ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

19 ივლისს 500 Global-ის საინვესტიციო აქსელერატორი გაიმართება

19 ივლისს, 18:00 საათზე 500 Global-ის საინვესტიციო აქსელერატორი გაიმართება — ღონისძიების ორგანიზატორია GITA • Tech Park.

კომენტარის დატოვება
19 ივლისს 500 Global-ის საინვესტიციო აქსელერატორი გაიმართება

19 ივლისს, 18:00 საათზე 500 Global-ის საინვესტიციო აქსელერატორი გაიმართება — ღონისძიების ორგანიზატორია GITA • Tech Park.

ეს 12 კვირიანი საინვესტიციო აქსელერატორი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის არის განკუთვნილი, როგორც საქართველოში, ასევე მიმდებარე EECCA (აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია და ცენტრალური აზია) რეგიონში.

სტარტაპებისთვის, რომლებიც ინვესტორების მოზიდვითა და MVP-ის შექმნით არიან დაინტერესებული, ასევე მენტორობის მიღება სურთ, პროგრამა იდეალურია. ეს არის თქვენი შანსი, 500 Global-ის საერთაშორისო პორტფოლიოს შეუერთდეთ.

აქსელერაციის პროგრამა შერჩეული სტარტაპების დაფინანსებასა და მათზე მორგებული მენტორიბის გაწევას ისახავს მიზნად. 

პროგრამის ფარგლებში, შანსი გაქვთ, პირადად შეხვდეთ სხვა დამფუძნებლებს — გაცვალოთ ცოდნა და გამოცდილება და ახალ კავშირებს საფუძველი ჩაუყაროთ.

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2.5 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global-ი ორიენტირდება ისეთ ბაზრებზე, სადაც ტექნოლოგიას, ინოვაციებსა და კაპიტალს აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი ღირებულების შექმნასა და ეკონომიკის ზრდას.

500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა.

დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80-ზე მეტი ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 45-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და «exited» კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი
როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი
თემის მიხედვით
როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი


ასევე წაიკითხეთ
SaaSargeblo.ge — ახალი პლატფორმა SaaS სტარტაპების პროდუქტებისთის
SaaSargeblo.ge — ახალი პლატფორმა SaaS სტარტაპების პროდუქტებისთის
SaaSargeblo.ge — ახალი პლატფორმა SaaS სტარტაპების პროდუქტებისთის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
29 სექტემბერს აქსელი საინვესტიციო ეკოსისტემის მე-2 კონფერენციას გამართავს 
29 სექტემბერს აქსელი საინვესტიციო ეკოსისტემის მე-2 კონფერენციას გამართავს 
29 სექტემბერს აქსელი საინვესტიციო ეკოსისტემის მე-2 კონფერენციას გამართავს 
Surge Summit-ის სტარტაპ კონკურსში Wempler-მა გაიმარჯვა
Surge Summit-ის სტარტაპ კონკურსში Wempler-მა გაიმარჯვა
Surge Summit-ის სტარტაპ კონკურსში Wempler-მა გაიმარჯვა
Surge Summit-ის Pitch კონკურსის გამარჯვებული სტარტაპი Wempler გახდა. მას $20 000 გადაეცა. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.