ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Windows 11 მალე PC-ის და ანდროიდის Screenshot-იდან ტექსტის კოპირების საშუალებას მოგცემთ

Microsoft Windows 11-ში Snipping tool-სა და ფოტო აპლიკაციას ახალი და მეტად სასარგებლო ფუნქციებით აახლებს. ახალი ფუნქციები გულისხმობს ტექსტის კოპირებას სქრინშოთებდიდან და ფოტოების ფონის დაბინდვას.

კომენტარის დატოვება

Windows 11-ის ეს ახალი ვერსია Windows-ის ინსაიდერ პროგრამული არხებზე, Canary-ისა და Dev-ზე განთავსებული. მათი გამოყენება Windows 10-ისა და Windows 11-ის მომხმარებლებს შეუძლიათ. 

Snipping Tool-ის სატესტო ვერსიას სწორედ სქრინშოთებზე ტექსტის ამოცნობის და კოპირების ფუნქცია აქვს. Microsoft-მა ასევე დაამატა შესაძლებლობა, ფოტოდან ტექსტის დაკოპირების დროს ავტომატურად დამალოთ სქრინშოთში მოხვედრილი ელექტრონული ფოსტის მისამართები და ტელეფონის ნომრები, ასევე, თავად აირჩიოთ ტექსტი, რომლის დაფარვაც გინდათ სქრინის გაზიარებამდე.

Snipping Tool-ის ეს განახლება ასევე კარგად ერგება Phone Link აპლიკაციის განახლებას, რომელიც გაჩვენებთ შეტყობინებას, როდესაც Android-ის მობილური მოწყობილობით ფოტოს გადაიღებთ. ამ შეტყობინებით თქვენ შეძლებთ, მარტივად გადაიტანოთ ფოტო Snipping Tool-ში და თუ იგი შეიცავს ტექსტს — დააკოპიროთ.

Windows 11-ის ფოტოებთან დაკავშირებული ახალი ფუნქციები მთავარ, Windows Photos აპლიკაციაზეც ვრცელდება.

Canary-ისა და Dev Channel-ის ტესტერებს ახლა შეუძლიათ შეამოწმონ განახლებული Photos აპლიკაცია, რომელიც მოიცავს ფონის დაბინდვას, OneDrive-ის ფოტოებში ძიების შესაძლებლობას, მდებარეობის ძიებას და Samsung-ისა და Google-ის მოძრავი ფოტოების მხარდაჭერას.

OneDrive-ს ფოტოების შინაარსით ძიების ფუნქია ვებზე აქვს, ამიტომ სასიამოვნოა, რომ ის მალე Windows Photos აპის ნაწილი გახდება.

Microsoft-მა დაიწყო ფოტოების, Phone Link-ისა და Snipping Tool-ის განახლებების ტესტირება Windows Insiders-ით. Windows 11-ის რეგულარულ მომხმარებლებს კი განახლების ოფიციალურად გამოსვლამდე რამდენიმე თვე ლოდინი კიდევ მოუწევთ. 

Microsoft Excel-ში Python-ს ამატებს სიახლის ნახვა Windows-ზე უკვე შესაძლებელია
Microsoft Excel-ში Python-ს ამატებს, სიახლის ნახვა Windows-ზე უკვე შესაძლებელია
თემის მიხედვით
Microsoft Excel-ში Python-ს ამატებს, სიახლის ნახვა Windows-ზე უკვე შესაძლებელია
Microsoft-მა ვირტუალური ასისტენტი Microsoft 365 Copilot გამოუშვა
Microsoft-მა ვირტუალური ასისტენტი Microsoft 365 Copilot გამოუშვა
თემის მიხედვით
Microsoft-მა ვირტუალური ასისტენტი Microsoft 365 Copilot გამოუშვა
Microsoft რუსული კორპორაციული კლიენტების მომსახურებას შეწყვეტს
Microsoft რუსული კორპორაციული კლიენტების მომსახურებას შეწყვეტს
თემის მიხედვით
Microsoft რუსული კორპორაციული კლიენტების მომსახურებას შეწყვეტს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.