ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Tesla-ს ინვესტორის მიერ მხარდაჭერილი სტარტაპი 2025 წლისთვის მფრინავ მანქანას გვპირდება

მფრინავი მანქანებით სავსე მომავალზე ზრუნვა ახალი არ არის. ათწლეულების განმავლობაში, სხვადასხვა კომპანიები გვპირდებოდნენ, რომ ერთ დღეს მანქანებს საცობებზე მაღლა აწევდნენ.

შეერთებული შტატების საწარმოს მიერ მხარდაჭერილი საავტომობილო და საავიაციო კომპანია Alef Aeronautics, ამბობს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის მომხმარებლებისთვის მფრინავი მანქანების მიწოდებას აპირებს.

კომენტარის დატოვება

Alef-ის Model A $300,000 ეღირება. წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია. დაინტერესებულ მომხარებლებს შეუძლიათ, 150 დოლარი გადაიხადონ, რათა მომლოდინეთა სიაში მოხვდნენ, ხოლო 1500 დოლარის გადახდის შემთხვევაში სიაში «პრიორიტეტულ» ადგილს დაიკავებენ. 

Alef აცხადებს, რომ ტესტირებას 2019 წლიდან ატარებს.

Alef-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ დუხოვნიმ განაცხადა, რომ მანქანა ძირითადად გზებზე სასიარულოდაა განკუთვნილი. ჰაერში მოგზაურობა მხოლოდ მცირე სიმაღლეებსა და დისტანციებზე, კონკრეტული დაბრკოლებების ასაცილებლად იქნება შესაძლებელი.

ოქტომბერში გაკეთებულ განცხადებაში, დუხოვნიმ გზებზე არსებული მდგომარეობა პირობები, ამინდი და ინფრასტრუქტურა მოკლე ფრენების პოტენციურ მიზეზებად დაასახელა.

ექსპერტების აზრით, ეს საინტერესო წამოწყებაა, თუმცა, ჯერ კიდევ უამრავი რამ უნდა მოხდეს, რომ მფრინავი მანქანები მაგისტრალებზე გამოჩნდნენ.

მანქანის დიზაინში შედის ნახშირბადის ბოჭკოვანი კორპუსი ბადისებრი ზედაპირით, რომელსაც აქვს ოთხი პროპელერი. მას შემდეგ, რაც მანქანა ვერტიკალურად აფრინდება, მთელი კორპუსი ტრიალებს, ორადგილიანი კაბინაც ბრუნავს, რაც პროპელერს ეხმარება მანქანა მართოს, როგორც დიდი ზომის დრონი.

რაც შეეხება ავტომობილის მართვას, Alef ამბობს, რომ ის საავტომობილო კანონებისა და რეგულაციების შესაბამისადაა შექმნილი.

Alef-ს ტიმ დრეპერის მხარდაჭერაც კი აქვს. ის არის მაღალი დონის საწარმო კაპიტალისტი, რომელიც Tesla-დ და SpaceX-ის ადრეული ინვესტორი იყო.

ავტო მობილურობის ანალიტიკოსი მაიკ რემსი ამბობს, რომ მასობრივი წარმოება ნებისმიერი მანქანის სტარტაპისთვის გამოწვევაა და ხშირად ძნელია საჯარო გზებზე ლეგალურად მოძრაობისთვის  მარეგულირებელისგან თანხმობის მიღება. 

Alef მარეგულირებელი პროცესის დაჩქარებას იმედოვნებს. დუხოვის თქმით, კომპანია საჰაერო სერთიფიკატის აშშ-ს გარეთ, კონკრეტულად აზიასა და ევროპაში მოპოვებას ცდილობს.

დუხოვი ასევე გეგმავს, თავდაპირველად მოდელ A-ს დაბალი სიჩქარის სატრანსპორტო საშუალების (LSV) სერტიფიცირება ჰქონდეს, რაც ნიშნავს, რომ მანქანის სიჩქარე საზოგადოებრივ გზებზე  საათში დაახლოებით 25 მილს არ უნდა აღემატებოდეს. Alef სრულ საავტომობილო სერტიფიკატს მოგვიანებით მოიძიებს.

Model A  ალეფის ერთადერთი გაბედული გეგმა არ არის: დუხოვიმ უფრო იაფი ვერსია საჯაროდ დააანონსა — Model Z, რომელიც 2030 წლისთვის 35000 აშშ დოლარად გაიყიდება.

Alef ბრძოლაში მარტო არ არის. პირველ მფრინავ მანქანზე პატენტის მოპოვება Fiat Chrysler და ჩინურ Xpeng სურს. Hyundai და Uber  მფრინავი ტაქსის კონცეფციაზე 2020 წლიდან მუშაობენ, ხოლო Hyundai-ს შვილობილი კომპანია Supernal მფრინავი პოდის კომერციულად გამოშვებას 2028 წლისთვის გეგმავს.

ასევე წაიკითხეთ
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
Tesla სამუშაო ძალის 10%-ზე მეტს ათავისუფლებს
Tesla სამუშაო ძალის 10%-ზე მეტს ათავისუფლებს
Tesla სამუშაო ძალის 10%-ზე მეტს ათავისუფლებს
ილონ მასკი ამბობს, რომ Tesla 8 აგვისტოს თავის robotaxi-ის წარადგენს
ილონ მასკი ამბობს, რომ Tesla 8 აგვისტოს თავის robotaxi-ის წარადგენს
ილონ მასკი ამბობს, რომ Tesla 8 აგვისტოს თავის robotaxi-ის წარადგენს
დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტი პიკის საათის დროს მოძრაობას გააანალიზებს
დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტი პიკის საათის დროს მოძრაობას გააანალიზებს
დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტი პიკის საათის დროს მოძრაობას გააანალიზებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.