ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ცხოვრების გემიფიკაცია — როგორ გავხადოთ ცხოვრება საინტერესო და პროდუქტიული

ბლოგის ავტორი: მიკოლა კალაკუტსკი. თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე

ჩვენ ყველანი მოთამაშეები ვართ ამ რთულ, მაგრამ საინტერესო თამაშში, რომელსაც ცხოვრებას უწოდებენ. და როგორც ნებისმიერ თამაშში, აქაც არის თავისი წესები, გამოწვევები, ჯილდოები და წარუმატებლობები.

რატომ არ შეიძლება, ვცადოთ, რომ საკუთარი ცხოვრება კომპიუტერული თამაშის პრიზმიდან დავინახოთ? — გამოვიყენოთ სტრატეგიები, ლაიფჰაკები და ჩით-კოდები, რომლებიც ნებისმიერ თამაშში ვისწავლეთ, რათა საკუთარი რეალური ცხოვრება გავაუმჯობესოთ?

თვითგანვითარებიდან კარიერამდე, კომუნიკაციიდან ჯანმრთელობამდე — ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, როგორ დაგვეხმარება გემიფიკაცია, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გავხდეთ, გავუმჯობესდეთ.

მზად ხართ? მაშინ, დავიწყოთ!

კომენტარის დატოვება
ცხოვრების გემიფიკაცია — როგორ გავხადოთ ცხოვრება საინტერესო და პროდუქტიული

ბლოგის ავტორი: მიკოლა კალაკუტსკი. თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე

ჩვენ ყველანი მოთამაშეები ვართ ამ რთულ, მაგრამ საინტერესო თამაშში, რომელსაც ცხოვრებას უწოდებენ. და როგორც ნებისმიერ თამაშში, აქაც არის თავისი წესები, გამოწვევები, ჯილდოები და წარუმატებლობები.

რატომ არ შეიძლება, ვცადოთ, რომ საკუთარი ცხოვრება კომპიუტერული თამაშის პრიზმიდან დავინახოთ? — გამოვიყენოთ სტრატეგიები, ლაიფჰაკები და ჩით-კოდები, რომლებიც ნებისმიერ თამაშში ვისწავლეთ, რათა საკუთარი რეალური ცხოვრება გავაუმჯობესოთ?

თვითგანვითარებიდან კარიერამდე, კომუნიკაციიდან ჯანმრთელობამდე — ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, როგორ დაგვეხმარება გემიფიკაცია, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გავხდეთ, გავუმჯობესდეთ.

მზად ხართ? მაშინ, დავიწყოთ!

სწავლა და თვითგანვითარება

თამაშებში ხშირად გიწევთ დროის დახარჯვა რუტინულ საქმეზე რამე მიზნის მისაღწევად. ცხოვრებაში ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, წესების სწავლა, ტექსტების დამახსოვრება, საშინაო დავალების შესრულება, გამოცდებისთვის მომზადება, და, როგორც წესი, ეს ძალიან მოსაწყენია. თამაშში ყველაფერი გასაგებია — გადიხარ ლეველს ან საჭირო რესურსებს ქმნი კრაფტისთვის ან დავალების შესასრულებლად. და ცხოვრებაში? ცხოვრებაშიც ასეა!

იმისათვის რომ სკილ პოინტები მიიღოთ, გახსნათ უნარების ხე, აუცილებელია გარკვეული ძალისხმევის გაწევა და უნარებიც სწორედ ამ გზით მოიპოვება — მოქმედებების მონოტონური გამეორებით! მაგრამ რეალურ ცხოვრებას ამ მხრივ დიდი უპირატესობა აქვს. თუ თამაშში განმეორებადი მოქმედებები ყოველ შემდეგ დონესთან ერთად უფრო რთული და მოსაწყენი ხდება, ცხოვრებაში ყოველი მომდევნო გამეორება უფრო სწრაფი გამოდის, ხოლო შედეგი — უკეთესი დგება.

