ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

20 წლის რუსუდან თოფურიას სტარტაპი ესპანური კონკურსის გამარჯვებული გახდა

dev.ge დღეს 20 წლის რუსუდან თოფურიას გაგაცნობთ, რომელიც ესპანეთში, IE university-ში სწავლობს და სტარტაპზე მუშაობს. მისი წამოწყება, რომელიც მიზნად სტუდენტებისთვის ცხოვრების გამარტივებას ისახავს, კონკურსის გამარჯვებულიც გახდა. 

კომენტარის დატოვება

საქართველოში ლოგოსის საერთაშორისო აკადემიის დასრულების შემდეგ რუსუდან თოფურიამ საზღვარგარეთ სწავლა გადაწყვიტა. არჩევანი მათემატიკასა და ბიზნესს შორის უნდა გაეკეთებინა და საბოლოოდ ეს უკანასკნელი არჩია. ესპანეთში, IE-ს უნივერსიტეტში დაფინანსებით მიიღეს. სწავლა 2020 წელს ონლაინ დაიწყო, 2021 წლის მარტში კი ესპანეთშიც გაემგზავრა. 

გადატვირთული სასწავლო გრაფიკის მიუხედავად, რუსუდანი მაინც ახერხებს  სტარტაპზე მუშაობას, რომელიც მის მეგობარს, ლუსი დორესს მოაფიქრდა —  ისინი ერთობლივი ძალებით ცდილობენ, შექმნან საიტი, რომლის დახმარებითაც სტუდენტები ბინების დათვალიერებას და  ერთმანეთთან დაკავშირებას შეძლებენ. 

«ჩემი მეგობრის ოჯახი ხშირად იყენებდა მსგავს პლატფორმას, ლუსიმაც იფიქრა, რომ იგივე პროგრამა შეექმნა სტუდენტებისთვის, რომელიც მათ მოკლე ვადიან მოგზაურობას უფრო გააადვილებდა. შემომთავაზა ამ იდეაზე ერთად გვემუშავა და მეც დავთანხმდი». — ამბობს რუსუდანი. 

მისი თქმით, იგეგმება დიდ უნივერსიტეტებთან დაკავშირება და პარტნიორობის შეთავაზება. 

მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპი ჯერ შექმნის პროცესშია, იდეა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ კონკურსში — Le Venture Lab Competition — საუკეთესო სტარტაპის ნომინაციაში გაიმარჯვა. 

«ეს კონკურსი წელიწადში ორჯერ იმართება. ჩემი უნივერსიტეტი ეხმარება თავის მოსწავლეებს, შექმნან და განავითარონ თავიანთი სტარტაპები. ჩვენ 150-ზე მეტი გუნდიდან აგვირჩიეს. მთელი სემესტრის განმავლობაში გვიტარდებოდა დამატებითი გაკვეთილები ჩვენი სტარტაპის განვითარებისთვის. საბოლოოდ, 1-ლ დეკემბერს ჩატარდა ფინალი და გავიმარჯვეთ». — ამბობს რუსა. 

როგორც რუსუდანი ამბობს, ამ კონკურსში გამარჯვება მისთვის და მისი პარტნიორისთვის დამატებითი სტიმული გახდება, რათა სტარტაპი უფრო მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც ის სჭირდება. 

ასევე წაიკითხეთ
ქვემო ქართლში GITA-ს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ქვემო ქართლში GITA-ს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ქვემო ქართლში GITA-ს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
11 დეკემბერს ბათუმში აქსელი სტარტაპ საინვესტიციო ფორუმს გამართავს
11 დეკემბერს ბათუმში აქსელი სტარტაპ საინვესტიციო ფორუმს გამართავს
11 დეკემბერს ბათუმში აქსელი სტარტაპ საინვესტიციო ფორუმს გამართავს
იმფაქთ ჰაბ თბილისი Startup Wise Guys-სთან თანამშრომლობას იწყებს
იმფაქთ ჰაბ თბილისი Startup Wise Guys-სთან თანამშრომლობას იწყებს
იმფაქთ ჰაბ თბილისი Startup Wise Guys-სთან თანამშრომლობას იწყებს
ქვიზი — რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ? — ნაწილი II
ქვიზი — რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ? — ნაწილი II
ქვიზი — რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ? — ნაწილი II
საქართველოს ეკონომიკაში ინოვაციური სტარტაპების ეკოსისტემა დღითიდღე ვითარდება. დღეს დაფუძნებულია, მუშაობს და ვითარდება არაერთი სტარტაპი. მათ შესახებ dev.ge-იც ხშირად წერს. გთავაზობთ კიდევ ერთ ქვიზს, რათა გაიგოთ, რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ 👇
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.