ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

17-19 ნოემბერს თბილისში რიგით მე-6 DataFest გაიმართება

მონაცემთა ყველაზე მასშტაბური ფესტივალი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში — DataFest 17-19 ნოემბერს თბილისში გაიმართება. შესაძლებელი იქნება ღონისძიებაში ონლაინ, Zoom-ით მონაწილეობაც. 

კომენტარის დატოვება

DataFest-ს კომპანია ForSet ატარებს, ევროკავშირის პროექტის — აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის დახმარებით.

DataFest Tbilisi აერთიანებს ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მარკეტინგის სპეციალისტებს, ბიზნეს პროფესიონალებს, საჯარო მოხელეებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, დეველოპერებს და დიზაინერებს, რომლებიც მონაცემებზე მუშაობენ. 

2022 წლის მონაცემთა ფესტივალზე ელოდებიან 500-ზე მეტ დამსწრეს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან.

სამი დღის განმავლობაში ისინი გაეცნობიან: 

  • მონაცემთა ჟურნალისტიკას;
  •  მონაცემთა ანალიტიკას;
  • მონაცემთა მეცნიერებასა და ხელოვნურ ინტელექტს;
  • მონაცემთა ვიზუალიზაციას; 

გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სხვადასხვა დატათონში და მოიპოვონ ფულადი პრიზები.

აპლიკაციები ღიაა და მონაწილეობის მსურველებს დარეგისტრირება ჯერაც შეუძლიათ. 7 ნოემბრის ჩათვლით შესაძლებელია დაფინანსების მოთხოვნაც. 

აპლიკაციის გაგზავნა შეუძლიათ დაინტერესებულ ადამიანებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, ბელორუსიდან, უკრაინიდან. 

ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ევროკავშირის ქვეყნებში და მის გარეთ, მოხალისეებს, რეპორტიორებს, რომლებიც მუშაობენ არაკომერციულ მედიაში, სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულ ადამიანებს. 

აპლიკაციის შესავსებად გადადით ლინკზე

ასევე წაიკითხეთ
კრაკერებმა AT&T-ის მილიონობით მომხმარებლის სახელი და ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნეს
კრაკერებმა AT&T-ის მილიონობით მომხმარებლის სახელი და ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნეს
კრაკერებმა AT&T-ის მილიონობით მომხმარებლის სახელი და ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნეს
მონაცემთა მეცნიერების 10+ საუკეთესო კურსი 2023 წელს
მონაცემთა მეცნიერების 10+ საუკეთესო კურსი 2023 წელს
მონაცემთა მეცნიერების 10+ საუკეთესო კურსი 2023 წელს
Digitaldefynd -ის გუნდმა შეარჩია მონაცემთა მეცნიერების ყველაზე პოპულარული კურსები. ამ სიაში მოხვდა ფასიანი და უფასო პროგრამები, სახელმძღვანელოებითა და კურსის დასრულების შემდეგ დიპლომის მიღების საშუალებით. პროგრამები გამოადგებათ როგორც დამწყებებს, ისე გამოცდილ მომხმარებლებს. 
Microsoft ირწმუნება, რომ პროგრამების სკანირებისას კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს
Microsoft ირწმუნება, რომ პროგრამების სკანირებისას კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს
Microsoft ირწმუნება, რომ პროგრამების სკანირებისას კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს
Data for Crisis Fellowship - ფორსეტი სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს
Data for Crisis Fellowship - ფორსეტი სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს
Data for Crisis Fellowship - ფორსეტი სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.