ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

UGT-ის საგრანტო პროგრამით 25 პირს IT სწავლების 3 ეტაპი დაუფინანსდება

კომენტარის დატოვება
UGT-ის საგრანტო პროგრამით 25 პირს IT სწავლების 3 ეტაპი დაუფინანსდება

UGT 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით იწყებს საგრანტო პროგრამას UGT Tech Hub. 

პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, Hewlett Packard Enterprise და Dell Technologies მხარდაჭერით ხორციელდება. 

გრანტი განკუთვნილია 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის და კონკურსის წესით 25 კანდიდატი შეირჩევა. 

შერჩევის კრიტერიუმებია:

  • მინიმალური ტექნიკური IT უნარები
    ინგლისური ენის ცოდნა
    სწავლისა და განვითარების სურვილი
    მოტივაცია

შერჩეულ 25 კანდიდატს სრულად დაუფინანსდება IT ინჟინერიის საწყისების სწავლების 3 საფეხური.

სწავლება მოიცავს CompTIA IT Fundamentals-ის კურსს.

კურსის მენტორები არიან გამოცდილი სერტიფიცირებული ინსტრუქტორები:

  • ლაშა-გიორგი ჭელიძე — ინფორმაციული უსაფრთხოების კონსულტანტი, იუჯითის IT საკონსულტაციო სამსახურის უფროსი
    ნოდარ წერეთელი — იუჯითის ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების ჯგუფის ხელმძღვანელი
    ირაკლი ადამია — იუჯითის სისტემური ინჟინერი
    არჩილ ბერიკიშვილი — Microsoft-ის სერტიფიცირებული ინჟინერი, ქლაუდ ტექნოლოგიების ინჟინერი

სწავლებასთან ერთად პროგრამა ითვალისწინებს:

  • პრაქტიკულ სამუშაოებს IT მხარდაჭერის, IT სერვისცენტრისა და IT მონაცემთა ცენტრის მიმართულებით; 
  • სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე მოწვეული ექსპერტების ვორქშოპებსა და სემინარებს;
  • საუკეთესო სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას.

GITA აცხადებს, რომ სწავლის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ, სტუდენტებს მიეცემათ საკუთარი უნარებისა და ინტერესების პრეზენტირების შესაძლებლობა, რის შემდეგაც მათ მიერ არჩეული მიმართულებების მიხედვით ეყოლებათ მენტორები, რომლებიც დაეხმარებიან განვითარების გეგმების დასახვაში.

სწავლის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ უმცროსი ინჟინრის კვალიფიკაცია და ისინი თავისუფლად შეძლებენ ამ მიმართულებით დასაქმებასა და განვითარებას, როგორც ჩვენს, ასევე სხვა წარმატებულ კომპანიებში.

დაინტერესებულ კანდიდატებს ექნებათ წვდომა სარეგისტრაციო ბმულზე.

რეგისტრაცია გაგრძელდება 3-4 კვირის განმავლობაში.

დარეგისტრირებულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება (1-10 დეკემბერი).

ტესტირების შედეგების მიხედვით შედგება გასაუბრება (10-15 დეკემბერი) და შეირჩევა გრანტის 25 მფლობელი.

დეტალური ინფორმაციისთვის, მსურველებს შეუძლიათ, დაესწრონ საგრანტო პროგრამის წარდგენას. 

აქ არის რეგისტრაციის ბმული ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის.

წარდგენის ღონისძიება ჩატარდება ტექნო პარკში, 3 ნოემბერს, 16:00 საათზე. 



ასევე წაიკითხეთ
როგორ დავზოგოთ 300% Google-ის კურსებზე — Coursera Plus-ის უპირატესობები
როგორ დავზოგოთ 300% Google-ის კურსებზე — Coursera Plus-ის უპირატესობები
როგორ დავზოგოთ 300% Google-ის კურსებზე — Coursera Plus-ის უპირატესობები
თუ გსურს, IT-ში სრულყოფილი განათლება მიიღო, ერთი კურსი საკმარისი არაა. ასეთი შემთხვევებისთვის Coursera-ს აქვს გამოწერის Plus პაკეტი: ფიქსირებული ღირებულებით შეიძლება ისწავლო ყველაფერი, რაც შენთვის მნიშვნელოვანი, საჭირო და საინტერესოა.
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
კურსები Java-ს, Python-ისა და SQL-ის გასაუბრებებისთვის მოსამზადებლად
კურსები Java-ს, Python-ისა და SQL-ის გასაუბრებებისთვის მოსამზადებლად
კურსები Java-ს, Python-ისა და SQL-ის გასაუბრებებისთვის მოსამზადებლად
2023 Survival Kit — 10 კურსი, რათა გაუმკლავდეთ სტრესს  და იპოვოთ სიმშვიდე
2023 Survival Kit — 10 კურსი, რათა გაუმკლავდეთ სტრესს და იპოვოთ სიმშვიდე
2023 Survival Kit — 10 კურსი, რათა გაუმკლავდეთ სტრესს და იპოვოთ სიმშვიდე
«იდეალურობის ქარიშხლის» გავლა, რომელმაც ბოლო წლებში მსოფლიო მოიცვა, უფრო ადვილია, როდესაც მორალურად და ემოციურად მყარად ხარ. შევაგროვეთ 10 კურსი და მასტერ-კლასი, რომელიც დაგეხმარებათ ფრთხილად და მზრუნველბით მოეპყროთ საკუთარ თავს.  თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს სტრესის დასაძლევად, ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და პროდუქტიულობის გასაზრდელად. გარდა ამისა, სწორად და ხარისხიანად ძილსა და თვითგამოხატვას გასწავლიან. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.