ცხოვრებაში უნარების ამაღლება რეალურად სწრაფად ხდება, მათ გამეორებებზე იმდენივე დროა საჭირო, რამდენიც ხანდახან თამაშში რესურსების ჩამოყალიბებას ან შემდეგი დონის გასვლას სჭირდება.

თავიდან შეიძლება რთული იყოს ასოების გამოწერა / გამრავლება / ესსეს დაწერა / განტოლების ამოხსნა / ლექსის დაზეპირება… მაგრამ რამდენიმე (ათეული/ასეული) ცდის შემდეგ პრაქტიკაში გამოჩნდება, რომ ყოველ ჯერზე ამის კეთება უფრო ადგილი, სწრაფი და ხარისხიანია.

როგორ იპოვოთ მოტივაცია სწავლასა და თვითგანვითარებისთვის?

კომპიუტერული თამაშების სამყაროში რამდენიმე მოტივატორი ფაქტორი არსებობს: რეიტინგებიდან ქულების ცხრილებამდე. ეს გეიმერული ჯილდოები თავისუფლად შეიძლება, რეალურ ცხოვრებას მოარგოთ.

შეგიძლიათ საკუთარ თავს მიკრომიზნები დაუსახოთ —  პატარა ამოცანები, რომლებიც საქმეში თქვენს «ლეველს» გაზრდის. უფრო საინტერესო რომ გახდეს, შეგიძლიათ, შექმნათ «კვესტების» დაფა და განვლილი ეტაპები იქ აღნიშნოთ. თუ ამ კვესტდაფას ერთი წლის შემდეგ შეხედავთ — სასიამოვნო შთაბეჭდილება და გაკვირვება გარანტირებულია!

თამაშებში დონეები მოთამაშეზე ადაპტირდება, ამიტომაც, სწავლის მეთოდებში სჯობს, მოქნილი იყოთ. შეგიძლიათ, სხვადასხვა რესურსი  და მიდგომა გამოიყენოთ, რათა გაიგოთ, რომელია ყველაზე ეფექტური. ცხოვრებაში, როგორც თამაშში, არ შეიძლება ყველაფერი ერთ ჯერზე გახარჯო.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ბალანსი. სასურველია საკუთარი დროისა და ძალისხმევის ისე გადანაწილება, რათა ყველა მიმართულებით ჰარმონიულად განვითარდეთ, რათა ერთი მეორეს გამო არ გაწიროთ.

უნდა გახსოვდეთ სოციალური კომპონენტიც: «მოკავშირეების» პოვნა საერთო მიზნების მისაღწევად. ურთიერთდახმარებამ და კონკურენციამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააჩქაროს განვითარება და ის უფრო საინტერესო გახადოს.

ჩით-კოდები სწავლასა და თვითგანვითარებისთვის:

  • სწრაფად კითხვის კურსები კითხვაზე დროის ეკონომიისთვის;
  • Duolingo (ან სხვა აპლიკაცია) ენების სასწავლებლად, დღეში 15-30 წუთის დახარჯვით;
  • Sketchnotes დიდი მოცულობის რთული ინფორმაციის სწრაფი ჩაწერისთვის;
  • მნემონიკა დამახსოვრების გასაადვილებლად და მეხსიერების გასაუმჯობესებლად
  • იუთუბზე ონლაინტუტორიალი დეტალური ინსტრუქციისთვის, რათა გაიგოთ, როგორ გააკეთოთ ნებისმიერი რამ (ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ChatGPT, მაგრამ ვიდეო უკეთესია);
  • თვითშეფასების ინსტრუმენტები: «სტატისტიკის ეკრანი» საკუთარი უნარების, ძალებისა და სუსტი მხარეების შესაფასებლად.

სამსახური და კარიერა

სამსახურის ძიება ძირითადად ხდება პერსონაჟების დახმარებით, რომელთაც რეკრუტერები ან HR-ები ჰქვიათ. სანამ საქმე ერთ კომპანიაში მუშაობამდე არ მივიდა, შეგიძლიათ ისინი აღიქვათ როგორც NPC, რომელთაც აქვთ დავალება, იპოვონ კანდიდატები, გაესაუბრონ, შეაფასონ მათი დონე და თუ ყველაფერი კარგადაა, შეუძლიათ, სამუშაოს მიღების კვესტი შესთავაზონ.

