ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძესტარტაპები
8 თებერვალი 2023, 17:20
2023-02-08
GITA-ს 150 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში ცვლილებები შევიდა
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. პროგრამა უკვე მეათედ ხორციელდება. ცვლილებების პრეზენტაცია ტექნოპარკში გაიმართა.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. პროგრამა უკვე მეათედ ხორციელდება. ცვლილებების პრეზენტაცია ტექნოპარკში გაიმართა.
ცვლილებების თანახმად:
დაინტერესებულ პირებს 15 თებერვლიდან საშუალება მიეცემათ, ბიზნეს იდეა ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ. იდეებს კონტრაქტორი კომპანია შექაფასებს და წინასწარ შერჩეულ 150 სტარტაპს გადაამზადებს ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით.
შემდგომი საფეხური პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას მოიცავს, რომელიც პროექტის ბიუჯეტს, აქტივობების გეგმას, ფინანსურ პროგნოზსა და გუნდის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. განაცხადებს საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ ქულების სისტემით, ასევე გასაუბრებით, რომლის შედეგად 50 ფინალისტი გამოვლინდება.
Gita ამბობს, რომ ფინალისტები 5-დღიან გადამზადების პროგრამას, ე.წ. «ქოუჩინგს» გაივლიან, რათა საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პროექტის პრეზენტაციისთვის მოემზადონ. გამარჯვებულ სტარტაპებს საერთაშორისო საინვესტიციო კომიტეტი გამოავლენს, თითოეული მათგანი 150 000 ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს.
თანადაფინანსების გრანტები განკუთვნილია იმ სტარტაპებისთვის, რომელთა ჯამური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს ბოლო 12 თვის განმავლობაში. ასევე, პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან.
როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამა 2023 წელს უკვე მეათედ ხორციელდება. 2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში ჯამურად 155 სტარტაპი დაფინანსდა.
საინტერესოა, როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს — აქვთ თუ არა საკმარისად ხარისხიანი მექანიზმი და მონიტორინგის სისტემა, რომელიც სტარტაპებს მიღებულ თანხას მხოლოდ პროდუქტის განვითარებაზე დაახარჯვინებს? ამის გასარკვევად საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს, ავთანდილ კასრაძეს ვესაუბრეთ.
საქართველოს ხედვა და გეგმები ტექნოლოგიური განვითარების კუთხით
ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივა, მიზნები და გეგმები ჩვენს თანამედროვეობაში ფართოდ განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობას და მის მდებარეობას მსოფლიოს ტექნოლოგიურ რუკაზე. dev.ge შეეცადა, გაერკვია, რა ეტაპზეა საქართველო, როგორი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და როგორია გეგმები და მოლოდინები.