებელ სისტემას PHP-სა და MySQL-ის გამოყენებით და შეიძენთ რამდენიმე ძირითად უნარს. მაგალითად, როგორ შექმნათ კოდის სტრუქტურა საგანზე ორიენტირებული პროგრამირების ტექნიკით და როგორ გამოიყენოთ ურთიერთობითი მონაცემთა ბაზა PHP-ის გამოყენებით.

თქვენ ასევე ისწავლით ისეთ უნარებს, რომლებიც მნიშვნელოვანია რეალურ მსოფლიოში PHP დეველოპმენტისთვის. როგორიცაა, მესამე მხარის კოდის ჩართვა თქვენს საიტში, როგორ დაწეროთ ხელახლა გამოყენებადი, უფრო მდგრადი კოდი — მთლიანობაში, კურსი, რომელიც დამწყებებს მთლიანად შეასწავლის PHP-ის.

კურსის ნახვა

  • ისწავლეთ PHP ნულიდან (უფასო Educative-ის კურსი)

თუ ეძებთ ინტერაქციულ კურსს PHP-ის ონლაინ სასწავლად, მაშინ ეს ტექსტზე ორიენტირებული, ინტერაქციული კურსი Edicative-ის კურსი საუკეთესო უფასო არჩევანია.

Educative არის ახალი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ, შეიძინოთ ტექნოლოგიური უნარები. პროგრამა საშუალებას გაძლევთ, შექმნათ კოდი პირდაპირ თქვენს ბრაუზერში, რაც სწავლების პროცესს ამარტივებს და ამასთან, არ ხდის საჭიროს რაიმე ტიპის პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას.

ეს PHP-ის კურსი მოითხოვს ჩართულობას და ასე აცნობს სტუდენტებს მსოფლიოში ყველაზე გამოყენებადი პროგრამირების ენების ფუნდამენტებს.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ, ეფექტურად შექმნათ ვებ აპლიკაციები და დაეუფლოთ ისეთ უნარებს, როგორებიცაა კლასები და გამონაკლისთა მართვა.

კურსის ნახვა

  • ბონუსი: 

ზურა სეხნიაშვილის ინგლისურენოვანი, 7-საათიანი კურსი დამწყებებისთვის. 

ის ბრედ ტრავერსის Youtube არხზე — Traversy Media-ზე 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ზურა სეხნიაშვილი გასწავლით ყველაფერს, რაც გჭირდებათ იმისთვის, რომ PHP-ში მუშაობა შეძლოთ.

ეს კურსები გახლავთ საუკეთესო ონლაინ კურსები PHP-ის სიღრმისეულად შესასწავლად.

როდესაც დაიწყებთ ვებ დეველოპმენტის შესწავლას, აირჩიეთ PHP — ის ფართოდ გამოიყენება, შესაბამისად თქვენ გეყოლებათ უამრავი ადამიანი, რომლებსაც შეეძლებათ დაგეხმარონ სინტაქსში, კოდირებაში და ვებ საიტის შეფასებაში.



ასევე წაიკითხეთ
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
გსურთ, შვებულება ხალისიანად გაატაროთ და ჰორიზონტი გაიფართოვოთ? სცადეთ ახალი შემოქმედებითი უნარის ათვისება. ცნობილია, რომ შემოქმედებითი გამოხატვა ამცირებს სტრესსა და შფოთს, ამავე დროს, ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას არანაკლებ მოგზაურობისა. აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი მხარე Udemy-ს კურსების საშუალებით.
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.