ამ კვესტის ეტაპების რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს იქიდან გამომდინარე, რომელი გილდიიდან არის რეკრუტერი, მაგრამ ჩვეულებრივ, საჭიროა სკრინინგ ინტერვიუს გავლა, რეზიუმეს შედგენა და გაგზავნა, სატესტო დავალების შესრულება, ტექნიკური გასაუბრების გავლა და ბოსთან ფინალური PVP-ს გავლა.

თუ ყველა ეტაპს გაუმკლავდებით, ჯილდოს სახით შეიძლება, შეთავაზება მიიღოთ, რომელიც წვდომას გაძლევთ განმეორებად PVE კვესტებზე, როგორიცაა სამსახური.

რაც უფრო კარგად არის განვითარებული უნარების ხე, მით უკეთესი სამსახურის შოვნა შეიძლება, შესაბამისად, კვესტები უფრო საინტერესო იქნება, ხოლო ჯილდო — უფრო სასიამოვნო.

პროფესიის არჩევა სჯობს იმ უნარების მიხედვით, რომელთა განვითარება უკეთესად გამოგდით და უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებთ. მაშინ სკილები უფრო მაგრად იქნება განვითარებული, ეს კი ნიშნავს, რომ სამსახურში უფრო მაღალი თანამდებობის მიღება იქნება შესაძლებელი. ასევე, სამუშაო კვესტებიც უფრო სასიამოვნო და საინტერესო შესასრულებელი იქნება, ანუ უფრო უფრო სწრაფი განვითარება და ბონუსები.

როგორ მიიღოთ მეტი უპრატესობა და ჯილდო სამსახურში?

ბევრ თამაშში შეგიძლიათ, იყოთ არა მხოლოდ მეომარი ან ჯადოქარი, არამედ, მოახდინოთ სხვადასხვა კლასის კომბინაცია. რეალურ ცხოვრებაში ამას ასახავს გჰვერდითი პროექტები, ფრილანს სამუშაო ან დამატებითი უნარები, რომლებმაც შესაძლოა, უფრო ღირებულ თანამშრომლად გაქციოთ.

გვერდით კვესტებს, როგორებიცაა მოკლეხნიანი/ფრილანს პროექტები ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, არა მხოლოდ დამატებითი გამოცდილების, არამედ კარიერის ახალი შესაძლებლობების გახსნაც შეუძლიათ.

თამაშებში არსებობენ გილდიები და საზოგადოებები, რომლებიც ერთობლივი კვესტებისთვის გაერთიანების საშუალებას გაძლევთ. პროფესიულ ცხოვრებაში ეს შეიძლება იყოს გარკვეულ საზოგადოებაში, ასოციაციაში ან სტარტაპში მონაწილეობა.

ასეთ გილდიებში წევრობამ შეიძლება, დამატებითი ცოდნა, სასარგებლო კონტაქტები მოიტანოს, ასევე დამატებითი შესაძლებლობები კონტაქტების განვითარებისთვის.

თამაშებში მიღწევებისთვისა და კვესტების შესრულებისთვის ხშირად იძლევიან ბონუსებსა და პერკებს. სამსახურის კონტექსტში ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის სოცპაკეტი, კომპანიის აქციები, ბონუსები პროექტის შესრულებისთვის და ა.შ. მნიშვნელოვანია არამხოლოდ ძირითად ხელფასზე ფოკუსირება, არამედ ყველა «პერკის» დანახვა, რომელთაც კომპანია გთავაზობთ.

