სიტყვა ჰაკერის გაგონებაზე საზოგადოების უმეტესობას ნეგატიური ასოციაციები უჩნდება. ჰაკერი დაკავშირებულია კიბერდანაშაულთან და ქურდობასთან. წლების განმავლობაში ტერმინის არასწორად გამოყენებამ ჰაკერებზე ხალხში ცუდი წარმოდგენა დანერგა.
ჰაკერი არის ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის სისტემის, კომპიუტერების — კერძოდ, კომპიუტერული ქსელების შიდა მუშაობის პრინციპი. ჰაკერები ეძებენ არასტანდარტულ გზებს პრობლემის გადასაჭრელად.
ცოდნა, რომელსაც ჰაკერები ფლობენ, პროგრამირების, სხვადასხვა კომპიუტერული ენების, კოდებისა და ზოგადი კომპიუტერული უსაფრთხოების შესახებ, მორალურად, კარგი მიზნებისთვის გამოიყენება. ჰაკერები, როგორც წესი, უსაფრთხოების პროფესიონალები არიან, რომლებსაც ორგანიზაციები ქირაობენ მათ სისტემაში ნებისმიერი ხარვეზის აღმოსაჩენად. როდესაც ჰაკერები საფრთხეს აღმოაჩენენ, დამქირავებელ ორგანიზაციას ატყობინებენ, რათა მათ სისტემაში ვერავინ შეაღწიოს.
ე.წ ეთიკური ჰაკინგი უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი მოთხოვნადი სამუშაო ხდება. ორგანიზაციებს კიბერუსაფრთხოების დაუცველობა ძალიან ძვირად უჯდებათ და დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ჰაკერები თანამედროვე ორგანიზაციების უსაფრთხოების გუნდში მთავარ როლს თამაშობენ.
ბევრი ადამიანი, რომელიც ჰაკერი იყო, ახლა ცნობილი კომპანიის მფლობელია, მათ შორისაა: მარკ ცუკერბერგი, ლინუს ტორვალდსი, ტიმ ბერნერს-ლი და სხვა.
ჰაკერებს ხშირად აქვთ პროგრამირების გამოცდილება, რაც მათ ეხმარებათ, უკეთესად შექმნამ უსაფრთხო გარემო.
რა ეწოდებათ ადამიანებს, რომლებიც კიბერდანაშაულს ჩადიან?
სინამდვილეში ადამიანს, რომელიც კიბერდანაშაულს ჩადის ეწოდება კრაკერი (Cracker).
კრაკერი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, კომპიუტერულ სისტემებზე წვდომა ავტორიზაციის გარეშე მოიპოვოს. ეს ადამიანები, ჰაკერებისგან განსხვავებით, ხშირად, მავნებლები არიან. მათ სისტემაში შეღწევისთვის მრავალი გზა აქვთ.
კრაკერებს «შავ ქუდებსაც» უწოდებენ. ისინი პროგრამებსა და სისტემებში შესასვლელ არალეგალურ გზებს იყენებენ და იპარავენ ინფორმაციას მავნე მიზნებისთვის.
ჰაკერებისგან განსხვავებით, რომლებიც ორგანიზაციებსა და ინდივიდებს სისტემების დაცვაში ეხმარებიან, კრაკერებს განსხვავებული მიზნები აქვთ — როდესაც კრაკერები ქსელის უსაფრთხოებას არღვევენ, ამას პირადი სარგებლისთვის აკეთებენ. მათი მიზანი შეიძლება იყოს საკრედიტო ბარათის ინფორმაციის მოპარვა, პირადი მონაცემების მიღება და გაყიდვა, ან უბრალოდ მონაცემების განადგურება.
კრაკერი, როგორც ტერმინი ჯერჯერობით არ არის ფართოდ დამკვიდრებული. ტერმინი, რომელიც მას შეესაბამება, არის კიბერდამნაშავე. ჰაკერის ნაცვლად ორივე ტერმინის გამოყენებაა მისაღები, როდესაც კიბერდანაშაულის ჩამდენ ადამიანზე ვსაუბრობთ.
მთავარი განსხვავება ჰაკერებსა და კრაკერებს შორის
ეთიკური განსხვავება — ჰაკერები ე.წ «თეთრი ქუდები» არიან, რომლებიც არასოდეს მუშაობენ უკანონოდ და უსაფრთხო სისტემებს ქმნიან. ჰაკერები შესანიშნავი იარაღია კრაკერების დასაჭერად, რომლებიც ყოველთვის უკანონოდ მოქმედებენ ფინანსური ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად.
უნარების განსხვავება — ჰაკერებს შეუძლიათ შექმნან პროგრამები და პროგრამული ინსტრუმენტები. ისინი ფლობენ მრავალ კოდს და სხვადასხვა კომპიუტერულ ენას. კრაკერებს კი არ სჭირდებათ სიღრმისეული ცოდნა. მათ მხოლოდ იციან როგორ გაარღვიონ სისტემა.
ჰაკერები ქმნიან, კრაკერები ანადგურებენ
ჰაკერების საქმიანობა არაფერს უკანონოს არ გულისხმობს. ისინი თავიანთ უნარებს პოზიტიური სარგებლისთვის იყენებენ. სამყარო ბევრად უფრო საშინელი ადგილი იქნებოდა, გაცილებით მეტი კიბერდანაშაულით, რომ არა ჰაკერები, რომლებიც ცდილობენ კრაკერების შეჭრისგან დაიცვან ქსელები.
შსს-ის სტატისტიკა: 2023-ში კიბერდანაშაულის 999 საქმე დარეგისტრირდა, მათგან 808 — ფიშინგია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2023 წლის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. მათ შორის არის კიბერდანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსის 284-286/2 მუხლების ფარგლებში უწყებამ 999 შემთხვევა დაარეგისტრირა. მათი უდიდესი ნაწილი — 808 საქმე ფიშინგს უკავშირდება.