ჩით-კოდები სამსახურსა და კარიერისთვის

  • პროფილი LinkedIn-ზე კარგი შეთავაზებების პასიურად მიღებისთვის, ასევე თქვენი საზოგადოების გაუმჯობესებისთვის;
  • ფრილანს პლატფორმები, საერთაშორისო კომერციული პორტალები, ასევე Kabanchik-ის მსგავსი საიტები გვერდითი კვესტებისა და დამატებითი შემოსავლის მისაღებად;
  • კვალიფიკაციის ამაღლება და ონლაინ სერტიფიკატების მიღება რეზიუმეში უცილებელი მიღწევების გასახსნელად;
  • ქოუვორქინგი: გილდიები ეფექტურობის, პროდუქტიულობისა და კრეატიულობის გასაზრდელად;
  • Pomodoro-ტექნიკა: დროის მართვის ინსტრუმენტი, რომელიც ნებისმიერი ამოცანის შესრულებაში დაგეხმარებათ;
  • ფინანსური მენეჯმენტის აპლიკაციები უკეთესი ფინანსური შესაძლებლობებისთვის

კომუნიკაცია და ურთიერთობები

ცხოვრებაში ადამიანების უმეტესობასთან კომუნიკაცია შეიძლება განხილულ იქნას როგორც კომუნიკაცია NPC-ისთან. მიხვედი მაღაზიაში — იყიდე ყავა NPC-გამყიდველისგან, მიხვედი სამსახურში — მიესალმე NPC-მდივანს, მისგან რაღაც სიახლეები გაიგე, სამსახურში ხშირად მენეჯერიც კი შეიძლება NPC-დ გამოიყურებოდეს, რომელიც ამოწმებს დავალებების შესრულებას ან ახალ კვესტებს გასცემს. ხოლო მენეჯერისთვის სხვა თანამშრომლები შეიძლება გამოიყურებოდნენ როგორც NPC, რომლებიც საკუთარ ფუნქციას ასრულებენ. მათ აქვთ საკუთარო ამოცანები, საკუთარი მონოლოგები, რაღაც სჭირდებათ და რამეს გასცემენ.

მაგალითად, მე მომწონს უსიამოვნო დიალოგების აღქმა, როგორც მათშია დაპროგრამებული და ჩემთან არაფერი კავშირი არ აქვს. შეიძლება ნაძირალა მიწოდონ, მაგრამ მე, როგორც ძირითადი მოთამაშე, ამის გამო ღირებულებას არ ვკარგავ, ამის გამო უარესი არ ვხვდები — ვიცი, ვინც ვარ და როგორი ვარ.

ზემოქმედების სხვადასხვა ვარიანტის გამოყენებით ფაქტობრივად ნებისმიერი NPC შეიძლება მოთამაშის რეჟიმზე გადართო, მაშინ ის თავისი ქცევის ჩვეული მოდელიდან გადის და მოცემული სცენარების მიღმა ინტერაქციას იწყებს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება საინტერესო ნაცნობობა, მეგობრობა ან სასიყვარულო ურთიერთობებიც დაიწყოს. იმისათვის რომ სხვა ადამიანი NPC მდგომარეობიდან გამოიყვანოთ, თვითონ უნდა გააკეთოთ რაიმე სცენარის მიღმა. თამაშებისგან განსხვავებით, სადაც ნორმისგან და სტანდარტებისგან გადახვევა იშვიათი მოვლენაა, მაგრამ მაინც დაპროგრამებული, ცხოვრებაში ნებისმიერს შეუძლია შეწყვიტოს მოქმედება სოციალური ნორმების მიხედვით (ანუ სკრიპტის გარეშე) და დაიწყოს ცალსახად ურთიერთქმედება, რითაც გამოიწვიოს მახლობლად მყოფთა და მაყურებელთა უნიკალური LIVE რეაქციები.

მაგალითად, შეგიძლიათ გაუღიმოთ თქვენს წინ მყოფ ადამიანს, სუპერმარკეტში მოლარეს ჰკითხოთ, როგორ არის და როგორ გრძნობს თავს ან დაურეკოთ და მიწეროთ მეგობარს, რათა ესაუბროთ არა რაიმე საქმეზე, არამედ ისე უბრალოდ.

როგორ მიიღოთ ცხოვრებაში კომუნიკაციისგან მეტი უპირატესობა და სიამოვნება?

სხვა ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. იმის ნაცვლად, რომ ნეგატიური ურთიერთობები განიხილოთ, როგორც შეცდომები და ბაგები თამაშში, შეგიძლიათ სცადოთ გაერკვეთ, რატომ გახდა ეს ურთიერთობა უარყოფითი. შესაძლოა, უმჯობესი იყოს საკუთარი სოციალური სკილების გაუმჯობესება, რამდენიმე სტრატეგიის შესწავლა სხვა მოთამაშეების უკეთესი გაგებისთვის. შედეგად, სადაც კომუნიკაცია ჩვეულებრივ უსიამოვნოდ სრულდება, შესაძლებელია ახალი საინტერესო ალტერნატივების მიღება, ხანდახან სასიამოვნოსიც კი.

კოოპერატიული, მულტილეერული თამაში ცხოვრებას გაცილებით უფრო საინტერესოს ხდის. შეიძლება, მაგალითად, იმის წარმოდგენა, რომ შენ და შენი მეგობარი, კოლეგა ან ოჯახის წევრი — ესაა გუნდი, რომელმაც ერთობლივი რეიდი ან კვესტი განახორციელა. ასეთ მისიებში წარმატება არა მხოლოდ ზრდის თამაშისგან კმაყოფილებას, არამედ აახლოებს, ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალებას იძლევა. იმის ნახვის შესაძლებლობა, როგორ რეაგირებენ სხვა მოთამაშეები გამოწვევებზე, მათ სტრატეგიებსა და სუპერშესაძლებლობებს შეუძლიათ ძვირფასი გამოცდილება შემოგთავაზონ შემდეგი სესიებისთვის.

რაც შეეხება ურთიერთქმედების ფსიქოლოგიასა და გემიფიკაციას, რატომ არ უნდა სცადოთ მიღწევებისა და ყოველდღიური კვესტების გამოყენება საკუთარი განვითარებისთვის? შეგიძლიათ დაისახოთ ამოცანა «არაფორმალური საუბარი სამ (ან თუნდაც ერთ) NPC-სთან ყოველდღე, მათი მოთამაშის რეჟიმზე გადასართავად», ან ქულის დაწესება კონფლიქტის წარმატებით მოგვარებისთვის. პირველ რიგში, ეს სახალისოა, მეორეც, თვითმოტივაციის ასეთი სისტემა არამხოლოდ სოციალური უნარების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა, არამედ კომუნიკაცია უფრო აზრიანი და პროდუქტიული გახადოს.

კომუნიკაციისა და ურთიერთობების ჩით-კოდები

  • «არაძალადობრივი კომუნიკაცია» {?} და  არასასურველი  PVP-ის თავიდან ასაცილელად
  • «აქტიური მოსმენა» კოოპერაციის გასაუმჯობესებლად და მხარდასაჭერად
  • ბარიერისა და «უხილავი კედლის» დაყენება ტოქსიკური ქცევის შესაკავებლად
  • პერსონაჟის მორგება: თამაშებში შეგიძლია საკუთარი პერსონაჟის გარეგნობა შეცვალო, რეალობაში — ეს შენი სტილი, ხასიათი, სხვებთან ურთიერთობის გზაა. ანუ შენ თვითონ ირჩევ, როგორი იყო.
  • ნეთვორქინგი: რეალურ ცხოვრებაში ეს შეიძლება «ally cheat» ანალოგი იყოს, როდესაც გყავს მეგობრები, რომლებსაც სხვადასხვა სიტუაციის დროს დახმარება შეუძლიათ.

ჯანმრთელობა და გართობა

მომენტების გავლა, როდესაც ცხოვრება განსაკუთრებულად რთულ დავალებებს იძლევა, შეიძლება აღიქვათ, როგორც ჰარდროკის რეჟიმი, რაც იძლევა შესაძლებლობას, რაღაც მართლაც დაუვიწყარი განიცადოთ!

ჰარდროკის გარეშეც კი ცხოვრება საკმარისადაა დამღლელი და იმედისგამაცრუებელი, ამიტომაც, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია! აუცილებელია, ჩვენი პერსონაჟი რეგულარულად მოიხმარდეს საკმარისად ჯანსაღ საკვებს და საკმარის წყალს სვამდეს.

დამუხტვა არამხოლოდ სხეულს სჭირდება. გონებასა და ფსიქიკას ასევე აქვთ თავიანთი «გაგრილების» პერიოდები და თუ საკუთარ თავზე არ იზრუნებთ, შეიძლება ფსიქოსომატური და ქრონიკული დაავადებები განგივითარდეთ. ეს კი თავისთავად არასასიამოვნოა, ხოლო მკურნალობას უამრავი რესურსი მიაქვს — დრო და ფული.

მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ თქვენი პერსონაჟის «გაწვრთნის» მნიშვნელობა. რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, სიარული ან სუფთა ჰაერზე «ექსპედიციებიც» კი გეხმარებათ HP-ის მაღალი ლეველის შენარჩუნებაში. არაა აუცილებელი სპორტულ დარბაზში საათების გატარება, შეიძლება, დავკავდეთ მარტივი ყოველდღიური რუტინით, რომელიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ მდგომარეობის გაუმჯობესებაში, არამედ მთელი დღით მხნეობას შეგმატებთ. 

და არ შეიძლება არასავალდებულო, მაგრამ საინტერესო და სასიამოვნო კვესტების დავიწყება, როგორიცაა ჰობი. ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, წიგნების კითხვით დაწყებული გიტარაზე დაკვრით დამთავრებული — ეს არამხოლოდ აამაღლებს «უნარების ქულებს» და უნარების ხეს დამატებით უნიკალურ ტოტებს შემატებს, არამედ დასვენების, გადართვისა და ახალი ემოციების მიღების საშუალებას იძლევა.

ჩით-კოდები ჯანმრთელობისთვის

  • ხარისხიანი ძილი — ესაა საუკეთესო ჩით-კოდი ყველა სახის ენერგიის აღსადგენად;
  • მედიტაცია, როგორც სტრესის მოხსნისა და ენერგიის აღდგენის სწრაფი საშუალება. ეს შეიძლება «health cheat-ად» ჩაითვალოს;
  • ფიტნეს-აპლიკაციები პერსონაჟის მონაცემების მონიტორინგისთვის;
  • ძილის ტრეკერი ქულების დასაგროვებლად;
  • მეთოდიკა «Meal Prep» იგივე «inventory cheat», როდესაც ყველაფერი საჭირო უკვე ხელთ გაქვს;
  • ფსიქოლოგების კონსულტაციები და ფსიქოთერაპია ემოციური პრობლემების გადაჭრის საბაზისო საგანმანათლებლო საფეხურების დაუფლებისთვის;
  • ფეხით სიარული ან ბუნებაში გასვლები სამყაროს შესაცნობად;
  • კონსტრუქციული თვითკრიტიკა — როგორც «debug mode» ცხოვრებაში. გაანალიზეთ თქვენი ქმედებები, რათა გაიგოთ, რა შეიძლება გაკეთდეს უკეთ.

და რა თქმა უნდა, ცხოვრება, როგორც არც ერთი თამაში, ერთ ადგილას არ დგას — განახლებები მუდმივია. ყოველთვის რაღაც უმჯობესდება, ახალი კონტენტი ემატება. იგონებენ და ქმნიან რაღაც ახალსა და საინტერესოს, ხანდახან ისეთსაც, რამაც შეიძლება ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ამიტომაც, იკვლიეთ, ეძებეთ, თვალყური ადევნეთ სიახლეებს. 

ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის «ორი წუთის წესი» გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
თემის მიხედვით
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის «ორი წუთის წესი» გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
თემის მიხედვით
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.